დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 ოქტომბერი

© Pixabay / Vladimir163rusლიანდაგი
ლიანდაგი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 15 ოქტომბერია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
დღეს ირგვლივ მყოფების სიმშვიდის ნდობა არ შეიძლება. სტიქიური ძალა ადამიანებს მოულოდნელი საქციელისკენ უბიძგებს. მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლა, სხვადასხვა სახის სიურპრიზები. ინტუიციას მოუსმინეთ – ის სასიკეთო მინიშნებებს მოგცემთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 ოქტომბერი>>
ვერძი: დასვენება რომც გინდოდეთ, ამის შესაძლებლობას ვითარება არ მოგცემთ. მოვლენები ისე განვითარდება, რომ თქვენი აქტიური ჩართვა გახდება საჭირო. მეტი რა გზაა, მოგიწევთ ამ რიტმზე აყოლა, მაგრამ სანანებელი არ გაგიხდებათ: გაჩნდება შესაძლებლობები, რომლებსაც გამოიყენებთ, თუ მოვლენების სრულუფლებიანი მონაწილე იქნებით.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
ვინ შეხვდება თავის სიყვარულს 2022 წლის ბოლომდე - ზოდიაქოს ხუთი ნიშანი
კურო: დღეს თქვენს ფინანსურ სფეროზე შეიძლება იმოქმედოს ბედის სიურპრიზებმა ან განწყობის ცვლამ– შეიძლება მიიღოთ მოულოდნელი მოგება, ან აღმოაჩინოთ ფულის გამომუშავების უჩვეულო ხერხი. ასევე არაა გამორიცხული, დიდი თანხის დახარჯვის სურვილი გაგიჩნდეთ. ასე რომ, დღეს მოულოდნელობებისთვის უნდა მოემზადოთ.
ტყუპი: დღეს გექნებათ შფოთვის შეგრძნება და ამის გამო ხანდახან გარშემომყოფებზე იყრით ჯავრს. ასევე ამან შეიძლება გიბიძგოთ სხვა მოულოდნელი ქცევებისკენ, მათ შორის, სასიყვარულო ასპარეზზე. მოკლედ, დღეს ერთ ადგილზე ვერ მოისვენებთ, როგორც არ უნდა უმტკიცებდეთ საკუთარ თავსა და ირგვლივ მყოფებს, რომ ყველაფერი პირიქითაა.
კირჩხიბი: მიჰყევით დინებას, მიეცით ნება ცხოვრებას, არჩევანი თქვენ მაგივრად გააკეთოს. ზოგიერთმა მოვლენამ შეიძლება გაგაკვირვოთ, იმდენად არ ჩაჯდება ის თქვენს ყოველდღიურ ყოფაში. კარგი იქნება დამკვირვებლის როლში ყოფნა – ბევრ რამეს სხვა კუთხით შეხედავთ და დაინახავთ ბედისწერის მინიშნებებს იქ, სადაც ადრე ამას მშვიდად ჩაუვლიდით გვერდს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2018
ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა
ლომი: დღეს ბედი სიურპრიზებს გთავაზობთ, თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტები შეიძლება გაიხსნას. შესაძლოა, გადაწყვეტილებების უსწრაფესი მიღება გახდეს საჭირო, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. არ მოწყდეთ რეალობას, მოვლენებს თვალყური ადევნეთ. აჯობებს, თავად გადაწყვიტოთ, გამოიყენოთ თუ არა მოცემული შანსი, ვიდრე შემდეგ თავს უსაყვედუროთ, რომ ეს შესაძლებლობა ვერც კი შეამჩინეთ.
ქალწული: დღეს ძალზე ორგანიზებული ხართ. ირგვლივ მყოფების მხრიდან ხშირად იქნება მცდელობა, რომ საქმეს მოსწყდეთ. მაგრამ მათი მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის – ხართ მტკიცედ განწყობილი, რომ ნებისმიერი საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. და თუ შეძლებენ ისინი თქვენი ყურადღების სხვა რამეზე გადატანას, ფრთხილად უნდა იყვნენ – თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა, შესაძლოა, ძვირი დაუჯდეთ.
