https://sputnik-georgia.com/20221007/azarasvili-klinikebis-dafinansebis-gadasvla-axal-metodze-271137657.html
რატომ არ გადავიდა საქართველო შემოდგომიდან კლინიკების დაფინანსების ახალ მეთოდზე
რატომ არ გადავიდა საქართველო შემოდგომიდან კლინიკების დაფინანსების ახალ მეთოდზე
Sputnik საქართველო
ეტაპობრივად ყველა კლინიკას მოუწევს იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, რასაც სახელმწიფო მათგან მოითხოვს. 07.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-07T14:24+0400
2022-10-07T14:24+0400
2022-10-07T21:47+0400
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/16/268762537_0:126:1280:847_1920x0_80_0_0_afee496deb2c7b240a4e2a80b363ae29.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო 3 ოქტომბრიდან სახელმწიფოს მიერ საავადმყოფოების დაფინანსების ახალ მეთოდზე უნდა გადასულიყო, თუმცა ეს პროცესი ქვეყნის კლინიკების ასოციაციის მოთხოვნით გადაიდო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.საუბარია ე.წ. DRG სისტემების დანერგვაზე (Diagnostic Related Group) - ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". DRG სისტემა, როგორც პაციენტების კლასიფიცირების სქემა, მკურნალობის ხარისხის სტანდარტების უზრუნველსაყოფად აშშ-ში 30 წლის წინ შეიქმნა. ყველა DRG–სისტემა, რომელიც ამჟამად გამოიყენება, ამ საბაზო მოდელს ეფუძნება. ამ მოდელის პრინციპი მოიცავს დაავადების ყველა რეგისტრირებული შემთხვევის ისეთ ჯგუფებში გადანაწილებას, რომლებიც სტაციონარში პაციენტის ყოფნის პერიოდში მსგავსი რესურსების გამოყენებას საჭიროებს. საუბარია დიაგნოსტიკურ, თერაპიულ და ტექნიკურ ფაქტორებზე. ყოველ პაციენტს ენიჭება ერთ-ერთი DRG. ეს სტაციონარში პაციენტის ფიქსირებულ ფასად მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, კლინიკების თხოვნა შიდა სისტემების გადაწყობის პროცესს უკავშირდება, თუმცა ეს შეიძლება დაფინანსების ახალი მეთოდის დანერგვის პარალელურადაც განხორციელდეს.როგორ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს კლინიკები საქართველოში - ჯანდაცვის მინისტრი>>როგორც მინისტრმა განმარტა, ეს მეთოდი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია დანერგილი, საქართველოში კი ის ამ ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე იქნება შემოღებული. აზარაშვილის თქმით, ეს არის სამართლიანი გადახდის სისტემა.აზარაშვილის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო პროექტზე მუშაობდა და ახალი სისტემის დანერგვას აანონსებდა, კლინიკების ასოციაციამ უწყებას თვითონ სთხოვა, რაც შეიძლება მალე დაენერგა ეს მეთოდი.თუმცა, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ 3 ოქტომბრიდან სისტემის ამოქმედება გადაწყვიტა, მიიღო წერილი იმავე კლინიკების ასოციაციისგან, სადაც ორგანიზაცია ამ პროცესის გადადებას ითხოვდა.მისი თქმით, რაც უფრო გაჭიანურდება ახალი სისტემის ამოქმედება, მით უარესი იქნება ეს პაციენტებისთვის, სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო ჩქარობს ამ პროცესთან დაკავშირებით, განმარტა მინისტრმა.ამ სისტემით სარგებლობისას მომსახურების ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ დიაგნოსტიკურ ჯგუფს უნდა მიეკუთვნებოდეს პაციენტი – მისი დიაგნოზის, ასაკისა და რიგი სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით. მინისტრი მიიჩნევს, რომ ახალი სისტემის დანერგვა სამართლიან და ადეკვატურ ტარიფს ჩამოაყალიბებს.ჯანდაცვის მინისტრი: კლინიკები ახალი სისტემით დაფინანსდება>>საქართველოს კლინიკებში ახალი სისტემის დანერგვა საპილოტო რეჟიმში აპრილშია დაწყებული და სექტემბერი–ოქტომბრიდან ქვეყნის ყველა ჰოსპიტალზე უნდა გავრცელებულიყო. ეტაპობრივად ყველა კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რასაც სახელმწიფო მათგან მოითხოვს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/16/268762537_206:98:1211:851_1920x0_80_0_0_54dbd185d696669064648061901eb577.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
რატომ არ გადავიდა საქართველო შემოდგომიდან კლინიკების დაფინანსების ახალ მეთოდზე
14:24 07.10.2022 (განახლებულია: 21:47 07.10.2022) ეტაპობრივად ყველა კლინიკას მოუწევს იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, რასაც სახელმწიფო მათგან მოითხოვს.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო 3 ოქტომბრიდან სახელმწიფოს მიერ საავადმყოფოების დაფინანსების ახალ მეთოდზე უნდა გადასულიყო, თუმცა ეს პროცესი ქვეყნის კლინიკების ასოციაციის მოთხოვნით გადაიდო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
საუბარია ე.წ. DRG სისტემების დანერგვაზე (Diagnostic Related Group) - ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". DRG სისტემა, როგორც პაციენტების კლასიფიცირების სქემა, მკურნალობის ხარისხის სტანდარტების უზრუნველსაყოფად აშშ-ში 30 წლის წინ შეიქმნა. ყველა DRG–სისტემა, რომელიც ამჟამად გამოიყენება, ამ საბაზო მოდელს ეფუძნება.
