„ნაცმოძრაობა" „ქართული ოცნების" პოლიტიკის წყალობით დასუსტდა - ირაკლი კობახიძე

© press-service of the Tbilisi CIty Hallირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2022
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკუთარი წარსულის მძევლები არიან, ამიტომ ფეხზე ადგომა გაუჭირდებათ, დარწმუნებულია მმართველი პარტიის თავმჯდომარე.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თანდათანობით სუსტდება, რასაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის პოლიტიკამ, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციურ პარტიაში არსებული პრობლემები განსჯის თემა გახდა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადების შემდეგ, რომელმაც თავდაცვის ექს-მინისტრს, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის" დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს ღიად უწოდა ოლიგარქი და აღნიშნა, რომ მისი ფიგურა საზიანოა დღევანდელი ოპოზიციისთვის. დღეს ხელისუფლების ოპონენტებს შორის არიან არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ „მოოლიგარქო ტიპაჟები", თქვა მან.

„ჩვენ საზოგადოებას დავპირდით ამ ბოლო არჩევნების წინ, რომ ყველაფერს გავაკეთებდით „ნაცმოძრაობის" საბოლოოდ გასანეიტრალებლად და ამ კუთხით ძალიან კარგი ტენდენციით ვითარდება პროცესები", – განაცხადა კობახიძემ PalitraNews-ის ეთერში

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ვა-ბანკზე წავიდა, და მათ ჰქონდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის პროვოკაციული მცდელობა.
„რა თქმა უნდა, ამის მხილებაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო „ნაცმოძრაობის" დასუსტებას. პარტიის რეიტინგი არის სერიოზულად დაცემული, აქვთ შიდა კონფლიქტები, შიდა პრობლემები, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ხელი შევუწყვეთ ჩვენი სათანადო პოლიტიკით", – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ "ნაცმოძრაობის“ ოთხი მთავარი პრობლემა დაასახელა.
„სხვადასხვა ფორმის კრიზისი აქვთ მათ. ერთ-ერთი მთავარი არის ინტელექტუალური კრიზისი. არის ინტელექტის სერიოზული დეფიციტი, ასეთ პირობებში მარტივია ინტრიგების ჩახლართვაც", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მეორე პრობლემაა პარტიის ოლიგარქიზაცია.
ოხანაშვილი: კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ ოლიგარქია>>
„ანუ დღეს არის ორი მთავარი ოლიგარქი დიდი ფულით, ესენი არიან სააკაშვილი და კეზერაშვილი, რომლებიც ფულის გამოყენებით მართავენ იქ ვითარებას", – განაცხადა კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფორმალურად პარტიას არ უკავშირდება, რადგან უკვე დიდი ხანია აღარ არის საქართველოს მოქალაქე. უცხოეთში ყოფნის მრავალი წლის განმავლობაში ის პარტიის იდეური სულისჩამდგმელი იყო. ერთი წლის წინ ის სამშობლოში დაბრუნდა და მას შემდეგ პატიმრობაშია.
რაც შეეხება კეზერაშვილს, ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია. მმართველი პარტიის ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ ის აფინანსებს ქართველ ოპოზიციონერებს თავის დროზე მოპარული ფულით.
„მესამე პრობლემა არის არაფორმალური მმართველობა. ფორმალური თავმჯდომარე არის ნიკანორ მელია, რეალურად ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელის ბიჭია, თუ როგორც არის, კეზერაშვილი, ისტორიულად როგორც იყო, მისი მოლარეა", – დასძინა კობახიძემ.
მისი თქმით, კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის" წარსულია.

„ისინი არიან საკუთარი წარსულის მძევლები. მათ ჰქონდათ სისხლიანი კრიმინალური წარსული... ასეთ ვითარებაში მათ, რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ ფეხზე დადგომა", – განაცხადა კობახიძემ.

ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს, მიიჩნევენ "ქართულ ოცნებაში". მათივე ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
კობახიძე: „ნაცმოძრაობის" დასუსტებით გაძლიერდება საქართველოს პოლიტიკური სისტემა>>
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის ამისთვის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.
კეზერაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარტიის პოლიტიკა არ აინტერესებს და არასდროს ჩარეულა და არც აპირებს ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში ჩარევას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ იტყვის უარს ხელისუფლების წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე და გააგრძელებს სამოქალაქო სექტორისა და მასმედიის მხარდაჭერას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0