სემეკმა „რუსთავის წყალი“ 50 ათასი ლარით დააჯარიმა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის მერია
რუსთავის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
სემეკის განმარტებით, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს ქალაქ რუსთავში სასმელი წყლის ხშირი ავარიული წყვეტები.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) რუსთავის წყალმომარაგების კომპანია „რუსთავის წყალი" 50 ათასი ლარით დააჯარიმა.
რუსთავის წყალმომარაგებაზე კომპანია „რუსთავის წყალია“ პასუხისმგებელი. ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსთავში წყალი გრაფიკით მოდის – მხოლოდ ღამის საათებში. ქალაქის მცხოვრებლებმა აგვისტოს დასაწყისში მერიას ღია წერილით მიმართეს და პრობლემის მოგვარება სთხოვეს. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, თავის მხრივ, სემეკს მიმართა და წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრაში დახმარება სთხოვა.

„ჯარიმის გარდა, კომპანიას დაევალა 19 სექტემბრამდე წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა იმ აუცილებელი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რომელმაც რუსთავში წყალმომარაგება უნდა გააუმჯობესოს, შეამციროს ავარიული წყვეტები და სისტემა ეფექტური გახადოს", – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, ამით არ სრულდება რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში პრობლემების მოწესრიგება. დაახლოებით 8,5 მლნ ლარი – ეს არის ინვესტიციის ოდენობა, რომელიც საჭიროა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად 2023 წლის ბოლომდე.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ეროვნულმა კომისიამ ასევე გასცა რეკომენდაცია თბილისისა და რუსთავის წყლების შერწყმის თაობაზე, რათა გაიზარდოს კომპანიის მუშაობის ეფექტიანობა.
ყველა ახალი ამბავი
0