დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 ოქტომბერი

© Pixabay / geraltგზა მარადისობისკენ
გზა მარადისობისკენ - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 16 ოქტომბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
გექნებათ შანსი, რომ სასურველს მიაღწიოთ – დროა, განახორციელოთ ის, რაც დიდი ხანია, დაგეგმილი გაქვთ, მაგრამ ნაბიჯების გადადგმას ვერ ბედავდით. ხართ ნებისყოფიანი, შეგიძლიათ საკუთარი ინტერესების მშვიდად დაცვა, ამიტომ შესანიშნავი დღეა მოლაპარაკებების, განხილვებისა და ახალი პროექტების პრეზენტაციისთვის. ადვილად გამოგივათ საქმეები, რომლებიც კონკრეტიკას, დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 ოქტომბერი>>
ვერძი: დღეს ნებისმიერი უთანხმოების მოგვარება შეგიძლიათ. თუნდაც თქვენ ირგვლივ გამძვინვარებული ჩხუბი იყოს, შეძლებთ ფხიზელი გონების შენარჩუნებას და დაპირისპირებული მხარეების დაშოშმინებას არგუმენტებით. თუ ჩხუბი არ იქნება, ადამიანები მაინც მოგმართავენ რჩევებისთვის. გამოიყენეთ თქვენი დიპლომატიური ნიჭი იმისთვის, რომ აწარმოოთ მოლაპარაკებები, მიიღოთ საჭირო ადამიანების დახმარების გარანტია.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
კურო: დღეს ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებათ ორგანიზებულად მოქმედება. სიტყვა „საჭიროა“ თქვენში „ალერგიას“ გამოიწვევს. თუ საქმე არ გაინტერესებთ, მას, სავარაუდოდ, გადადებთ და თუ მაინც მოგიწიათ მისი გაკეთება, მაშინ არის დიდი ალბათობა, რომ უამრავი შეცდომა დაუშვათ. გამოსავალი ორია: გააკეთოთ ის, რაც გაინტერესებთ, ან რასაც აკეთებთ, იმ საქმით დაინტერესდეთ.
ტყუპი: დღეს იგრძნობთ, რომ გაქვთ სურვილი, რამე სისტემის ნაწილი გახდეთ, მაგალითად, კოლექტივის, ჩააბაროთ ინსტიტუტში, შეიცვალოთ სამუშაო ადგილი ან სულაც– დაქორწინდეთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეიძლება დაფიქრდეთ თქვენს ადგილზე ცხოვრებაში და დაიწყოთ მოქმედება. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ მისწრაფებას, გაქვთ ყველანაირი შანსი, რომ წინ წაიწიოთ სოციალურ ან კარიერულ კიბეზე და ახალ წარმატებებს მიაღწიოთ.
კირჩხიბი: დღეს შეიძლება რთული ამოცანის წინაშე დადგეთ ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ გადაწყვეტთ მას. შესაძლოა, სწორედ დღეს მოგიწიოთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რომელიმე საკითხში, ან ნაბიჯის გადადგმა, რომელიც თქვენს ცხოვრებას ახალ მიმართულებას მისცემს. აქედან გამომდინარე, თქვენი გადაწყვეტილება კარგად მოფიქრებული უნდა იყოს, რადგან მისი შედეგები კიდევ დიდხანს შეგახსენებთ თავს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2018
სარძლოების საყურადღებოდ: ერიდეთ სადედამთილოს, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანია...
ლომი: დღეს ბევრი მოულოდნელობა გელოდებათ, რაც კალაპოტიდან ამოგაგდებთ. თუ ემოციებს აჰყვებით, უფრო ძლიერად დაძაბავთ სიტუაციას. ბუზღუნითა და უკმაყოფილების გამოთქმით პრობლემას ვერ მოაგვარებთ. საუკეთესო გამოსავალია მოდუნდეთ და ბედს მიენდოთ. თუ დინებას მიჰყვებით, უფრო მეტს მოიგებთ, ვიდრე ფუჭი წინააღმდეგობის გაწევით.
