https://sputnik-georgia.com/20221017/batumis-sakrebulosi-nacmozraobis-fraqciis-tavmjdomarem-tanamdeboba-datova-271409672.html
ბათუმის საკრებულოში „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
ბათუმის საკრებულოში „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
Sputnik საქართველო
მასმედიის ინფორმაციით, დეპუტატმა ქვეყანა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დატოვა – ოპოზიციონერი აშშ-ში გაემგზავრა. 17.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-17T20:48+0400
2022-10-17T20:48+0400
2022-10-17T22:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ბათუმი
აჭარა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1a/262393476_0:216:2304:1512_1920x0_80_0_0_c1ffc59fd67440478ed8af58968da4e5.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლაშა კილაბერიამ თანამდებობა დატოვა.კილაბერიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ მისი თანაგუნდელები, მაგრამ აღნიშნავენ, რომ მას პარტიის რიგები არ დაუტოვებია.ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა კილაბერიას შემდეგ ნოდარ დუმბაძემ დაიკავა.„ლაშა კილაბერიამ რამდენიმე დღის უკან განაცხადა, რომ ტოვებდა აღნიშნულ თანამდებობას. არც საკრებულოდან წასულა, არ პარტიიდან. მხოლოდ დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ჩვენთან განმარტა, რომ ქვეყნიდან წასვლას აპირებს“, – განაცხადა დუმბაძემ.მასმედიის ინფორმაციით, დეპუტატმა ქვეყანა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დატოვა – ოპოზიციონერი აშშ-ში გაემგზავრა.ბათუმის საკრებულოში 35 მანდატიდან ამჟამად 17 ოპოზიციას აქვს, აქედან 14 მანდატი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, 2 – პარტიას „საქართველოსთვის“, ხოლო ერთი – „ლელოს საქართველოსთვის“. საკრებულოს ჰყავს ასევე ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელიც აირჩიეს პარტიიდან „საქართველოსთვის“, მაგრამ მან პარტია მალევე დატოვა.ასევე 17 მანდატი აქვს საკრებულოში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“.
საქართველო
ბათუმი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1a/262393476_0:0:2304:1728_1920x0_80_0_0_81d8ca982df927f2635171147a991d8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბათუმი , აჭარა , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბათუმი , აჭარა , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ბათუმის საკრებულოში „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
20:48 17.10.2022 (განახლებულია: 22:42 17.10.2022) მასმედიის ინფორმაციით, დეპუტატმა ქვეყანა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დატოვა – ოპოზიციონერი აშშ-ში გაემგზავრა.
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლაშა კილაბერიამ თანამდებობა დატოვა.
კილაბერიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ მისი თანაგუნდელები, მაგრამ აღნიშნავენ, რომ მას პარტიის რიგები არ დაუტოვებია.
ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა კილაბერიას შემდეგ ნოდარ დუმბაძემ დაიკავა.
„ლაშა კილაბერიამ რამდენიმე დღის უკან განაცხადა, რომ ტოვებდა აღნიშნულ თანამდებობას. არც საკრებულოდან წასულა, არ პარტიიდან. მხოლოდ დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ჩვენთან განმარტა, რომ ქვეყნიდან წასვლას აპირებს“, – განაცხადა დუმბაძემ.
მასმედიის ინფორმაციით, დეპუტატმა ქვეყანა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დატოვა – ოპოზიციონერი აშშ-ში გაემგზავრა.
ბათუმის საკრებულოში 35 მანდატიდან ამჟამად 17 ოპოზიციას აქვს, აქედან 14 მანდატი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, 2 – პარტიას „საქართველოსთვის“, ხოლო ერთი – „ლელოს საქართველოსთვის“. საკრებულოს ჰყავს ასევე ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელიც აირჩიეს პარტიიდან „საქართველოსთვის“, მაგრამ მან პარტია მალევე დატოვა.
ასევე 17 მანდატი აქვს საკრებულოში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“.