შემოსავლებმა ტურიზმიდან 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Stringerტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
გამოწერა
შემოსავლები, 2019 წლის დონესთან შედარებით, როდესაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების პიკი იყო, 92,8%-ით აღდგა.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებისგან 2022 წლის რვა თვეში 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას უზარამაზარი ზარალი მიაყენა. ტურიზმის აღორძინება 2021 წლიდან დაიწყო – 1 თებერვალს ქვეყნის საჰაერო, ხოლო 1 ივნისს – სახმელეთო საზღვრები გაიხსნა.
სებ-ის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლები 198,3%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, შემოსავლები, 2019 წლის დონესთან შედარებით, როდესაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების პიკი იყო, 92,8%-ით აღდგა.
შემოსავლებმა ტურიზმიდან 2022 წლის აგვისტოში 522,9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 163%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე – 26,7%-ით მეტი.
ვინ ხარჯავს ფულს
ყველაზე მეტი თანხა – 467,9 მლნ დოლარი 2022 წლის რვა თვეში დახარჯეს ვიზიტორებმა რუსეთიდან.
რამდენი დახარჯეს ტურისტებმა საქართველოში 2022 წლის იანვარი–აგვისტოში

ქვეყანა

ხარჯები, მლნ დოლარი

ვიზიტების რაოდენობა

რუსეთი

467,9

617.147

ევროკავშირი

216

173.530

თურქეთი

199,6

461.674

ბელარუსი

189,1

97.303

უკრაინა

171,1

109.452

აგვისტოში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს რუსეთის მოქალაქეებმა (133,1 მლნ დოლარი), საუდის არაბეთის მოქალაქეებმა (54,6 მლნ დოლარი) და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებმა (51,4 მლნ დოლარი).
ვიზიტები საქართველოში
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 2022 წლის იანვარი–აგვისტოში 208,9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3,2 მილიონი შეადგინა.
საქართველომ 2022 წლის რვა თვეში 2019 წლის მაჩვენებლები 51,5%-ით აღადგინა.
ტოპ–5 ქვეყანა საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების მხრივ, 2022 წლის იანვარი–აგვისტო

ქვეყანა

ვიზიტების რაოდენობა, ათასი

ზრდა %

რუსეთი

617,2

467,2

თურქეთი

461,7

139

სომხეთი

438,2

390,7

ისრაელი

131,4

128,6

უკრაინა

109,5

19,5

ვიზიტების საერთო რაოდენობიდან 2,3 მილიონი ტურისტული იყო, რაც 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 189,1%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 80,5%-ით.
ვიზიტების ყველაზე მეტი რაოდენობა 2022 წლის რვა თვეში განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა.
შემოსავლები ტურიზმიდან გასულ წლებში
პანდემიამდელ პერიოდში საქართველომ რეკორდი დაამყარა. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო შემოსავლებმა 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა.
შემოსავლები ტურიზმიდან 2020 წელს ძალიან დაეცა – 427,7 მლნ დოლარი, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1,7 მლნ შეადგინა.
ტურიზმმა საქართველოს 2021 წელს 1,2 მლრდ დოლარი მოუტანა. სულ 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0