ქალწული: დღეს ცვლილებების სიო დაუბერავს – ესაა საინტერესო სიახლეების, მოვლენების ან გეგმების დრო, რაც თქვენს ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს. შესაძლებელია შეხვედრა დიდი ხნის უნახავ ადამიანთან, მარტოხელები შეიძლება შეხვდეთ პიროვნებას, რომელთანაც შემდეგ რომანტიკული ურთიერთობები განვითარდება. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახლში არ ისხდებით და მზად იქნებით სიახლეებისთვის.
სასწორი: დღეს მიზანსწრაფული, გონებამოკრებილი ხართ, განწყობა კი საქმიანი გაქვთ. ნებისმიერ სფეროში პრაქტიკული და ამბიციური მეთოდებით იხელმძღვანელებთ. ამგვარი განწყობით ყველა საკითხში ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. ერთადერთი, რაც დღეს არ ღირს, ეს შემოქმედებითი საქმიანობაა. ეს არაა საუკეთესო დღე იმისთვის, რომ ჩვეულ ჩარჩოებს გასცდეთ და ექსპერიმენტები ჩაატაროთ.
კაირო - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2018
ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად
მორიელი: ურთიერთობებში ძალიან ფრთხილი უნდა იყოთ – არაა გამორიცხული გაუგებრობები და კონფლიქტები. გამოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც მოინდომებენ თქვენს გაკრიტიკებას, უკმაყოფილების გამოთქმას, ან უბრალოდ რამეზე გამოდევნებას. თუ არ გინდათ ჩხუბი და წყენა, ყველაზე სწორი ტაქტიკა დიპლომატიურობა და კონფლიქტის ჩანასახშივე ჩახშობა იქნება.
მშვილდოსანი: ყველანაირი შანსი გაქვთ, რომ თავი გარემოებების ბატონ–პატრონად იგრძნოთ. გააკონტროლებთ სიტუაციას, რაც დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. მაგრამ არის ერთი მომენტი – იქნებით ხისტი და მოუთმენელი, არ მოუსმენთ სხვის მოსაზრებებს და დაუფიქრებლად კონფლიქტზეც შეიძლება წახვიდეთ. თუ ამას გაითვალისწინებთ, დაპირისპირებებს აირიდებთ თავიდან.
თხის რქა: შესაძლოა, შინაგანი სისუსტე და მერყეობა იგრძნოთ, თანაც, არა მხოლოდ უბრალო საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, რა კერძი მიირთვათ, რა ჩაიცვათ, არამედ საპასუხისმგებლო საქმეებში და გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს თქვენში ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებს დაბადებს. თავს ან ძალა დაატანეთ და ეჭვებს გაუმკლავდით, ან ყველა საკამათო საკითხზე რჩევა იკითხეთ. რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტი ჯობია.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის
მერწყული: დღეს ინტუიციას არ უნდა ენდოთ. სამწუხაროდ, ძალიან დიდი შანსია, რომ შინაგანმა ხმამ დაგაღალატოთ, მისი კარნახით მოქმედებამ კი სულ სხვაგან მიგიყვანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ მიჰყვეთ ინტუიციას, არ გჯეროდეთ იღბლის, გამართლების. მხოლოდ ლოგიკის იმედი უნდა გქონდეთ. ყველაფერში საფუძვლიანად უნდა გაერკვეთ, გააკეთოთ მხოლოდ გონებაზე დაყრდენობით დასკვნები და შესაბამისად იმოქმედოთ.
თევზები: ვარსკვლავები გირჩევენ, დაისვენოთ, გამოეთიშოთ ორომტრიალს და საკუთარ თავს მიხედოთ. საქმეებს სათანადოდ მაინც ვერ მიხედავთ, ასე რომ, გაინებრივეთ თავი და გააკეთეთ ის, რაც ძალიან გინდათ. ეს იქნება თქვენი შანსი, რომ მიიღოთ ახალი შთაბეჭდილებები, დაიმუხტოთ პოზიტივით, შეივსოთ ახალი ძალებით. იყავით ცოტა ეგოისტი და დახარჯეთ ცოტა მეტი თანხა საკუთარი თავისთვის – ეს დღის მთავარი რჩევაა.
ყველა ახალი ამბავი
0