გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი შენობა ექნება

© Ministry of Internal Affairs of Georgiaგადაუდებელი დახმარების ცენტრი
გადაუდებელი დახმარების ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2022
გამოწერა
სარემონტო სამუშაოებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გაეცნო.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი შენობა ექნება, რომელშიც ერთიანი სადისპეტჩერო განთავსდება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
სარემონტო სამუშაოებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გაეცნო.
ახალი ცენტრი დაკომპლექტებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის შესაბამისად და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო ყველა პირობა შეიქმნება.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2022
სასწრაფო დახმარების თანამშრომლები თბილისში გაფიცვისთვის ემზადებიან
აზარაშვილთან ერთად სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0