https://sputnik-georgia.com/20220712/azarashvili-klinikebi-axali-sistemit-dapinansdeba-268435417.html
ჯანდაცვის მინისტრი: კლინიკები ახალი სისტემით დაფინანსდება
ჯანდაცვის მინისტრი: კლინიკები ახალი სისტემით დაფინანსდება
Sputnik საქართველო
კლინიკებში ახალი სისტემის დანერგვა საპილოტო რეჟიმში აპრილიდან დაიწყო, სექტემბერ-ოქტომბერში კი სისტემა უკვე ყველა კლინიკაზე გავრცელდება. 12.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-12T10:21+0400
2022-07-12T10:21+0400
2022-07-12T15:45+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263747324_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_b8083e2b3b4d8401deff1c995b7c86b5.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო კლინიკებს ახალი DRG–სისტემის მეთოდით დააფინანსებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.DRG (Diagnostic Related Group) სისტემა, როგორც პაციენტების კლასიფიცირების სქემა, მკურნალობის ხარისხის სტანდარტების უზრუნველსაყოფად აშშ-ში 30 წლის წინ შეიქმნა. ყველა DRG–სისტემა, რომელიც ამჟამად გამოიყენება, ამ საბაზო მოდელს ეფუძნება. ამ მოდელის პრინციპი მოიცავს დაავადების ყველა რეგისტრირებული შემთხვევის ისეთ ჯგუფებში გადანაწილებას, რომლებიც სტაციონარში პაციენტის ყოფნის პერიოდში მსგავსი რესურსების გამოყენებას საჭიროებს. საუბარია დიაგნოსტიკურ, თერაპიულ და ტექნიკურ ფაქტორებზე. ყოველ პაციენტს ენიჭება ერთ-ერთი DRG. ეს სტაციონარში პაციენტის ფიქსირებულ ფასად მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.კლინიკებში ახალი სისტემის დანერგვა საპილოტო რეჟიმში აპრილიდან დაიწყო, სექტემბერ-ოქტომბერში კი სისტემა უკვე ყველა კლინიკაზე გავრცელდება. კლინიკებმა ეტაპობრივად უნდა უპასუხონ იმ სტანდარტებს, რომელთაც სახელმწიფო მათთვის დააწესებს.აზარაშვილის თქმით, 2030 წლამდე სამოქმედო გეგმაში გაწერილია, რომელ წელს და რა ეტაპზე უნდა მოხდეს ჯანდაცვის დაფინანსება.2030 წლის ბოლომდე ქვეყანამ უნდა დაფაროს სამედიცინო მომსახურების 90-95%, რაც ნიშნავს, რომ თუ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სამედიცინო კუთხით დახმარება დასჭირდება, სახელმწიფო მზად იქნება მათ დასახმარებლად. დღეს ეს მაჩვენებელი 70%-იან ნიშნულზეა.„გვაქვს მზადყოფნა, რომ დავაფინანსოთ სამედიცინო სერვისები, რომელიც უნდა იყოს რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის, მაღალი ხარისხის, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობენ შესაბამის გარემოში შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები და არის შესაბამისი მედიკამენტები გამოყენებული“, – განაცხადა აზარაშვილმა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკებში ინფექციის კონტროლის ღონისძიებები ტარდება, რათა მოქალაქებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ. შემოწმება არა ერთჯერადი, არამედ პერმანენტული იქნება.საქართველოში ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, 2013 წელს ამოქმედდა. ის ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც კერძო კომპანიებში არ არიან დაზღვეული.სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართული არიან ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263747324_50:0:1194:858_1920x0_80_0_0_39c287ed8694438a94185f970134c037.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრი: კლინიკები ახალი სისტემით დაფინანსდება
10:21 12.07.2022 (განახლებულია: 15:45 12.07.2022) კლინიკებში ახალი სისტემის დანერგვა საპილოტო რეჟიმში აპრილიდან დაიწყო, სექტემბერ-ოქტომბერში კი სისტემა უკვე ყველა კლინიკაზე გავრცელდება.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო კლინიკებს ახალი DRG–სისტემის მეთოდით დააფინანსებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
DRG (Diagnostic Related Group) სისტემა, როგორც პაციენტების კლასიფიცირების სქემა, მკურნალობის ხარისხის სტანდარტების უზრუნველსაყოფად აშშ-ში 30 წლის წინ შეიქმნა. ყველა DRG–სისტემა, რომელიც ამჟამად გამოიყენება, ამ საბაზო მოდელს ეფუძნება. ამ მოდელის პრინციპი მოიცავს დაავადების ყველა რეგისტრირებული შემთხვევის ისეთ ჯგუფებში გადანაწილებას, რომლებიც სტაციონარში პაციენტის ყოფნის პერიოდში მსგავსი რესურსების გამოყენებას საჭიროებს. საუბარია დიაგნოსტიკურ, თერაპიულ და ტექნიკურ ფაქტორებზე. ყოველ პაციენტს ენიჭება ერთ-ერთი DRG. ეს სტაციონარში პაციენტის ფიქსირებულ ფასად მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.
„ჩვენი აზრით, იგი დაადგენს იმ სამართლიან, ადეკვატურ ტარიფს, რომელსაც სახელმწიფო ამა თუ იმ სამედიცინო სერვისისთვის გადაიხდის“, – განაცხადა მინისტრმა.
კლინიკებში ახალი სისტემის დანერგვა საპილოტო რეჟიმში აპრილიდან დაიწყო, სექტემბერ-ოქტომბერში კი სისტემა უკვე ყველა კლინიკაზე გავრცელდება. კლინიკებმა ეტაპობრივად უნდა უპასუხონ იმ სტანდარტებს, რომელთაც სახელმწიფო მათთვის დააწესებს.
აზარაშვილის თქმით, 2030 წლამდე სამოქმედო გეგმაში გაწერილია, რომელ წელს და რა ეტაპზე უნდა მოხდეს ჯანდაცვის დაფინანსება.
2030 წლის ბოლომდე ქვეყანამ უნდა დაფაროს სამედიცინო მომსახურების 90-95%, რაც ნიშნავს, რომ თუ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სამედიცინო კუთხით დახმარება დასჭირდება, სახელმწიფო მზად იქნება მათ დასახმარებლად. დღეს ეს მაჩვენებელი 70%-იან ნიშნულზეა.
„გვაქვს მზადყოფნა, რომ დავაფინანსოთ სამედიცინო სერვისები, რომელიც უნდა იყოს რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის, მაღალი ხარისხის, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობენ შესაბამის გარემოში შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები და არის შესაბამისი მედიკამენტები გამოყენებული“, – განაცხადა აზარაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკებში ინფექციის კონტროლის ღონისძიებები ტარდება, რათა მოქალაქებმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ. შემოწმება არა ერთჯერადი, არამედ პერმანენტული იქნება.
„ჩვენ მოგვიწევს საყოველთაო დაზღვევის სისტემიდან ჩახსნა და შემდგომ კიდევ უფრო მძიმე სანქციების განხორციელება იმ კლინიკების მიმართ, რომლებმაც, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს ადეკვატური მკურნალობისა და ხარისხის უზრუნველყოფა“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
საქართველოში ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, 2013 წელს ამოქმედდა. ის ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც კერძო კომპანიებში არ არიან დაზღვეული.
სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართული არიან ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები.