საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზეა კონცენტრირებული - ირაკლი კობახიძე

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2022
გამოწერა
მმართველი პარტია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე თავის მიერ შემუშავებული გეგმით 1 ივლისიდან მუშაობს.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ 2023 წელს საქართველოს მიმართ სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

„ჩვენ კონცენტრირებულები ვართ 12 პუნქტის შესრულებაზე და იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის ოქტომბერში იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ „იმედიLIVE“-ის ეთერში.

მმართველი პარტია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე თავის მიერ შემუშავებული გეგმით 1 ივლისიდან მუშაობს და მას მხარს უჭერს მხოლოდ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილი სამუშაო ჯგუფების ფარგლებში.
ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი წინადადებები შეიმუშავა ალტერნატიულ ფორმატში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.
„ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები ჭანჭიკის როლში არიან – მათ ქმედებას რაიმე გადამწყვეტი როლის შესრულება არ შეუძლია საბოლოო ჯამში. მთავარია, ევროკავშირმა მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის", – განაცხადა კობახიძემ.
რა შემთხვევაშია შესაძლებელი დეპოლარიზაცია ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე>>
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე დათქმებით დათანხმდა, რომლებიც, ოპოზიციის აზრით, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ყველა რეკომენდაციას შეასრულებს. მან ასევე მიმართა იმ ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში მუშაობას ბოიკოტს უცხადებს, მიიღონ მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0