მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა: თურქეთში შესაძლოა გაზის ახალი ჰაბი შეიქმნას

© POOL / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პრეზიდენტი პუტინი თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს შეხვდა - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2022
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტი ერდოღანს თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის იდეის შესახებ ასტანაში გამართულ შეხვედრაზე ესაუბრა.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთისა და თურქეთის ლიდერებმა ვლადიმირ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასცეს ბრძანება, დეტალურად და უმოკლეს ვადებში შემუშავდეს თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის შესაძლებლობა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს ხუთშაბათს ასტანაში შეხვდნენ, სადაც ამ დღეებში დსთ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი იმართება. შეხვედრა თითქმის საათ-ნახევარი გაგრძელდა. როგორც პესკოვმა აღნიშნა, პრეზიდენტები „პირისპირ საკმაოდ დიდხანს საუბრობდნენ".

„პრეზიდენტებმა დასახეს ამოცანა, რომ ამ საკითხზე (თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის შესახებ) მუშაობა დეტალურად და ძალიან სწრაფად მოხდეს“, – ციტირებს სააგენტო „რია ნოვოსტი“ პესკოვის სიტყვებს.

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ 2022 წლის „რუსეთის ენერგეტიკის კვირეულის“ წინა დღეს გაიმართა კონსულტაციები თურქეთის ენერგეტიკის მინისტრთან ფატიჰ დონმეზთან და კომპანია Botas-ის ხელმძღვანელობასთან, მოლაპარაკების შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება „გაზპრომთან“.
„მე ეს საჯაროდ ვთქვი: თუ არის თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩვენი პოტენციური მყიდველების ინტერესი, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ სხვა გაზსადენის სისტემის აშენების შესაძლებლობა და თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა სხვა, მესამე ქვეყნებში გასაყიდად. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნებში“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი გაზის ჰაბის შექმნა შესაძლებელს გახდის ენერგომატარებლებზე ფასების მშვიდ რეგულირებას – „ყოველგვარი პოლიტიკური ელფერის გარეშე“.
მანამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია გაზის ტრანზიტის გადამისამართება „ჩრდილოეთის ნაკადიდან“ შავი ზღვის რეგიონსა და თურქეთში.
ყველა ახალი ამბავი
0