https://sputnik-georgia.com/20221018/dris-astroprognpozi-zodiaqos-nisnebistvis-18-oqtomberi-271392435.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 ოქტომბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 ოქტომბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 18.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-18T00:15+0400
2022-10-18T00:15+0400
2022-10-18T08:36+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23798/17/237981723_492:0:5392:2756_1920x0_80_0_0_2af832794628ad486e86961449eea1ed.jpg
დღეს 2022 წლის 18 ოქტომბერია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.რთული იქნება დიპლომატიურობის შენარჩუნება, ხოლო სხვისი მითითებების შესრულება - პრაქტიკულად, წარმოუდგენელი. კონფლიქტებს რომ აარიდოთ თავი, აჯობებს, თუ „თვალში არ მოეჩხირებით“ ხელმძღვანელობას ან ოჯახის იმ წევრებს, რომლებსაც თქვენთვის დავალების მოცემა შეუძლიათ.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 ოქტომბერი>>ვერძი: კარგი დღეა იმ ადამიანებთან დასალაპარაკებლად, რომლებთანაც ურთიერთობები ბოლო დროს გიჭირთ. დღეს საერთო ენის გამონახვას ადვილად შეძლებთ. მიხვდებით, როგორ გადაჭრათ ძველი პრობლემები და გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები. არ გადაიღალოთ.კურო: ეცადეთ, განსაკუთრებით დელიკატური იყოთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ. თავი შეიკავეთ კრიტიკისგან, ირონიული შენიშვნებისგან. არასასურველია ახლობლებთან ფინანსურ და ქონებრივ საკითხებზე მსჯელობა, რადგან ამან უთანხმოებები და კამათი შეიძლება გამოიწვიოს.ტყუპი: შესაფერისი დღეა რთულ საქმეებთან გასამკლავებლად. დაინახავთ შესაძლებლობებს, რომლებსაც აქამდე ვერ ამჩნევდით, მიხვდებით, როგორ მიაღწიოთ საჭირო მიზანს. საღამო შესანიშნავი დროა სასიყვარულო პაემნისთვის. განწყობა შესაშური გექნებათ და შეხვედრა დაუვიწყარი გახდება.კირჩხიბი: ყურადღება გაამახვილოთ მარტივ, ჩვეულ საქმეებზე, გადაწყვიტეთ პრაქტიკული ამოცანები. აქ სირთულეები მოსალოდნელი არ არის. საჭირო შედეგს მალე მიიღებთ. ეს განწყობას შესამჩნევად გაგიუმჯობესებთ, რასაც გარშემომყოფებიც იგრძნობენ. ბევრ ახალ ნაცნობს გაუჩნდება თქვენთან დაახლოების სურვილი.ლომი: დღის პირველ ნახევარში გაგიჭირდებათ თავის გაკონტროლება, განსაკუთრებით, თუ ახლობლებთან სერიოზულ საკითხზე გადაწყვეტთ დალაპარაკებას. მნიშვნელოვანია, რომ კამათი აიცილოთ თავიდან. მოგვიანებით კარგი დროა ისეთი საქმეების გასაკეთებლად, რომლებიც დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს.ქალწული: დღეს განსაკუთრებულად ადვილად გაუგებთ სხვა ადამიანებს, მიხვდებით, რა უდევთ მათ გულში. ეს პირად ურთიერთობებში დაგეხმარებათ. ბევრს გააკვირვებს თქვენი ტაქტი და დელიკატურობა. უკეთესობისკენ შეიცვლება დაძაბული ურთიერთობები. არ გადაიღალოთ – ეს დღე სერიოზული საქმეებისთვის შეუფერებელია.სასწორი: იზრუნეთ სხვებზე. ეს დღეს განსაკუთრებულად კარგად გამოგივათ და თან, სიხარულს მოგიტანთ. ადვილი იქნება ძველი კავშირების აღდგენა – ამისთვის მხოლოდ ინიციატივის გამოჩენა გჭირდებათ. კარგად გადაწყდება ფინანსური და ქონებრივი საკითხები, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ.მორიელი: გამალებული მუშაობა დაგჭირდებათ, მაგრამ ამას სიხარულით გააკეთებთ. გექნებათ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის შანსი. მათ გადასაჭრელად შეარჩევთ არა ყველაზე მარტივ, არამედ ყველაზე ეფექტურ ხერხს და საჭირო შედეგსაც მიიღებთ. თავს მშვიდად და თავისუფლად იგრძნობთ.