კახეთი ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა: ჭაბურღილიდან ნავთობი იღვრება

© photo: Sputnik / Sergey Lesketნავთობი
ნავთობი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
ბექა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ნავთობი ვაშლოვანის ნაკრძალში ჩაედინება, რის გამოც მოსახლეობა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე ნაზარლების №2 გაჩერებული ჭაბურღილებიდან ნავთობი იღვრება, იუწყება „TV პირველი“.

როგორც საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, გარემოს დაბინძურებაზე პასუხისმგებელი კომპანია „ფრონტერაა“ (Frontera), რომელიც აქ არსებული ჭაბურღილებიდან ნავთობს უნდა მოიპოვებდეს, თუმცა სამუშაოები მიტოვებულია.

ნავთობმოპოვება - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
მარაგები ამოიწურა: ნავთობის ფასი შესაძლოა ბარელზე 74 დოლარამდე ავიდეს

„ამას, პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს. მთელი პრობლემა ისაა, რომ „ფრონტერას“ და სახელმწიფოს ერთმანეთში ვერ გაურკვევიათ ურთიერთობა. თუ „ფრონტერა“ არ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, სახელმწიფოს ყველანაირი ბერკეტი აქვს შევიდეს იქ და მოახდინოს ოპერირება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომპანია „ფრონტერაში“ აცხადებენ, რომ ნაზარლების მეორე ჭაბურღილი მათი პასუხისმგებლობის ქვეშ აღარ არის. ხოლო იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ოპერირებდნენ 20 წლის განმავლობაში, ნავთობის დაღვრა არ მომხდარა.

მათივე ინფორმაციით, თუ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას, კომპანია მზად არის დახმარება აღმოუჩინოს სახელმწიფოს.

დავა Frontera-სთან

კომპანიასა და ქვეყანას შორის დიდი ხანია დავა მიმდინარეობდა ნავთობის მოპოვებისას პროდუქციის წილობრივ გადანაწილებასთან დაკავშირებით კონტრაქტის თაობაზე. ქართულმა მხარემ რამდენიმე პირობა წამოაყენა, რომელთაგან მთავარი იყო იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელსაც „ფრონტერა" არ იყენებდა დაზვერვისა და ნავთობის მოპოვების მიზნით. ეს ტერიტორია სალიცენზიო ბლოკის დაახლოებით 99%-ს შეადგენს. ტერიტორია უნდა დაბრუნებულიყო ჯერ კიდევ 2017 წელს.

ნავთობის საქაჩი - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2020
Frontera საქართველოს ხელისუფლებას კვლავ სიცრუეში ადანაშაულებს

საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა. გაიმარჯვა საქართველომ, რომელსაც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" და „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ წარმოადგენდნენ. საქართველო კომპანიასთან თავდაპირველად კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდა.

თუმცაღა, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობა ზრუნავს თავის საინვესტიციო რეპუტაციაზე, Frontera-ს საშუალება მისცეს მუშაობა გააგრძელოს ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც სამუშაოები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში წარმოებდა. საუბარია საკონტრაქტო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგანაც საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით დანარჩენი 99% კომპანიამ სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

თავდაპირველად კომპანიის ხელმძღვანელობამ შეთავაზებულ პირობებზე უკმაყოფილება გამოთქვა და თავის პრობლემებში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა, აღნიშნა, რომ კომპანიის მიმართ ადგილი აქვს ცილისწამებასა და დეზინფორმაციას.

Frontera Resources Corporation – ამერიკული კომპანიაა, რომელიც გაზისა და ნავთობის საბადოების მოძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული. დაარსდა 1996 წელს. კომპანიის სტრატეგიაა პერსპექტივების ძიება ნახშირწყალბადების მოსაპოვებლად აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, რომლებიც შავი ზღვის აუზს განეკუთვნებიან. ამჟამად კომპანია მუშაობს საქართველოსა და მოლდოვაში. 

ყველა ახალი ამბავი
0