საქართველოში უპრეცედენტო კარდიოქირურგიული პროექტი დაიწყო

© photo: Sputnik / Shley / გადასვლა მედიაბანკშიგულის ოპერაცია
გულის ოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები კარდიოვერტერ–დეფიბრილატორს იმპლანტაციისთვის უფასოდ მიიღებენ.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოში საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უპრეცედენტო კარდიოქირურგიული პროექტი დაიწყო, რომელიც საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სპეციალური აპარატების გაცემას გულისხმობს, იუწყება ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

საქართველო 2,5 მილიონი ლარის დეფიბრილატორებს შეისყიდის>>

საუბარია იმპლანტირებად კარდიოვერტერ-დეფიბრილატორზე, რომელსაც გულ–სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია. ეს მოწყობილობა იმპლანტირდება სხეულში და კარდიოვერსიის, დეფიბრილაციისა და გულის სტიმულირების შესრულების უნარი გააჩნია. მოწყობილობას სიცოცხლისთვის საშიში გულის არითმიების უმრავლესობის გამოსწორება შეუძლია.

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
კორონავირუსმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შოკში ჩააგდო

ექიმი შესაბამისი ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კონკრეტულ პაციენტზე ელექტრონულ განაცხადს გააკეთებს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტო დააკმაყოფილებს განაცხადს და აპარატს სამედიცინო დაწესებულებისთვის დანიშნულების ადგილზე უფასოდ მიიტანს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ეს აპარატი რთული არითმიების დროს ეფექტური საშუალებაა და ადამიანს მოულოდნელი სიკვდილისგან იცავს. მას „ჩაშენებულ რეანიმატოლოგს“ უწოდებენ, რომელიც სიცოცხლის გადარჩენის პროცედურებს ავტომატურ რეჟიმში ატარებს. უმტკივნეულო ელექტრონული იმპულსების გამოცემას ის გულის რიტმის უმნიშვნელო დარღვევის დროსაც კი იწყებს. საჭიროების შემთხვევაში კი „ჭკვიანი აპარატი“ მუშაობის უფრო ძლიერ რეჟიმზე გადადის და აღადგენს გულის რიტმს.

ეს ამერიკული მოწყობილობაა, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი კლინიკების სპეციალისტების დადებითი შეფასება მიიღო.

აპარატების რაოდენობა საქართველოსთვის პაციენტების ბოლო წლების სტატისტიკით განისაზღვრა. ერთი წლის მარაგი უკვე საქართველოშია და აუცილებლობის შემთხვევაში ეს მარაგი ავტომატურად შეივსება.

ჯანდაცვის მინისტრი კლინიკებისა და ახალი ტარიფების შესახებ>>

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების პაციენტებისთვის უფასოდ გადაცემის პროექტი მთავრობის 520-ე დადგენილებას უკავშირდება, რომელიც ჯანდაცვის სექტორის გრძელვადიან განვითარებასა და გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ცვლილებების თანახმად, სამედიცინო მომსახურების ფასები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში გათანაბრდა. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა პაციენტების მხრიდან გადასახდელი თანხის წილი. შედეგად – თანხა, რომელსაც პაციენტები საკუთარი ჯიბიდან იხდიდნენ კარდიოქირურგიული მომსახურებისთვის, 2,5 მლნ ლარით შემცირდა.

ექთანი ამზადებს წვეთოვანს - Sputnik საქართველო
საქართველოში სოფლის ექიმებისთვის ონლაინ-პლატფორმა შეიქმნა

მოქალაქეებმა კლინიკას სამედიცინო მომსახურების მხოლოდ ნაწილი უნდა გადაუხადონ, რაც, სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, 0-დან 20%-მდე მერყეობს.

საქართველოში 520-ე დადგენილებამ 2020 წლის დასაწყისში აჟიოტაჟი გამოიწვია. მის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტარიფების ერთიანი სისტემა ამოქმედდა. სიახლე პირველ ეტაპზე რეანიმაციულ გაყოფილებებსა და კარდიოქირურგიას შეეხო. სიახლე ეხება იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართული. დადგენილების გამოცემის შემდეგ გარკვეულ კლინიკებს პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა იმ ტარიფებით უწევთ, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა.

კლინიკების უმრავლესობა სამინისტროს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა. მათი ხელმძღვანელების განცხადებით, ერთიანი ტარიფები სამედიცინო დაწესებულებებს მძიმე ფინანსურ პირობებში აყენებს და აუარესებს პაციენტების მომსახურებას.

კლინიკებში აცხადებენ, რომ 520-ე დადგენილების გამო უკვე მოუწიათ თანამშრომლებისთვის ხელფასის 25–30%-ით შემცირება, ასევე კადრების შემცირება და ამ პირობებში მათი მუშაობა სულ უფრო მძიმე ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0