https://sputnik-georgia.com/20221023/afetqeba-larizis-qucaze-policiam-erti-piri-daakava-271574664.html
აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე: პოლიციამ ერთი პირი დააკავა
აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე: პოლიციამ ერთი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 23.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-23T12:18+0400
2022-10-23T12:18+0400
2022-10-23T12:18+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_37dbd29831aac14c4fe3378204cf1fb2.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ლაღიძის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 35 წლის მამაკაცი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. მას გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.გამოძიების მიხედვით, ბრალდებულს გუშინ, 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა სამი პირი. სამივე მათგანს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.აფეთქება თბილისში: როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა >>პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_15068efa2546076e8b0da9fcd609a5b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თბილისი დღეს
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თბილისი დღეს
აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე: პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ლაღიძის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 35 წლის მამაკაცი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. მას გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულს გუშინ, 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა სამი პირი. სამივე მათგანს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.