ღარიბაშვილი: საქართველო ერთგული რჩება ინტენსიური რეფორმების გაგრძელების იდეისადმი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ფორუმზე ინდოეთში
ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ფორუმზე ინდოეთში - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2022
გამოწერა
გარემოს მართვის სისტემის გასაძლიერებლად, საქართველომ გარემოსდაცვითი შეფასების სისტემები გააუმჯობესა და საზოგადოების მონაწილეობის უფრო ქმედითი მექანიზმები დანერგა ეკოლოგიურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის ადრეულ ეტაპზე, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 20 ოქტომბერი– Sputnik. საქართველო ერთგული რჩება ინტენსიური რეფორმების გაგრძელების იდეისადმი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს გარემოსა და ბიომრავალფეროვნების უკეთესი დაცვა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა ვიდეომიმართვისას გარემოს დაცვის საერთაშორისო ფორუმზე სახელწოდებით „მოძრაობა სიცოცხლის მისია – გარემოზე მორგებული ცხოვრების წესი“, რომელიც ინდოეთში გაიმართა.
„სიამაყით მსურს განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყანა ერთგული რჩება ინტენსიური რეფორმების გაგრძელების იდეისადმი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს გარემოსა და ბიომრავალფეროვნების უკეთესი დაცვა, მისი ეროვნული და საერთაშორისო მიზნები კლიმატის დაცვის სფეროში. მტკიცედ მჯერა, რომ ყველას ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ საერთო მიზანს და გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ის მიესალმება და სრულად უჭერს მხარს ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მიერ წამოწყებულ გლობალურ ინიციატივას, რომელიც, ღარიბაშვილის თქმით, ხელს უწყობს ეკოლოგიური თვალსაზრისით შეგნებული ცხოვრების წესის დამკვიდრებას, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდება ბუნებრივი რესურსების გონივრული და მიზანმიმართული გამოყენების პრინციპზე.
„ამ კუთხით უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად, ისევე როგორც ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, გარემოს მართვის სისტემის გასაძლიერებლად, საქართველომ გარემოსდაცვითი შეფასების სისტემები გააუმჯობესა და საზოგადოების მონაწილეობის უფრო ქმედითი მექანიზმები დანერგა ეკოლოგიურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის ადრეულ ეტაპზე.
უცხოელი და ქართველი სპეციალისტები შავი ზღვის მონიტორინგს ჩაატარებენ >>
გარდა ამისა, აღნიშნა ღარიბაშვილმა, ბოლო დროს მსხვილი რეფორმები განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად.
„საქართველო მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის მოიაზრება, სადაც ეროვნული პარკები ნამდვილად გახლავთ მაღალი დონის ეროვნული პრიორიტეტი, რაც გაწერილია კიდეც ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებსა და სტრატეგიებში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოს ეროვნული პარკების არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და დღესდღეობით ჩვენი ტერიტორიის თითქმის 12 პროცენტს მოიცავს, აღნიშნა პრემიერმა.
საქართველომ გერმანიისგან ეკოლოგიისთვის რამდენიმე მილიონიანი გრანტი მიიღო >>
„ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 40 პროცენტი დაფარულია ტყეებით. ამიტომ, ტყის ფონდის მდგრადი მართვა ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ძალისხმევას არ ვიშურებთ ტყის რესურსების მდგრადი მართვის განსახორციელებლად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა შრი ნარენდრა მოდიმ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა, არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა.
ყველა ახალი ამბავი
0