https://sputnik-georgia.com/20220921/kalaze-sacobebze-qalaqsi-270638533.html
კალაძე: მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი „საცობებისთვის", თუმცა ეს ქალაქისთვის კეთდება
კალაძე: მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი „საცობებისთვის", თუმცა ეს ქალაქისთვის კეთდება
Sputnik საქართველო
ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირების რეაბილიტაციის შემდეგ წერეთლის გამზირი განახლდება, მომავალ წელს კი მერია სამუშაოებს ვაჟა-ფშაველაზეც გეგმავს. 21.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-21T14:16+0400
2022-09-21T14:16+0400
2022-09-21T20:01+0400
თბილისი დღეს
კახა კალაძე
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24029/46/240294623_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_1a7af27e4ded50215c184e1206a6eb62.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ბოლო პერიოდში თბილისში გადაადგილების პრობლემა და „საცობების" მატება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით არის გამოწვეული, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.თბილისის მერმა განმარტა, რომ მიუხედავად აღნიშნული დისკომფორტისა, თბილისში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებელია, რათა ქალაქი იყოს მოწესრიგებული.თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ წერეთლის გამზირის განახლება დაიწყება. მისი თქმით, დედაქალაქის მერიას არ აქვს მოცდის დრო და იმის ფუფუნება, რომ წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ქუჩის და გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდეს.„რა თქმა უნდა, სატრანსპორტო კოლაფსიც არ უნდა მოხდეს, მაგრამ ამ პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია. როდესაც ამ გამზირებს დავასრულებთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ვიწყებთ. მომავალ წელს კი ვაჟა-ფშაველას გამზირის განახლება მოხდება", – აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერმა სატრანსპორტო რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეები დღეს ევროპული ტიპის ავტობუსებით სარგებლობენ, მათი უპრობლემოდ გადაადგილებისთვის კი აუცილებელია გზების მოწესრიგება. კალაძემ თბილისის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24029/46/240294623_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_166cb25c072f90fb6c8dd73426de6c0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, კახა კალაძე , თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, კახა კალაძე , თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო
კალაძე: მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი „საცობებისთვის", თუმცა ეს ქალაქისთვის კეთდება
14:16 21.09.2022 (განახლებულია: 20:01 21.09.2022) ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირების რეაბილიტაციის შემდეგ წერეთლის გამზირი განახლდება, მომავალ წელს კი მერია სამუშაოებს ვაჟა-ფშაველაზეც გეგმავს.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ბოლო პერიოდში თბილისში გადაადგილების პრობლემა და „საცობების" მატება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით არის გამოწვეული, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერმა განმარტა, რომ მიუხედავად აღნიშნული დისკომფორტისა, თბილისში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებელია, რათა ქალაქი იყოს მოწესრიგებული.
„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება, რომელსაც ბოლო ათწლეულებია არავინ შეხებია. ჩვენ ვიცოდით რას ვაკეთებდით, რამდენად მძიმე თემა იყო. მას შემდეგ, რაც სწავლა დაიწყო, ცენტრალურ ქუჩებში „საცობებია" და გადაადგილება გართულებულია. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით, ამ გამზირებზე მცხოვრებ ხალხს, რადგან ვიცი, თუ რა პირობებში გაატარეს ზაფხული. იყო ხმაური, მტვერი, რაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა მათ", – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ წერეთლის გამზირის განახლება დაიწყება. მისი თქმით, დედაქალაქის მერიას არ აქვს მოცდის დრო და იმის ფუფუნება, რომ წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ქუჩის და გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდეს.
„რა თქმა უნდა, სატრანსპორტო კოლაფსიც არ უნდა მოხდეს, მაგრამ ამ პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია. როდესაც ამ გამზირებს დავასრულებთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ვიწყებთ. მომავალ წელს კი ვაჟა-ფშაველას გამზირის განახლება მოხდება", – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა სატრანსპორტო რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეები დღეს ევროპული ტიპის ავტობუსებით სარგებლობენ, მათი უპრობლემოდ გადაადგილებისთვის კი აუცილებელია გზების მოწესრიგება. კალაძემ თბილისის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადა.