საქართველოში სოფლის ექიმებისთვის ონლაინ-პლატფორმა შეიქმნა

© photo: Sputnik / Nikolay Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშიექთანი ამზადებს წვეთოვანს
ექთანი ამზადებს წვეთოვანს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ონლაინ სამედიცინო მომსახურების სერვისთან წვდომა სოფლის მოსახლეობასაც ექნება - ინტერნეტიზაცია და სოფლის ექიმებისთვის სპეციალური პლატფორმის შექმნა კორონავირუსთან ბრძოლას რეგიონებშიც უფრო ეფექტურს გახდის

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სოფლის ექიმებისთვის სპეციალური ონლაინ-პლატფორმა შექმნა.

საქართველოში ონლაინ–კლინიკების რაოდენობა გაიზარდა – ჯანდაცვის უწყება >>

ვებგვერდი შეიქმნა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ეფექტური მართვის მიზნით და სოფლის მოსახლეობისთვის პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების მეტი ხელმისაწვდომობისთვის. პლატფორმა შეიქმნა გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო განვითარების ამერიკის სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ზურაბ ანდღულაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფელ გალავნის ამბულატორიას ესტუმრა და ადგილობრივ ექიმებს სიახლეები პირადად გააცნო.

ექიმები - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი – ექიმების გარეშე არ დავრჩებით

როგორც ზურაბ ანდღულაძემ აღნიშნა, ახალი ცენტრალიზებული ონლაინ პლატფორმა ექიმთა შეტყობინების ცენტრი გახდება, რომლის საშუალებითაც სოფლის ექიმები უწყვეტ რეჟიმში გაეცნობიან ახალ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს, მიიღებენ ინფორმაციას მოსალოდნელი ვაქცინაციებისა თუ სქრინინგების შესახებ, ჩაატარებენ პაციენტთა ონლაინ კონსულტაციებს და მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციებში.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაეროს ბავშვთა ფონდისა და USAID-ის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 1000 სოფლის ამბულატორიის ინტერნეტიზაციას ახორციელებს. ასევე, სოფლის ექიმებს გადაეცემათ კომპიუტერები მუდმივი ონლაინ-კონტაქტისთვის პაციენტებსა და კოლეგებთან, ასევე ცენტრალურ ოფისთან.

ასევე, კორონავირუსის შემთხვევების მართვის მიმართულებით, ჩეხეთის ორგანიზაცია „კარიტასთან“ პარტნიორობით, იგეგმება პირველადი ჯანდაცვის 1300 მედიკოსის მომზადება, რაც საბოლოო ჯამში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ყველა ახალი ამბავი
0