მშვილდოსანი: გონივრულობა გჭირდებათ. არცთუ საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ ემოციებს აჰყვეთ და წამიერ სურვილებს მისდიოთ, ილაპარაკოთ ის, რაც თავში მოგივათ. მოერიდეთ უსიამოვნო თემებზე ლაპარაკს. თუ გონივრულად მოიქცევით, მომავალში არაერთხელ ეტყვით საკუთარ თავს მადლობას.თხის რქა: იფიქრეთ თქვენს მნიშვნელოვან მიზნებსა და მასშტაბურ გეგმებზე. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წვრილმანებზე არ „ჩაიციკლოთ“. ფინანსურ საკითხებს დღეს რამდენადმე ქარაფშუტულად ეკიდებით, ამიტომ არაფერი იყიდოთ. სიყვარულის სფეროში კი ძალიან გაგიმართლებთ.მერწყული: ბევრი საქმე გექნებათ ისეთი, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ საწუწუნო არაფერია, რადგან საინტერესო საქმიანობა გელოდებათ. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელიც მეგობრულ ან სასიყვარულო ურთიერთობებს დაუდებს სათავეს.თევზები: დაკვირვებული უნდა იყოთ და ყურადღება მიაქციოთ მცირე დეტალებს. შეამჩნევთ იმას, რაც სხვებმა ვერ დაინახეს. გაგიჩნდებათ შესანიშნავი იდეები. შესაძლებელია თანამშრომლობაზე შეთანხმება. არაა გამორიცხული თანხის მიღება. შეძლებთ დიდი ხნის ნანატრი ნივთის ყიდვას.
https://sputnik-georgia.com/20220919/zodiaqos-yvelaze-vnebiani-nisnebi-270554968.html
https://sputnik-georgia.com/20190117/astroreitingi-zodiaqos-yvelaze-keTili-niSnebi-243923451.html
https://sputnik-georgia.com/20220912/zodiaqo-urtiertobebi-270351707.html
https://sputnik-georgia.com/20191016/zodiaqos-niSnebi-romlebic-ramdenjerme-qorwindebian-246759145.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23798/17/237981723_1104:0:4779:2756_1920x0_80_0_0_51f69804b93aff0a57e55f61ef1bf1bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 ოქტომბერი
00:15 18.10.2022 (განახლებულია: 08:36 18.10.2022) გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2022 წლის 18 ოქტომბერია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
რთული იქნება დიპლომატიურობის შენარჩუნება, ხოლო სხვისი მითითებების შესრულება - პრაქტიკულად, წარმოუდგენელი. კონფლიქტებს რომ აარიდოთ თავი, აჯობებს, თუ „თვალში არ მოეჩხირებით“ ხელმძღვანელობას ან ოჯახის იმ წევრებს, რომლებსაც თქვენთვის დავალების მოცემა შეუძლიათ.
ვერძი: კარგი დღეა იმ ადამიანებთან დასალაპარაკებლად, რომლებთანაც ურთიერთობები ბოლო დროს გიჭირთ. დღეს საერთო ენის გამონახვას ადვილად შეძლებთ. მიხვდებით, როგორ გადაჭრათ ძველი პრობლემები და გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები. არ გადაიღალოთ.
19 სექტემბერი 2022, 17:00
კურო: ეცადეთ, განსაკუთრებით დელიკატური იყოთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ. თავი შეიკავეთ კრიტიკისგან, ირონიული შენიშვნებისგან. არასასურველია ახლობლებთან ფინანსურ და ქონებრივ საკითხებზე მსჯელობა, რადგან ამან უთანხმოებები და კამათი შეიძლება გამოიწვიოს.
ტყუპი: შესაფერისი დღეა რთულ საქმეებთან გასამკლავებლად. დაინახავთ შესაძლებლობებს, რომლებსაც აქამდე ვერ ამჩნევდით, მიხვდებით, როგორ მიაღწიოთ საჭირო მიზანს. საღამო შესანიშნავი დროა სასიყვარულო პაემნისთვის. განწყობა შესაშური გექნებათ და შეხვედრა დაუვიწყარი გახდება.
