თეა წულუკიანმა მთავარ ოპოზიციურ პარტიაში „კატასტროფის" მიზეზები დაასახელა

© photo: Sputnik / Stringerთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
გამოწერა
გაკოტრებულმა რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი თავი საბოლოოდ ამოწურა, მიაჩნია კულტურის მინისტრს.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კატასტროფის ზღვარზეა ნიკა მელიას დამსახურებით, რომელმაც ვერ შეძლო გუნდის ლიდერად გახდომა, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ოპოზიციურ პარტიაში არსებული პრობლემები განსჯის თემა გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადების შემდეგ, რომელმაც თავდაცვის ექს-მინისტრს, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის" დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს ღიად უწოდა ოლიგარქი და აღნიშნა, რომ მისი ფიგურა საზიანოა დღევანდელი ოპოზიციისთვის. დღეს ხელისუფლების ოპონენტებს შორის არიან არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ „ოლიგარქის მსგავსი პერსონაჟებიც“, თქვა მან.

„თქვენი ნებართვით ნიკა მელიაზე ნიანგის ცრემლებით არ ვისაუბრებ, რადგანაც მის ირგვლივ ხდება ის, რაც დაიმსახურა – მან ლიდერად ჩამოყალიბება ვერ შეძლო. ამიტომ ისინი კატასტროფის ზღვარზე არიან, რასაც ყველა ვუყურებთ – ზოგი სიხარულით, ზოგიც წუხილით“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ის, რასაც ვხედავთ, არის „საბოლოოდ განადგურებული რადიკალური ოპოზიციის და, პირველ რიგში, „ნაცმოძრაობის“ რიგები“. თუმცა, „ნაცმოძრაობაში“ არ იგულისხმება მხოლოდ ერთი პარტია, დაამატა წულუკიანმა.
„მთელი ეს დაჯგუფებები რეალურად უკვე იმყოფებიან საბოლოოდ განლევის რეჟიმში, ასევე ერთმანეთთან დაპირისპირებაში. როგორც ჩანს, ოლიგარქი კეზერაშვილი ამ პროცესებში ცდილობს ხელი მოითბოს, რადგან აქვს სხვებზე მეტი ფინანსური რესურსი“, – განაცხადა მინისტრმა.
გაკოტრებულმა რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი თავი საბოლოოდ ამოწურა, მიაჩნია წულუკიანს.
„ეს ქვეყნისთვის და მისი პოლიტიკური განვითარებისთვის კარგი არ არის. თუმცა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში რადიკალურ დღის წესრიგს არ აქვს არავითარი პერსპექტივა“, – განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.
კეზერაშვილი ქართულ ოპოზიციას მოპარული ფულით აკონტროლებს - დეპუტატი>>>
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გასულ კვირაში განაცხადა.
კობახიძის ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის თანაპარტიელებმა – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ გააკრიტიკეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0