https://sputnik-georgia.com/20221009/manqanis-registracia-izrdeba-iniciativa-parlaments-waredgina-271177165.html
ავტომობილის რეგისტრაცია ძვირდება: საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს წარედგინა
ავტომობილის რეგისტრაცია ძვირდება: საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს წარედგინა
Sputnik საქართველო
ცვლილებების მიღების შემთხვევაში კანონი 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 09.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-09T14:39+0400
2022-10-09T14:39+0400
2022-10-09T14:39+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269807548_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_47dfe6c137723423a39ec615ce914567.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცალკეული სერვისების ღირებულების გაზრდას, ქვეყნის პარლამენტს 10 ოქტომბერს წარედგინება.ცვლილებების თანახმად, რიგი მომსახურების ღირებულება იზრდება. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 100 ლარით, ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა კი 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი იქნება. დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა ასევე 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი ეღირება.მთავრობის განმარტებით, მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურის კორექტირებით სააგენტოს შემოსავალი 40 მილიონ ლარამდე გაიზრდება. შესაბამისად, გაზრდილი დაფინანსების ხარჯზე შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის რესურსის ზრდა – მისთვის კანონმდებლობითდაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად.„კანონპროექტის მიღება აუცილებელია მომსახურების სააგენტოს საქმიანობის დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისთვის, აგრეთვე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.როგორც კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, ავტომობილების რაოდენობის ზრდა საპატრულო პოლიციის დატვირთულობაზზე აისახება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269807548_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_79b28144ecd55d52b890827d1e5f6e4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება
ავტომობილის რეგისტრაცია ძვირდება: საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს წარედგინა
ცვლილებების მიღების შემთხვევაში კანონი 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცალკეული სერვისების ღირებულების გაზრდას, ქვეყნის პარლამენტს 10 ოქტომბერს წარედგინება.
ცვლილებების თანახმად, რიგი მომსახურების ღირებულება იზრდება. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 100 ლარით, ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა კი 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი იქნება. დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა ასევე 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი ეღირება.
მთავრობის განმარტებით, მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურის კორექტირებით სააგენტოს შემოსავალი 40 მილიონ ლარამდე გაიზრდება. შესაბამისად, გაზრდილი დაფინანსების ხარჯზე შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის რესურსის ზრდა – მისთვის კანონმდებლობითდაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად.
„კანონპროექტის მიღება აუცილებელია მომსახურების სააგენტოს საქმიანობის დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისთვის, აგრეთვე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
როგორც კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, ავტომობილების რაოდენობის ზრდა საპატრულო პოლიციის დატვირთულობაზზე აისახება.