კირჩხიბი: ყურადღება გაამახვილოთ მარტივ, ჩვეულ საქმეებზე, გადაწყვიტეთ პრაქტიკული ამოცანები. აქ სირთულეები მოსალოდნელი არ არის. საჭირო შედეგს მალე მიიღებთ. ეს განწყობას შესამჩნევად გაგიუმჯობესებთ, რასაც გარშემომყოფებიც იგრძნობენ. ბევრ ახალ ნაცნობს გაუჩნდება თქვენთან დაახლოების სურვილი.
ლომი: დღის პირველ ნახევარში გაგიჭირდებათ თავის გაკონტროლება, განსაკუთრებით, თუ ახლობლებთან სერიოზულ საკითხზე გადაწყვეტთ დალაპარაკებას. მნიშვნელოვანია, რომ კამათი აიცილოთ თავიდან. მოგვიანებით კარგი დროა ისეთი საქმეების გასაკეთებლად, რომლებიც დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს.
ქალწული: დღეს განსაკუთრებულად ადვილად გაუგებთ სხვა ადამიანებს, მიხვდებით, რა უდევთ მათ გულში. ეს პირად ურთიერთობებში დაგეხმარებათ. ბევრს გააკვირვებს თქვენი ტაქტი და დელიკატურობა. უკეთესობისკენ შეიცვლება დაძაბული ურთიერთობები. არ გადაიღალოთ – ეს დღე სერიოზული საქმეებისთვის შეუფერებელია.
სასწორი: იზრუნეთ სხვებზე. ეს დღეს განსაკუთრებულად კარგად გამოგივათ და თან, სიხარულს მოგიტანთ. ადვილი იქნება ძველი კავშირების აღდგენა – ამისთვის მხოლოდ ინიციატივის გამოჩენა გჭირდებათ. კარგად გადაწყდება ფინანსური და ქონებრივი საკითხები, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ.
12 სექტემბერი 2022, 16:23
მორიელი: გამალებული მუშაობა დაგჭირდებათ, მაგრამ ამას სიხარულით გააკეთებთ. გექნებათ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის შანსი. მათ გადასაჭრელად შეარჩევთ არა ყველაზე მარტივ, არამედ ყველაზე ეფექტურ ხერხს და საჭირო შედეგსაც მიიღებთ. თავს მშვიდად და თავისუფლად იგრძნობთ.
მშვილდოსანი: გონივრულობა გჭირდებათ. არცთუ საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ ემოციებს აჰყვეთ და წამიერ სურვილებს მისდიოთ, ილაპარაკოთ ის, რაც თავში მოგივათ. მოერიდეთ უსიამოვნო თემებზე ლაპარაკს. თუ გონივრულად მოიქცევით, მომავალში არაერთხელ ეტყვით საკუთარ თავს მადლობას.
თხის რქა: იფიქრეთ თქვენს მნიშვნელოვან მიზნებსა და მასშტაბურ გეგმებზე. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წვრილმანებზე არ „ჩაიციკლოთ“. ფინანსურ საკითხებს დღეს რამდენადმე ქარაფშუტულად ეკიდებით, ამიტომ არაფერი იყიდოთ. სიყვარულის სფეროში კი ძალიან გაგიმართლებთ.
მერწყული: ბევრი საქმე გექნებათ ისეთი, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ საწუწუნო არაფერია, რადგან საინტერესო საქმიანობა გელოდებათ. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელიც მეგობრულ ან სასიყვარულო ურთიერთობებს დაუდებს სათავეს.
თევზები: დაკვირვებული უნდა იყოთ და ყურადღება მიაქციოთ მცირე დეტალებს. შეამჩნევთ იმას, რაც სხვებმა ვერ დაინახეს. გაგიჩნდებათ შესანიშნავი იდეები. შესაძლებელია თანამშრომლობაზე შეთანხმება. არაა გამორიცხული თანხის მიღება. შეძლებთ დიდი ხნის ნანატრი ნივთის ყიდვას.