სასწორი: დღეს შესაძლოა, ვინმეზე მოსაზრება შეიცვალოთ. ეს ადამიანი თქვენ თვითონაც შეიძლება აღმოჩნდეთ. ირგვლივ მყოფებიდან ვინმემ შეიძლება უჩვეულო საქციელით გაგაკვირვოთ: უძუნწესი ხელგაშლილი გახდეს, ვისგანაც საერთოდ არ ელოდებით, ჭკვიანური აზრი გამოთქვას... გამონაკლისი არც თქვენ იქნებით – თქვენც შეიძლება გააკვირვოთ გარშემომყოფები ხასიათის ახალი შტრიხებით.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2017
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი
მორიელი: ეს დღე მრავალ სიურპრიზს გიმზადებთ: მოვლენები განვითარდება სრულიად მოულოდნელად, არა ისე, როგორც ვარაუდობდით. ეს გაიძულებთ, რომ გადაწყვეტილებები „გზადაგზა“ მიიღოთ. მოულოდნელი ცნობა, საქმეები, ახალი ნაცნობობა – ნებისმიერ მოვლენას შეუძლია თქვენს ბედზე ზეგავლენის მოხდენა. ეს უნდა გახსოვდეთ, რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ.
მშვილდოსანი: ინტუიცია დღეს სწრაფად ცვლად გარემოში ორიენტირებაში დაგეხმარებათ. საინტერესო დღე გელოდებათ. ბედი არაპროგნოზირებად საჩუქრებს გიმზადებთ. დღე რომ მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოთ, ამაში პოზიტიური განწყობა, ცნობისმოყვარეობა და მცირეოდენი ავანტიურული ნაპერწკალი დაგეხმარებათ, და ეს რომანტიკულ სფეროსაც ეხება – არაა გამორიცხული, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს გულს ააძგერებს.
თხის რქა: დღეს იუმორის გრძნობა დაგაღალატებთ, განსაკუთრებით, თუ ეს თქვენ გეხებათ. მთელი დღის განმავლობაში შეიძლება დაგიგროვდეთ გაღიზიანება, რომელსაც დიდი სიამოვნებით გადმოანთხევთ ნებისმიერზე, რომელიც გახუმრებას და რამეზე შეწინააღმდეგებას გაბედავს. პროვოცირება რომ არ მოხდეს, სჯობს, მთელი თავით გადაეშვათ საქმიანობაში – აქ სერიოზულობა მხოლოდ წაგადგებათ
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: თუნდაც თქვენს გეგმებში არ შედიოდეს საკუთარი უპირატესობების დამტკიცება, დღეს საკუთარი თავის მომგებიანად წარმოჩენის შესაძლებლობას თვითონ სიტუაცია მოგცემთ– გექნებათ შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ვინმეზე გაიმარჯვოთ და თან – არაერთხელ. ეს შეიძლება ეხებოდეს სამუშაოს, სწავლას, მეგობრობას, რომანტიკულ ურთიერთობებს – ნებისმიერ სფეროს.
თევზები: დღის უდიდესი ნაწილი თქვენი საქმიანი აქტიურობა თითქმის ნულის ტოლი იქნება, სამაგიეროდ, დიდი სიამოვნებით გაატარებთ დროს ახლობლებთან, შესაძლოა, მეგობრული შეხვედრის ინიციატორიც იყოთ. აქტიური დასვენების პერსპექტივამ კი შეიძლება საშინელ განწყობაზე დაგაყენოთ. დღეს ყველაზე მეტად გსურთ დასვენება, სიმყუდროვე და კომფორტი.
ყველა ახალი ამბავი
0