საქართველო-თურქეთის საზღვარზე მიგრანტი უკანონოდ გადაჰყავდათ: დაკავებულია სამი პირი

© Sputnik / STRINGERსაბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“
საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“ - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2022
გამოწერა
დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე სამი პირი, მათ შორის ერთი თურქეთის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები თურქეთის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველო-თურქეთის საზღვარზე სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქის უკანონოდ გადაყვანას შეეცადნენ.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-პრიმა მუხლით ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0