დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 ოქტომბერი

© Pixabay / GLadyშემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე
შემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 23 ოქტომბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
შესანიშნავი დღეა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობებისთვის, სეირნობისთვის სუფთა ჰაერზე, მაგრამ არახელსაყრელი – აქტიური, ექსტრემალური სპორტული სახეობებისთვის. სიმშვიდის, მოდუნების, ჭეშმარიტი ფასეულობების დროა. გამოიყენეთ ის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობების გამტკიცებისთვის. დრო დაუთმეთ ბავშვებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ოქტომბერი>>
ვერძი: დღეს სერიოზული ეჭვები შეგაწუხებთ, რაც ხელს შეგიშლით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. თუ ვინმეს მოეჩვენება, რომ ზედმეტად მერყევი ხართ – სულ ტყუილად. უბრალოდ, თითოეულ ნაბიჯს ზომავთ, ითვალისწინებთ ყველაფერს. სამაგიეროდ, როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეჭვის ნატამალიც არ დარჩება თქვენში. ნებისმიერი მცდელობა სხვების მხრიდან, რომ გზას გადაუხვიოთ, კრახით დამთავრდება.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2018
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ
კურო: დღეს ზედმეტად ჯიუტი ხართ, ნებისმიერ წვრილმანშიც კი ამჟღავნებთ ამას. თქვენთან კამათში გამარჯვებასა და თქვენი სიჯიუტის დაძლევას ვერავინ შეძლებს. და პრინციპში, ეს არცაა საჭირო. ერთ–ორ დღეში ამის მიზეზი თავადაც წვრილმანად და სასაცილოდ მოგეჩვენებათ. თუმცა, ამის გამო შეიძლება სრულიად იოლად და დამსახურებულად მოგეწებოთ შარიანის, უაზრო მოკამათის იარლიყი.
ტყუპი: ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდება სურვილი, რომ გარშემომყოფების თვალში განამტკიცოთ და გააუმჯობესოთ საკუთარი იმიჯი. ნამდვილად გექნებათ შანსი, რომ საკუთარ თავს უკეთესი რეკომენდაცია გაუწიოთ ხელმძღვანელობის თვალში. ასევე გექნებათ შესაძლებლობა, მომგებიანად წარმოაჩინოთ თავი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.
კირჩხიბი: დღეს თქვენში მშობლის ინსტინქტები გამძაფრდება. აქედან გამომდინარე, არაერთხელ გეწვევათ აზრი გვარის გაგრძელებისა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გამტკიცების შესახებ. გაქვთ შანსი, რომ ეს კავშირი ახალ დონეზე გადაიყვანოთ – მიიღოთ გადაწყვეტილება ოჯახის შექმნის ან ბავშვის ყოლის თაობაზე. სხვა შემთხვევაში, საკუთარ თავს რომ ასიამოვნოთ, შეგიძლიათ სახლში ფისუნია ან ლეკვი მიიყვანოთ.
პლანეტების აღლუმი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2022
კვირის თითოეული დღე - წარმატებების 7 საიდუმლო ვედური ასტროლოგიის მიხედვით
ლომი: დღეს მხოლოდ სპორტული ინტერესის გამო შეგიძლიათ უმტკიცოთ გარშემომყოფებს, რომ თქვენი ესა თუ ის მოსაზრება სწორია, და თქვენთან კამათი სრული უაზრობაა იმის გათვალისწინებით, რომ სადღაც ნახევარ საათში სრულიად საპირისპიროს მტკიცება შეიძლება დაიწყოთ. სჯობს, ეს დღე ბავშვებთან ან მოზარდებთან ურთიერთობაში გაატაროთ – მათ შეუძლიათ, პირდაღებულებმა თქვენს მსჯელობებს უსმინონ.
ქალწული: დღეს ჯიუტად მიიწევთ მიზნისკენ, განსაკუთრებით, თუ ეს მიზანი ფულის დასტას ჰგავს. სჯობს, გარშემომყოფებიდან არავინ ეცადოს, რომ ჩანაფიქრზე უარი თქვათ – ამას წარუმატებელ ხუმრობად მიიღებთ. თუ დაიხევთ უკან, მხოლოდ იმისთვის, რომ მიზანთან სხვა მხრიდან მიხვიდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში დღეს დიდი შანსი გაქვთ, რომ საფუძვლიანად გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა.