ამ მოდელის პრინციპი მოიცავს დაავადების ყველა რეგისტრირებული შემთხვევის ისეთ ჯგუფებში გადანაწილებას, რომლებიც სტაციონარში პაციენტის ყოფნის პერიოდში მსგავსი რესურსების გამოყენებას საჭიროებს. საუბარია დიაგნოსტიკურ, თერაპიულ და ტექნიკურ ფაქტორებზე. ყოველ პაციენტს ენიჭება ერთ-ერთი DRG. ეს სტაციონარში პაციენტის ფიქსირებულ ფასად მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.
როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, კლინიკების თხოვნა შიდა სისტემების გადაწყობის პროცესს უკავშირდება, თუმცა ეს შეიძლება დაფინანსების ახალი მეთოდის დანერგვის პარალელურადაც განხორციელდეს.
როგორც მინისტრმა განმარტა, ეს მეთოდი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია დანერგილი, საქართველოში კი ის ამ ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე იქნება შემოღებული. აზარაშვილის თქმით, ეს არის სამართლიანი გადახდის სისტემა.
აზარაშვილის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო პროექტზე მუშაობდა და ახალი სისტემის დანერგვას აანონსებდა, კლინიკების ასოციაციამ უწყებას თვითონ სთხოვა, რაც შეიძლება მალე დაენერგა ეს მეთოდი.
თუმცა, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ 3 ოქტომბრიდან სისტემის ამოქმედება გადაწყვიტა, მიიღო წერილი იმავე კლინიკების ასოციაციისგან, სადაც ორგანიზაცია ამ პროცესის გადადებას ითხოვდა.
„ახალი სისტემით ყველა კლინიკას ისეთ საბაზისო ტარიფს განვუსაზღვრავდით, რომ პაციენტს, რომელსაც, სამწუხაროდ, დღეს უწევს დამატება სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე, არაფრის დამატება აღარ მოუწევდა", – განაცხადა აზარაშვილმა „პირველი არხის" ეთერში.
მისი თქმით, რაც უფრო გაჭიანურდება ახალი სისტემის ამოქმედება, მით უარესი იქნება ეს პაციენტებისთვის, სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო ჩქარობს ამ პროცესთან დაკავშირებით, განმარტა მინისტრმა.
ამ სისტემით სარგებლობისას მომსახურების ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ დიაგნოსტიკურ ჯგუფს უნდა მიეკუთვნებოდეს პაციენტი – მისი დიაგნოზის, ასაკისა და რიგი სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით. მინისტრი მიიჩნევს, რომ ახალი სისტემის დანერგვა სამართლიან და ადეკვატურ ტარიფს ჩამოაყალიბებს.
საქართველოს კლინიკებში ახალი სისტემის დანერგვა საპილოტო რეჟიმში აპრილშია დაწყებული და სექტემბერი–ოქტომბრიდან ქვეყნის ყველა ჰოსპიტალზე უნდა გავრცელებულიყო. ეტაპობრივად ყველა კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რასაც სახელმწიფო მათგან მოითხოვს.