https://sputnik-georgia.com/20220921/kalaze-ori-gamziris-remonti-daaanonsa-270654182.html
კალაძემ კიდევ ორი გამზირის რემონტი დააანონსა
კალაძემ კიდევ ორი გამზირის რემონტი დააანონსა
Sputnik საქართველო
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და კაპიტალური რემონტი დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 21.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-21T17:56+0400
2022-09-21T17:56+0400
2022-09-21T21:29+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249816044_0:41:3499:2009_1920x0_80_0_0_7c8f56f435494bb165015007a9faa9db.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისში მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის გამზირებზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ წერეთლის გამზირის რემონტი დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და კაპიტალური რემონტი დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2019 წელს მუნიციპალიტეტმა უკვე განახორციელა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რემონტი. ოთხეტაპიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე ქალაქის ხელისუფლებას წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა.„როდესაც ამ გამზირებს დავასრულებთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ვიწყებთ. მომავალ წელს კი ვაჟა-ფშაველას გამზირის განახლება მოხდება", – განაცხადა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის გამზირების რემონტის მასშტაბური პროექტი ითვალისწინებს მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ განახლებას, ასევე LED განათების მონტაჟს.ორივე პროექტი ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება: მელიქიშვილის რემონტი 6,4 მლნ ლარით, ხოლო ქეთევან წამებულის - 6 მლნ ლარით.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1b/249816044_383:0:3114:2048_1920x0_80_0_0_35f67371e5e8feef67ac3db1751bc3de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო
კალაძემ კიდევ ორი გამზირის რემონტი დააანონსა
17:56 21.09.2022 (განახლებულია: 21:29 21.09.2022) საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და კაპიტალური რემონტი დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისში მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის გამზირებზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ წერეთლის გამზირის რემონტი დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და კაპიტალური რემონტი დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2019 წელს მუნიციპალიტეტმა უკვე განახორციელა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რემონტი. ოთხეტაპიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე ქალაქის ხელისუფლებას წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა.
„როდესაც ამ გამზირებს დავასრულებთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ვიწყებთ. მომავალ წელს კი ვაჟა-ფშაველას გამზირის განახლება მოხდება", – განაცხადა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის გამზირების რემონტის მასშტაბური პროექტი ითვალისწინებს მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ განახლებას, ასევე LED განათების მონტაჟს.
ორივე პროექტი ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება: მელიქიშვილის რემონტი 6,4 მლნ ლარით, ხოლო ქეთევან წამებულის - 6 მლნ ლარით.