https://sputnik-georgia.com/20220929/oxanasvili-kezerasvilma-daadastura-rom-oligarqia-270891156.html
ოხანაშვილი: კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ ოლიგარქია
ოხანაშვილი: კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ ოლიგარქია
Sputnik საქართველო
„ნაციონალურ მოძრაობაში" კეზერაშვილის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ 29.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-29T23:14+0400
2022-09-29T23:14+0400
2022-09-29T23:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24421/25/244212583_0:108:2049:1260_1920x0_80_0_0_be400c27d82c0c0d3f6c50ef1f6693af.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა აღიარა, რომ ოლიგარქია, - ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.მანამდე კეზერაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარტიის პოლიტიკა არ აინტერესებს და არასდროს ჩარეულა და არც აპირებს ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში ჩარევას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ იტყვის უარს ხელისუფლების წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე და გააგრძელებს სამოქალაქო სექტორისა და მედიის მხარდაჭერას.დეოლიგარქიზაცია არის ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. მმართველმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ აპირებს დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის დანერგვას მცირედი შესწორებებით.ოხანაშვილის თქმით, კეზერაშვილმა თავისი აღიარებით და განცხადებით დააკმაყოფილა უკრაინული მოდელის ყველა ის კომპონენტი, რითაც პირები ოლიგარქებად ფასდებიან.„ამაზე მეტი აღიარებით ჩვენებას ალბათ ვერავინ ვერ ისურვებდა. ეს დაადასტურა თვითონაც და ეს დაადასტურა „ნაციონალური მოძრაობის“ მთელმა წარმომადგენლობამ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.რა შემთხვევაში მიიღებენ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს? - პაპუაშვილის განმარტება >>ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. მელიამ დასძინა, რომ დღეს ხელისუფლების ოპონენტებს შორის არიან არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ „ოლიგარქის მსგავსი პერსონაჟებიც“.ოხანაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის“ წევრები კეზერაშვილთან დაკავშირებით თავად გაიშიფრნენ, რითაც მმართველი გუნდის პოზიციები გაამყარეს.„მაგალითად, მელიამ ახსენა, რომ მას არ სურს ოლიგარქებთან თანამშრომლობა. პრაქტიკულად, მან მინიშნება გააკეთა პირდაპირ კეზერაშვილთან მიმართებაში. ამ განცხადების გაკეთებიდან მალევე მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ ის პირები, რომლებიც როგორც ჩანს, პირდაპირ მსუყედ ფინანსდებიან, გამოვიდნენ და დაიწყეს კეზერაშვილზე საუბარი. თვითონვე გახსნეს ყველა კარტი“, - აღნიშნა დეპუტატმა.მელია VS კეზერაშვილი - ვინ ვერ ეწერება „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშის ახალ წესებში >>თუ მმართველ პარტიაში მხოლოდ ვარაუდობდნენ, რომ აქ იგულისხმებოდა კეზერაშვილი, თვითონვე გამოვიდნენ და მარტივად გაიშიფრნენ, როდესაც დაუწყეს დაცვა, რომ ეს ადამიანი ოლიგარქი არ არის.„ასეთ აბსურდამდე მივიდნენ ეს ხალხი, რომ გადაფარებული არიან, რომ კეზერაშვილი ოლიგარქად როგორმე არ შეფასდეს. თუმცა ფაქტია, რომ თვითონვე ადასტურებს თავის ოლიგარქობას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.ამასთან, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კეზერაშვილის განცხადებაზე კომენტარისგან თავს იკავებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, მისი ნებისმიერი კომენტარი ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებდა.მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს. საპასუხოდ კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის თანაპარტიელებმა – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ გააკრიტიკეს.ოპოზიციური ტელეკომპანია Formula-ს დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი საქართველოში არ იმყოფება. მასზე შიდასახელმწიფო ძებნაა გამოცხადებული. მმართველი პარტიის ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ ის ქართველ ოპოზიციონერებს თავის დროზე მოპარული ფულით აფინანსებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24421/25/244212583_112:0:1935:1367_1920x0_80_0_0_61d64de35cdbc5f59f7c223a0360bcc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ოხანაშვილი: კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ ოლიგარქია
„ნაციონალურ მოძრაობაში" კეზერაშვილის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ
თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა აღიარა, რომ ოლიგარქია, - ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მანამდე კეზერაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარტიის პოლიტიკა არ აინტერესებს და არასდროს ჩარეულა და არც აპირებს ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში ჩარევას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ იტყვის უარს ხელისუფლების წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე და გააგრძელებს სამოქალაქო სექტორისა და მედიის მხარდაჭერას.