სასწორი: დღეს „ტყავიდან ამოძვრებით“, რომ გარშემომყოფებს საკუთარი სიმართლე დაუმტკიცოთ. სხვა საკითხია – რაში გჭირდებათ ეს? განა არ სჯობს, რომ ეს ენერგია რეალურ მიზნებზე დახარჯოთ? და თუ მაინც რამის დამტკიცება გსურთ ირგვლივ მყოფებისთვის, აჯობებს, თუ საკუთარ განუმეორებლობას დაუმტკიცებთ და არა საკუთარ სიმართლეს. და არა ნებისმიერს, არამედ ხელმძღვანელს, რომელზეცაა დამოკიდებული თქვენი კარიერა და ხელფასი.
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოიყენეთ მთვარის ენერგეტიკა: მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში, დიეტა და როდის როგორ ვიკვებოთ
მორიელი: დღეს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ უჩვეულოდ მოქნილი და დიპლომატიური ხართ. გარედან ეს შეიძლება მოჩანდეს, როგორც დათმობა და საკუთარი პოზიციის დაცვის სურვილის არქონა. მაგრამ ეს ასე არაა. თუ დღეს სხვის მოსაზრებას ეთანხმებით, ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებთ, რომ ოპონენტი „თავიდან მოიშოროთ“. მოქცევით კი მხოლოდ ისე მოიქცევით, როგორც თავად გსურთ და საჭიროდ მიგაჩნიათ.
მშვილდოსანი: მთელი დღე შეიძლება უსასრულო და უზრო კამათსა და დისკუსიებზე დახარჯოთ. და ამას იმიტომ არ გააკეთებთ, რომ მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ვინმესთვის საკუთარი აზრების სისწორის დამტკიცება. უფრო იმიტომ, რომ, უბრალოდ, სპორტული ინტერესი გამოძრავებთ. აზარტული შემართებით დაამტკიცებთ ნებისმიერ უაზრობას, რომლის თავადაც არ გჯერათ ბოლომდე. აქედან გამომდინარე, დღეს თქვენთან კამათს არანაირი აზრი არ ექნება.
თხის რქა: დღეს ძალზე აქტიური და საქმიანი ხართ. ამასთან, საკუთარი აქტიურობა არასაკმარისი მოგეჩვენებათ, ამიტომ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ საქმიანობაში გარშემომყოფებიც ჩართოთ. მთავარია, ეს პირდაპირ არ გააკეთოთ, რათა ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა არ იეჭვონ, რომ მათ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ და უარი არ თქვან თქვენს დახმარებაზე.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2019
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: კარგი იქნება, თუ დღეს დროის დიდ ნაწილს ბავშვებთან ურთიერთობებში გაატარებთ. თუ საკუთარი არ გყავთ, არაუშავს – ამისთვის „გამოდგებიან“ პატარა დები, ძმები, ძმისშვილ–დისშვილები, ბიძაშვილები... და ბოლოს და ბოლოს, მეზობლის ბავშვები. თუნდაც ამ ურთიერთობებმა კონკრეტული სარგებელი არ მოგიტანოთ, ეს დიდი პოზიტიური ენერგიით აგავსებთ და განა ეს ცოტაა?
თევზები: დღეს თქვენში არა მხოლოდ დიდი სტრატეგი, არამედ დიდი ტაქტიკოსიც გაიღვიძებს. სჯობს, არავინ ეცადოს თქვენს გადარწმუნებას, რამე ჩანაფირზე უარის თქმას – მხოლოდ უსიამოვნებები ელოდება. რაც არ უნდა ჩაიფიქროთ, მის განხორციელებას ნებისმიერი ხერხით შეეცდებით. და სხვისი მხრიდან რამე სახის წინააღმდეგობა, მათი აზრების მოსმენა თქვენს გეგმებში ნამდვილად არ შედის.
ყველა ახალი ამბავი
0