https://sputnik-georgia.com/20221005/meliqisvilis-gamzirze-transportismozraobis-sqema-icvleba-271066621.html
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება
Sputnik საქართველო
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია ივნისის ბოლოდან მიმდინარეობს. 05.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-05T19:06+0400
2022-10-05T19:06+0400
2022-10-05T22:21+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/13/270557787_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_026fb039f49440ee23e05426b05b6eee.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში პეტრე მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალიდან ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება, იუწყება თბილისის მერია.ავტომობილები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან. ასევე მელიქიშვილის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით კოსტავას ქუჩის მიმართულებით.რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები კოსტავას ქუჩის საშუალებით გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად გმირთა მოედნის მიმართულებით, ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებიდან კი მოძრაობა დასაშვები იქნება ნიკოლაძის ქუჩის გავლით კოსტავას ქუჩის მიმართულებით.რეაბილიტაციის განმავლობაში მძღოლები ვარაზისხევის ქუჩაზე ცალმხრივად იმოძრავებენ და გადაადგილებას შეძლებენ როგორც ჭავჭავაძის გამზირის, ასევე მელიქიშვილის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.კალაძე: მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი „საცობებისთვის", თუმცა ეს ქალაქისთვის კეთდება>>რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასევე იცვლება მისი გადაადგილების სქემაც.საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა:ვაკის რაიონიდან მოძრავი ავტობუსები: N307, N311, N351, N354, N387 და მიკროავტობუსი N512 თბილისის საკონცერტო დარბაზთან მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდება კოსტავას ქუჩას, შემდეგ კი მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებისას აღნიშნული ავტობუსები და მიკროავტობუსი გმირთა მოედნის პანდუსით გადაინაცვლებს ვარაზისხევის ქუჩაზე, შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით.რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N306, N308, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391, N397 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 მელიქიშვილის გამზირისა და ვარაზისხევის ქუჩის ნაცვლად, გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, ავტობუსები: N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378 და N391 რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, გადაადგილდებიან ვარაზისხევის ქუჩის, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის საშუალებით.კალაძემ კიდევ ორი გამზირის რემონტი დააანონსა>>რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მელიქიშვილის გამზირის ნაცვლად, ავტობუსები: N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსი N540 კოსტავას ქუჩიდან მოძრაობას გმირთა მოედნის მიმართულებით განაგრძობს, საიდაც ვარაზისხევის ქუჩაზე გადაინაცვლებს და შემდეგ ჭავჭავაძის გამზირის გავლით, დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას ავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან რუსთაველის გამზირისკენ მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან, შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით.მიკროავტობუსი N478 - რჩეულიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, გმირთა მოედნიდან გადავა ვარაზისხევის ქუჩაზე, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გამოყენებით, დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებით გადაადგილებისას მიკროავტობუსი კოსტავას ქუჩის გავლით გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდება და შემდეგ იმოძრავებს არსებული სქემით.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/13/270557787_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_cf44bd2b580f6bb6151c48e8304d813b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება
19:06 05.10.2022 (განახლებულია: 22:21 05.10.2022) მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია ივნისის ბოლოდან მიმდინარეობს.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში პეტრე მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალიდან ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება, იუწყება თბილისის მერია.
ავტომობილები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან. ასევე მელიქიშვილის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები კოსტავას ქუჩის საშუალებით გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად გმირთა მოედნის მიმართულებით, ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებიდან კი მოძრაობა დასაშვები იქნება ნიკოლაძის ქუჩის გავლით კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
რეაბილიტაციის განმავლობაში მძღოლები ვარაზისხევის ქუჩაზე ცალმხრივად იმოძრავებენ და გადაადგილებას შეძლებენ როგორც ჭავჭავაძის გამზირის, ასევე მელიქიშვილის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასევე იცვლება მისი გადაადგილების სქემაც.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა:
ვაკის რაიონიდან მოძრავი ავტობუსები: N307, N311, N351, N354, N387 და მიკროავტობუსი N512 თბილისის საკონცერტო დარბაზთან მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდება კოსტავას ქუჩას, შემდეგ კი მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებისას აღნიშნული ავტობუსები და მიკროავტობუსი გმირთა მოედნის პანდუსით გადაინაცვლებს ვარაზისხევის ქუჩაზე, შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით.
რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N306, N308, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391, N397 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 მელიქიშვილის გამზირისა და ვარაზისხევის ქუჩის ნაცვლად, გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, ავტობუსები: N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378 და N391 რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, გადაადგილდებიან ვარაზისხევის ქუჩის, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის საშუალებით.
რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მელიქიშვილის გამზირის ნაცვლად, ავტობუსები: N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსი N540 კოსტავას ქუჩიდან მოძრაობას გმირთა მოედნის მიმართულებით განაგრძობს, საიდაც ვარაზისხევის ქუჩაზე გადაინაცვლებს და შემდეგ ჭავჭავაძის გამზირის გავლით, დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას ავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან რუსთაველის გამზირისკენ მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან, შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
მიკროავტობუსი N478 - რჩეულიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, გმირთა მოედნიდან გადავა ვარაზისხევის ქუჩაზე, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გამოყენებით, დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებით გადაადგილებისას მიკროავტობუსი კოსტავას ქუჩის გავლით გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდება და შემდეგ იმოძრავებს არსებული სქემით.