„კეზერაშვილი ამ განცხადებით თავადვე ადასტურებს იმას, რომ ეს ადამიანი ჩაფლულია პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკურ ცხოვრებაში. გავლენას ახდენს კონკრეტულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებზე და მის მიერ მართული ტელევიზია, პოლიტიკური ტელევიზიაა. თავადვე ადასტურებს ამ ყველაფრით, იმასაც, რომ წარმოადგენს ოლიგარქს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოხანაშვილმა.
დეოლიგარქიზაცია არის ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. მმართველმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ აპირებს დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის დანერგვას მცირედი შესწორებებით.
ოხანაშვილის თქმით, კეზერაშვილმა თავისი აღიარებით და განცხადებით დააკმაყოფილა უკრაინული მოდელის ყველა ის კომპონენტი, რითაც პირები ოლიგარქებად ფასდებიან.
„ამაზე მეტი აღიარებით ჩვენებას ალბათ ვერავინ ვერ ისურვებდა. ეს დაადასტურა თვითონაც და ეს დაადასტურა „ნაციონალური მოძრაობის“ მთელმა წარმომადგენლობამ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. მელიამ დასძინა, რომ დღეს ხელისუფლების ოპონენტებს შორის არიან არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ „ოლიგარქის მსგავსი პერსონაჟებიც“.
ოხანაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის“ წევრები კეზერაშვილთან დაკავშირებით თავად გაიშიფრნენ, რითაც მმართველი გუნდის პოზიციები გაამყარეს.
„მაგალითად, მელიამ ახსენა, რომ მას არ სურს ოლიგარქებთან თანამშრომლობა. პრაქტიკულად, მან მინიშნება გააკეთა პირდაპირ კეზერაშვილთან მიმართებაში. ამ განცხადების გაკეთებიდან მალევე მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ ის პირები, რომლებიც როგორც ჩანს, პირდაპირ მსუყედ ფინანსდებიან, გამოვიდნენ და დაიწყეს კეზერაშვილზე საუბარი. თვითონვე გახსნეს ყველა კარტი“, - აღნიშნა დეპუტატმა.
თუ მმართველ პარტიაში მხოლოდ ვარაუდობდნენ, რომ აქ იგულისხმებოდა კეზერაშვილი, თვითონვე გამოვიდნენ და მარტივად გაიშიფრნენ, როდესაც დაუწყეს დაცვა, რომ ეს ადამიანი ოლიგარქი არ არის.
„ასეთ აბსურდამდე მივიდნენ ეს ხალხი, რომ გადაფარებული არიან, რომ კეზერაშვილი ოლიგარქად როგორმე არ შეფასდეს. თუმცა ფაქტია, რომ თვითონვე ადასტურებს თავის ოლიგარქობას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ამასთან, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კეზერაშვილის განცხადებაზე კომენტარისგან თავს იკავებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, მისი ნებისმიერი კომენტარი ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებდა.
„თავს შევიკავებ ყოველგვარი შიდა ოპოზიციური პოლიტიკური განცხადებებისგან. ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები და გამწვავებები კიდევ უფრო დააზიანებს საერთო მიზანს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოიძემ.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს. საპასუხოდ კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის თანაპარტიელებმა – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ გააკრიტიკეს.
ოპოზიციური ტელეკომპანია Formula-ს დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი საქართველოში არ იმყოფება. მასზე შიდასახელმწიფო ძებნაა გამოცხადებული. მმართველი პარტიის ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ ის ქართველ ოპოზიციონერებს თავის დროზე მოპარული ფულით აფინანსებს.