რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის რამდენი მოქალაქე იმყოფება საქართველოში?

© photo: Sputnik / Stringerტურისტები მთაწმინდაზე
ტურისტები მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2022
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში იმყოფება რუსეთის 122 ათასზე მეტი მოქალაქე, რომლებიც ქვეყანაში წლის დასაწყისიდან შემოვიდნენ.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე 2022 წლის 1 იანვრის შემდეგ შემოვიდნენ.
სამინისტრომ ეს მონაცემები წარმოადგინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძის მოთხოვნის საპასუხოდ.
უწყების მონაცემებით, 30 სექტემბრის მდგომარეობით, 2022 წლის 1 იანვრიდან შემოვიდა და საქართველოში დარჩა რუსეთის 112.733, უკრაინის 25.779 და ბელარუსის 13.151 მოქალაქე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის ცხრა თვეში რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს 780.339 ვიზიტი საქართველოში, უკრაინის მოქალაქეებმა – 127.721, ხოლო ბელარუსის – 108.858.
საქართველომ 9 თვეში ტურისტებზე ამ ქვეყნებიდან გამოიმუშავა 976,8 მლნ დოლარი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0