https://sputnik-georgia.com/20220731/ramdeni-adamiani-daigupa-avariebis-shedegad-statistika-269052159.html
საზარელი სტატისტიკა: რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოში ავარიების შედეგად
საზარელი სტატისტიკა: რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოში ავარიების შედეგად
Sputnik საქართველო
ავტოავარიების ყველაზე ხშირ მიზეზად შსს-ში სახელდება შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების, რკინიგზაზე გადასვლის წესების დარღვევა და სიჩქარის გადაჭარბება 31.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-31T15:40+0400
2022-07-31T15:40+0400
2022-07-31T15:40+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24786/02/247860227_0:112:3000:1800_1920x0_80_0_0_f34d63f92887b3f93330c334117fca16.jpg
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოში 2022 წლის 1 იანვარი-30 ივნისის პერიოდში ავარიებმა 221 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ექვსი ბავშვი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.სულ ამ პერიოდში მოხდა 2.572 ავარია, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა.ავარიების ნახევარი თბილისში მოხდა. დანარჩენი ავარიები მოხდა რეგიონებში.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე მოჰყავს ექვს თვეში დაშავებულთა სტატისტიკა - 3.538 ადამიანი, მათ შორის 232 - ბავშვი. ამავდროულად, აღნიშნულ პერიოდში ქვეითთან შეჯახების 460 შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 43 ადამიანი, დაშავდა - დაახლოებით 450.ავარიების მიზეზებისაქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია რკინიგზაზე გადასვლის წესების დარღვევა. ამ მიზეზით მომხდარ 1.293 ავარიაში დაიღუპა 49 და დაშავდა 1.627ადამიანი.ავტოავარიების მიზეზებს შორის მეორე ადგილზე შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევაა. ამ მიზეზით მომხდარ 189 ავარიას 22 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 347 ადამიანი.მესამე ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა - 168 ავარიის დროს ამ მიზეზით 31 ადამიანი დაიღუპა და 293 დაშავდა.უსაფრთხოების ზომები და რეფორმებისაგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია.2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.პარალელურად გაფართოვდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გზებზე სულ მოქმედებს 4 467 ვიდეოკამერა, აქედან 944 – ნომრის ამომცნობი და 216 სიჩქარის კონტროლის სექცია. ჯამში დაფარულია 861 კმ საგზაო მონაკვეთი.ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად დაწყებულია შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკის დანერგვა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა ქალაქები თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონი.საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო ე.წ. შავი წერტილების აღრიცხვა – შეიქმნა რუკა, რომელზეც დაიტანება ის ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24786/02/247860227_226:0:2775:1912_1920x0_80_0_0_34cfc2a737f3c268b4ffefe67048e0d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საზარელი სტატისტიკა: რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოში ავარიების შედეგად
ავტოავარიების ყველაზე ხშირ მიზეზად შსს-ში სახელდება შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების, რკინიგზაზე გადასვლის წესების დარღვევა და სიჩქარის გადაჭარბება
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოში 2022 წლის 1 იანვარი-30 ივნისის პერიოდში ავარიებმა 221 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ექვსი ბავშვი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
სულ ამ პერიოდში მოხდა 2.572 ავარია, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა.
ავარიების ნახევარი თბილისში მოხდა. დანარჩენი ავარიები მოხდა რეგიონებში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე მოჰყავს ექვს თვეში დაშავებულთა სტატისტიკა - 3.538 ადამიანი, მათ შორის 232 - ბავშვი. ამავდროულად, აღნიშნულ პერიოდში ქვეითთან შეჯახების 460 შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 43 ადამიანი, დაშავდა - დაახლოებით 450.
საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია რკინიგზაზე გადასვლის წესების დარღვევა. ამ მიზეზით მომხდარ 1.293 ავარიაში დაიღუპა 49 და დაშავდა 1.627ადამიანი.
ავტოავარიების მიზეზებს შორის მეორე ადგილზე შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევაა. ამ მიზეზით მომხდარ 189 ავარიას 22 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 347 ადამიანი.
მესამე ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა - 168 ავარიის დროს ამ მიზეზით 31 ადამიანი დაიღუპა და 293 დაშავდა.
უსაფრთხოების ზომები და რეფორმები
საგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია.
2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
პარალელურად გაფართოვდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გზებზე სულ მოქმედებს 4 467 ვიდეოკამერა, აქედან 944 – ნომრის ამომცნობი და 216 სიჩქარის კონტროლის სექცია. ჯამში დაფარულია 861 კმ საგზაო მონაკვეთი.
ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად დაწყებულია შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკის დანერგვა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა ქალაქები თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონი.
საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო ე.წ. შავი წერტილების აღრიცხვა – შეიქმნა რუკა, რომელზეც დაიტანება ის ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.