https://sputnik-georgia.com/20221006/ris-xarjze-semcirda-umusevrobis-done-saqartvelosi-271109914.html
რის ხარჯზე შემცირდა უმუშევრობის დონე საქართველოში
რის ხარჯზე შემცირდა უმუშევრობის დონე საქართველოში
Sputnik საქართველო
ივლისსა და აგვისტოში შემოსავლებმა ტურიზმიდან გადააჭარბა პანდემიამდელ დონეს, როდესაც დარგის შემოსავლები რეკორდული იყო, განაცხადა მინისტრმა. 06.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-06T17:58+0400
2022-10-06T17:58+0400
2022-10-06T21:32+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271105767_0:70:1072:673_1920x0_80_0_0_df7ed6c5ba7a4758ceca48cd296c013f.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ეკონომიკური აქტიურობის მაღალი ზრდა აისახა დასაქმების დონის ამაღლებასა და უმუშევრობის შემცირებაზე, განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში გამოსვლისას.მინისტრის ინფორმაციით, უმუშევრობა შემცირდა როგორც პირველ, ისე მეორე კვარტალში, ხოლო დასაქმება გაიზარდა. უმუშევრობის დონე 2022 წლის პირველ კვარტალში იყო 19,4% (2,5%-ით ნაკლები, ვიდრე 2021 წლის იანვარი–მარტში), მეორე კვარტალში – 18,1% (4%-ით ნაკლები, ვიდრე 2021 წლის აპრილი–ივნისში).გამოსვლისას დავითაშვილმა მიმდინარე წელს სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით დადებით ტენდენციებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წლის გასული პერიოდი პოზიტიური იყო ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივაც.„2022 წლის იანვარი–ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 102 პროცენტით გაიზარდა და 922,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 62,5 პროცენტს შეადგენს. ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 42,5 პროცენტს გაუტოლდა", – განაცხადა დავითაშვილმა.საქართველოში ინვესტიციები იზრდება: სტატისტიკა განახლდა>>მინისტრი ასევე შეეხო ტურიზმის აღდგენის დადებით ტენდენციებსაც, რაც 2022 წელს გაძლიერდა.ქვეყანამ იანვარი–აგვისტოში 2,1 მლრდ დოლარი გამოიმუშავა და ამით 2019 წლის მაჩვენებელი 94,6%-ით აღადგინა. დავითაშვილის განცხადებით, ივლისსა და აგვისტოში შემოსავლებმა ტურიზმიდან პანდემიამდე პერიოდის დონეს გადააჭარბა, როდესაც ამ დარგის შემოსავლები რეკორდული იყო.შემოსავლებმა ტურიზმიდან 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა>>პანდემიამდელ პერიოდში საქართველომ რეკორდი დაამყარა. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო შემოსავლებმა 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა.„სექტემბრის მონაცემებიც დამაიმედებელია და ჩვენი მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ტურიზმიდან შემოსავლები მინიმუმ 2019 წელს, ანუ ჩვენს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებლებს გაუტოლდება", – აღნიშნა მან.საქართველოში სატრანსპორტო და სატვირთო გადაზიდვები გაიზარდა>>დავითაშვილმა ასევე გამოყო 2022 წლის იანვარი–აგვისტოს პერიოდში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ საერთაშორისო გადაზიდვების სექტორში დაფიქსირებული ტვირთების რაოდენობა. მისი თქმით, ამ მაჩვენებელმა 17,9 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20 პროცენტით მეტია.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271105767_0:0:908:681_1920x0_80_0_0_9a3dcef664d6cb70af5eb30b1464952a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
რის ხარჯზე შემცირდა უმუშევრობის დონე საქართველოში
17:58 06.10.2022 (განახლებულია: 21:32 06.10.2022) ივლისსა და აგვისტოში შემოსავლებმა ტურიზმიდან გადააჭარბა პანდემიამდელ დონეს, როდესაც დარგის შემოსავლები რეკორდული იყო, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ეკონომიკური აქტიურობის მაღალი ზრდა აისახა დასაქმების დონის ამაღლებასა და უმუშევრობის შემცირებაზე, განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში გამოსვლისას.
მინისტრის ინფორმაციით, უმუშევრობა შემცირდა როგორც პირველ, ისე მეორე კვარტალში, ხოლო დასაქმება გაიზარდა. უმუშევრობის დონე 2022 წლის პირველ კვარტალში იყო 19,4% (2,5%-ით ნაკლები, ვიდრე 2021 წლის იანვარი–მარტში), მეორე კვარტალში – 18,1% (4%-ით ნაკლები, ვიდრე 2021 წლის აპრილი–ივნისში).
„როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში ბიზნეს-სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელი (2019 წლის) ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელსაც. 2022 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს-სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 50,9 ათასით, ხოლო მეორე კვარტალში 35,5 ათასით გაიზარდა", – განაცხადა დავითაშვილმა.
გამოსვლისას დავითაშვილმა მიმდინარე წელს სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით დადებით ტენდენციებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წლის გასული პერიოდი პოზიტიური იყო ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივაც.
„2022 წლის იანვარი–ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 102 პროცენტით გაიზარდა და 922,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 62,5 პროცენტს შეადგენს. ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 42,5 პროცენტს გაუტოლდა", – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრი ასევე შეეხო ტურიზმის აღდგენის დადებით ტენდენციებსაც, რაც 2022 წელს გაძლიერდა.
ქვეყანამ იანვარი–აგვისტოში 2,1 მლრდ დოლარი გამოიმუშავა და ამით 2019 წლის მაჩვენებელი 94,6%-ით აღადგინა. დავითაშვილის განცხადებით, ივლისსა და აგვისტოში შემოსავლებმა ტურიზმიდან პანდემიამდე პერიოდის დონეს გადააჭარბა, როდესაც ამ დარგის შემოსავლები რეკორდული იყო.
პანდემიამდელ პერიოდში საქართველომ რეკორდი დაამყარა. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო შემოსავლებმა 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა.
„სექტემბრის მონაცემებიც დამაიმედებელია და ჩვენი მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ტურიზმიდან შემოსავლები მინიმუმ 2019 წელს, ანუ ჩვენს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებლებს გაუტოლდება", – აღნიშნა მან.
დავითაშვილმა ასევე გამოყო 2022 წლის იანვარი–აგვისტოს პერიოდში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ საერთაშორისო გადაზიდვების სექტორში დაფიქსირებული ტვირთების რაოდენობა. მისი თქმით, ამ მაჩვენებელმა 17,9 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20 პროცენტით მეტია.