ვის დაუფინანსდება საქართველოში რთული ოპერაციები გულზე

© Pixabay / sasintექიმები ოპერაციაზე
ექიმები ოპერაციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება აფინანსებს სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც მიმართულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. 2022 წლიდან საქართველოში ხორციელდება პროექტები კარდიოქირურგიისა და ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულებით, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.
კერძოდ, წელს მოიხსნა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებზე უფასო წვდომის ასაკობრივი ზღვარი. პაციენტები, რომლებსაც ძვირადღირებული აპარატები სჭირდებათ, მათ უფასოდ იღებენ.
მანამდე მოქალაქეთა მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას შეეძლო მიეღო გულის სპეციალური აპარატურა – პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს, სტუდენტებს.
მოქალაქეები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობენ, კლინიკებს მხოლოდ სამედიცინო მომსახურების საფასურს გადაუხდიან, რომელიც, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის თანახმად, მთლიანი ღირებულების 0-დან 30%-მდე მერყეობს.
როგორ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს კლინიკები საქართველოში - ჯანდაცვის მინისტრი>>>
საუბარია იმპლანტირებად კარდიოვერტერ-დეფიბრილატორზე, რომელსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია. ეს მოწყობილობა იმპლანტირდება სხეულში და კარდიოვერსიის, დეფიბრილაციისა და გულის სტიმულირების შესრულების უნარი გააჩნია. მოწყობილობას სიცოცხლისთვის საშიში გულის არითმიების უმრავლესობის გამოსწორება შეუძლია.
ეს აპარატი რთული არითმიების დროს ეფექტური საშუალებაა და ადამიანს მოულოდნელი სიკვდილისგან იცავს. მას „ჩაშენებულ რეანიმატოლოგს“ უწოდებენ, რომელიც სიცოცხლის გადარჩენის პროცედურებს ავტომატურ რეჟიმში ატარებს. უმტკივნეულო ელექტრონული იმპულსების გამოცემას ის გულის რიტმის უმნიშვნელო დარღვევის დროსაც კი იწყებს. საჭიროების შემთხვევაში კი „ჭკვიანი აპარატი“ მუშაობის უფრო ძლიერ რეჟიმზე გადადის და აღადგენს გულის რიტმს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 2022 წლიდან გულის თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტების დაფინანსების პროცესი გახდა უფრო მარტივი და სწრაფი. 100%-ით ფინანსდებიან: 18 წლამდე პირები, სოციალურად დაუცველები, დევნილები, საპენსიო ასაკის ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანები. სხვა მოქალაქეებისთვის კი მოქმედებს თანადაფინანსება 70-90%-ის ოდენობით.
გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა ორ მიმართულებას მოიცავს - კათეტერიზაციასა და ქირურგიას. დაფინანსება ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, კერძო სადაზღვევო პროგრამაში ჩართულ პირებზე. სახელმწიფო პროგრამაში შესული ცვლილებების შემდეგ უკვე ჩატარდა 125 ოპერაცია, რაც სახელმწიფომ მილიონზე მეტი ლარით დააფინანსა.
საქართველოში უპრეცედენტო კარდიოქირურგიული პროექტი დაიწყო>>>
2022 წლიდან მოიხსნა რადიოსიხშირულ აბლაციაზე მოქმედი შეზღუდვები. ეს არის გულის რიტმის გარკვეული ტიპის დარღვევის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მეთოდი.
შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებით უფრო მეტი ადამიანი შეძლებს აბლაციის ჩატარებას, იზრდება მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე წვდომა და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნლოვნად გაუმჯობესდება.
ამ ცვლილებების წყალობით სულ უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ამ პროცედურის ჩატარებას, აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში და აცხადებენ, რომ იზრდება მოქალაქეების ხელმისაწვდომობა მაღალი დონის ჯანდაცვაზე.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანასდება გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0