https://sputnik-georgia.com/20221023/erdorani-turqeti-gazis-habi-xdeba-271579263.html
ერდოღანი: თურქეთი გაზის ჰაბი ხდება
ერდოღანი: თურქეთი გაზის ჰაბი ხდება
Sputnik საქართველო
ანკარის მხრიდან უკრაინის მიმართ დაბალანსებულმა პოლიტიკამ მთელს მსოფლიოში მოწონება დაიმსახურა, მიაჩნია თურქეთის პრეზიდენტს 23.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-23T17:33+0400
2022-10-23T17:33+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
რუსეთი
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/04/268157454_0:140:1600:1040_1920x0_80_0_0_5873c27296dd956b80cf51bc8d4cf8c2.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთი გაზის მსხვილი ჰაბი ხდება, რომლის იმედიც საზღვარგარეთის ქვეყნებს აქვთ, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.მანამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია გაზის ტრანზიტის გადამისამართება „ჩრდილოეთის ნაკადიდან“ შავი ზღვის რეგიონსა და თურქეთში. რუსეთის ლიდერმა ეს იდეა თურქეთის პრეზიდენტთან მიმოიხილა. მათ გასცეს ბრძანება, დეტალურად და უმოკლეს ვადებში შემუშავდეს თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის შესაძლებლობა.ერდოღანმა გააკრიტიკა ანკარის ოპონენტები, რომლებიც მოუწოდებდნენ უარი ეთქვათ დაბალანსებულ პოლიტიკაზე უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა: თურქეთში შესაძლოა გაზის ახალი ჰაბი შეიქმნას >>მალატიას პროვინციაში რამდენიმე ობიექტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ერთ-ერთ მხარესთან დიალოგზე უარის გამო თურქეთი აღმოჩნდებოდა იმ ევროპელი სახელმწიფოების სიტუაციაში, რომლებიც დღეს ენერგეტიკულ კრიზისს განიცდიან.მისი თქმით, „თურქეთი გაზის მსხვილი ჰაბი ხდება, რომელზეც იმედებს ამყარებენ (უცხოეთში)“.
თურქეთი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/04/268157454_97:0:1520:1067_1920x0_80_0_0_1752c12f213e4651963c7f54c7f7629b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , რუსეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , რუსეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
ერდოღანი: თურქეთი გაზის ჰაბი ხდება
17:33 23.10.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ანკარის მხრიდან უკრაინის მიმართ დაბალანსებულმა პოლიტიკამ მთელს მსოფლიოში მოწონება დაიმსახურა, მიაჩნია თურქეთის პრეზიდენტს
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთი გაზის მსხვილი ჰაბი ხდება, რომლის იმედიც საზღვარგარეთის ქვეყნებს აქვთ, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.
მანამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია გაზის ტრანზიტის გადამისამართება „ჩრდილოეთის ნაკადიდან“ შავი ზღვის რეგიონსა და თურქეთში. რუსეთის ლიდერმა ეს იდეა თურქეთის პრეზიდენტთან მიმოიხილა. მათ გასცეს ბრძანება, დეტალურად და უმოკლეს ვადებში შემუშავდეს თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის შესაძლებლობა.
ერდოღანმა გააკრიტიკა ანკარის ოპონენტები, რომლებიც მოუწოდებდნენ უარი ეთქვათ დაბალანსებულ პოლიტიკაზე უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.
მალატიას პროვინციაში რამდენიმე ობიექტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ერთ-ერთ მხარესთან დიალოგზე უარის გამო თურქეთი აღმოჩნდებოდა იმ ევროპელი სახელმწიფოების სიტუაციაში, რომლებიც დღეს ენერგეტიკულ კრიზისს განიცდიან.
„თურქეთის დაბალანსებულმა პოლიტიკამ უკრაინის მიმართ მთელს მსოფლიოში მოწონება დაიმსახურა. ჩვენ რომ კრიტიკოსებს ავყოლოდით, დღეს ევროპელების მსგავსად მოგვიწევდა ფიქრი იმაზე, როგორ გადავიტანოთ კარს მომდგარი ზამთარი. მაგრამ ანკარამ სხვა გზა აირჩია და გაზთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“, - აღნიშნა ერდოღანმა, იუწყება Anadolu.
მისი თქმით, „თურქეთი გაზის მსხვილი ჰაბი ხდება, რომელზეც იმედებს ამყარებენ (უცხოეთში)“.