საქართველომ გერმანიისგან ეკოლოგიისთვის რამდენიმე მილიონიანი გრანტი მიიღო

© photo: press-service of the Ministry of Finance of Georgia / FBფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
გერმანიის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სახსრებით რაჭასა და შიდა ქართლში ორი ახალი ეროვნული პარკი შეიქმნება.

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. გარემოს დაცვის სფეროში პოლიტიკის გასაძლიერებლად გერმანიის მთავრობამ საქართველოს 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტი გამოუყო, იუწყება ფინანსთა სამინისტრო.

დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გრანტი განაწილდება დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და აჭარის სატყეო სააგენტოზე. თანხის ერთი ნაწილი მოხმარდება აჭარის სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას, მეორე ნაწილი – დაცული ტერიტორიების ხელშეწყობას, მათ შორის, რაჭასა და შიდა ქართლში ორი ახალი დაცული ტერიტორიის ჩამოყალიბებას. 

ნავთობი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
კახეთი ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა: ჭაბურღილიდან ნავთობი იღვრება

„საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საგრანტო ხელშეკრულებას „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორ ქვეყანას შორის განვითარების სფეროში მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში KfW ქვეყანას ეხმარება ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორებიცაა: გარემო და ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით ღირებულია ის დახმარება, რომელიც რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა საქართველოს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული პირების სოციალური დახმარების ანაზღაურებისთვის გამოუყო.

2020-2021 წლებში საქართველოს ამ მიმართულებით დახმარების სახით გამოეყო 200 მლნ ევრო, საიდანაც უკვე მიღებულია 185 მლნ ევრო.

ყველა ახალი ამბავი
0