https://sputnik-georgia.com/20221006/rustavsi-sasmeli-wylis-problemis-mogvarebaze-20-mln-lari-daixarjeba-271112851.html
რუსთავში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემის მოსაგვარებლად 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება
რუსთავში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემის მოსაგვარებლად 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება
Sputnik საქართველო
ბოლო თვეების განმავლობაში რუსთავში გახშირებული სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შესახებ სემეკში მომხმარებელთა არაერთი საჩივარი დაფიქსირდა. 06.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-06T18:17+0400
2022-10-06T18:17+0400
2022-10-06T21:44+0400
რუსთავი
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/19/249286851_40:0:1960:1080_1920x0_80_0_0_bb2195844c6e596495305b2206eb5745.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) დავალებით „რუსთავის წყალი" რუსთავში სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შესამცირებლად 20,5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ბოლო თვეების განმავლობაში რუსთავში გახშირებული სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შესახებ სემეკში მომხმარებელთა არაერთი საჩივარი დაფიქსირდა. უწყების ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია გახშირებული ავარიული წყვეტების შემცირებისთვის ყველა აუცილებელი სამუშაოს ჩატარება.სემეკმა „რუსთავის წყალი“ 50 ათასი ლარით დააჯარიმა>>2023 წლის ბოლომდე რუსთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, სათავე ნაგებობას, გამოიცვლება მილსადენის ამორტიზებული მონაკვეთები, მოცულობითი სამუშაოები ჩატარდება იმ ქუჩებზე, სადაც ყველაზე ხშირად ფიქსირდება დაზიანებები.უწყლობა რუსთავში: მერმა დახმარებისთვის სემეკს მიმართა>>სემეკის მიერ გაკონტროლდება შპს „რუსთავის წყლის" საინვესტიციო გეგმის შესრულება წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფს 2023 წლის ბოლომდე რუსთავში წყალმომარაგების სისტემის სრულად გაუმჯობესებას, კომისია იმსჯელებს შპს „რუსთავის წყლის" მიმართ კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე.
რუსთავი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/19/249286851_280:0:1720:1080_1920x0_80_0_0_e5cab8bd6b145a45c547b2b35c63c854.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსთავი, საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
რუსთავი, საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
რუსთავში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემის მოსაგვარებლად 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება
18:17 06.10.2022 (განახლებულია: 21:44 06.10.2022) ბოლო თვეების განმავლობაში რუსთავში გახშირებული სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შესახებ სემეკში მომხმარებელთა არაერთი საჩივარი დაფიქსირდა.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) დავალებით „რუსთავის წყალი" რუსთავში სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შესამცირებლად 20,5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო თვეების განმავლობაში რუსთავში გახშირებული სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შესახებ სემეკში მომხმარებელთა არაერთი საჩივარი დაფიქსირდა.
„საკითხის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ წყვეტების სიხშირისა და საშუალოდ ერთ წყვეტაზე გათიშული მომხმარებლების რაოდენობის პარამეტრები იყო გაუარესებული. აღნიშნულის გამო შპს „რუსთავის წყალი" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50.000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო პრობლემის აღმოსაფხვრელად საინვესტიციო პროექტების მოცულობის ზრდა და მათი განხორციელების ტემპის დაჩქარება დაევალა", – აღნიშნავენ სემეკში.
უწყების ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია გახშირებული ავარიული წყვეტების შემცირებისთვის ყველა აუცილებელი სამუშაოს ჩატარება.
2023 წლის ბოლომდე რუსთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, სათავე ნაგებობას, გამოიცვლება მილსადენის ამორტიზებული მონაკვეთები, მოცულობითი სამუშაოები ჩატარდება იმ ქუჩებზე, სადაც ყველაზე ხშირად ფიქსირდება დაზიანებები.
სემეკის მიერ გაკონტროლდება შპს „რუსთავის წყლის" საინვესტიციო გეგმის შესრულება წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფს 2023 წლის ბოლომდე რუსთავში წყალმომარაგების სისტემის სრულად გაუმჯობესებას, კომისია იმსჯელებს შპს „რუსთავის წყლის" მიმართ კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე.