გზებზე სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი პირველია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე
საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
გამოწერა
ავტოავარიების ყველაზე ხშირ მიზეზებს შორის შსს-ში ასახელებენ რკინიგზაზე გადასვლის წესების დარღვევას, შემხვედრ ზოლზე გასვლას ან არასწორ გასწრებას და სიჩქარის გადაჭარბებას.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო გზებზე დაღუპულთა რაოდენობით ევროპაში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს – ექვს თვეში ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტში გამოსვლისას.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში ავარიებმა 221 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ექვსი ბავშვი.

„სამწუხაროდ, გზებზე გარდაცვლილთა რაოდენობით ჩვენი ქვეყანა კვლავ ერთ-ერთი პირველია ევროპაში, რაც ჩვენთვის გამოწვევაა და ქმედით ღონისძიებებს მოითხოვს. საქართველოში გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,7-ჯერ აღემატება ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს“, – განაცხადა დარახველიძემ.

მისი თქმით, საქართველოში 100 ათას მოსახლეზე იღუპება 12 ადამიანი, მაშინ, როცა ევროპაში ეს მაჩვენებელი 4,4-ია.
ექვს თვეში საქართველოში მოხდა 2.572 ავარია, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა. ავარიების ნახევარი თბილისში მოხდა, დანარჩენი ავარიები მოხდა რეგიონებში.
საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია რკინიგზაზე გადასვლის წესების დარღვევა. ექვს თვეში ამ მიზეზით მომხდარ 1.293 ავარიაში დაიღუპა 49 და დაშავდა 1.627 ადამიანი.
ავტოავარიების მიზეზებს შორის მეორე ადგილზე შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევაა. ამ მიზეზით მომხდარ 189 ავარიას 22 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 347 ადამიანი.
მესამე ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა. 168 ავარიის დროს ამ მიზეზით 31 ადამიანი დაიღუპა და 293 დაშავდა.
უსაფრთხოების ზომები და რეფორმები
საგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია.
2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
საზარელი სტატისტიკა: რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოში ავარიების შედეგად>>>
პარალელურად გაფართოვდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გზებზე სულ მოქმედებს 4.467 ვიდეოკამერა, აქედან 944 – ნომრის ამომცნობი და 216 სიჩქარის კონტროლის სექცია. ჯამში დაფარულია 861 კმ საგზაო მონაკვეთი.
ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად დაწყებულია შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკის დანერგვა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა ქალაქები თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონი.
საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო ე.წ. შავი წერტილების აღრიცხვა – შეიქმნა რუკა, რომელზეც დაიტანება ის ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0