https://sputnik-georgia.com/20220928/kezerasvili-qartul-opozicias-moparuli-fulit-akontrolebs-270855582.html
კეზერაშვილი ქართულ ოპოზიციას მოპარული ფულით აკონტროლებს - დეპუტატი
კეზერაშვილი ქართულ ოპოზიციას მოპარული ფულით აკონტროლებს - დეპუტატი
Sputnik საქართველო
პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს აფინანსებს. 28.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-28T20:29+0400
2022-09-28T20:29+0400
2022-09-28T23:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24612/07/246120725_0:0:2972:1673_1920x0_80_0_0_1245d230d73ca2f396d22239e733097a.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი სახელმწიფოსგან მოპარულ ფულს ოპოზიციის გასაკონტროლებლად იყენებს, განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა.ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. მელიამ დასძინა, რომ დღეს ხელისუფლების ოპონენტებს შორის არიან არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ „ოლიგარქის მსგავსი პერსონაჟებიც“.თუ პირდაპირ ჩავწერთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში სახელსა და გვარს - დავით კეზერაშვილი, ამასთან დაკავშირებით კითხვები არავის გაუჩნდება, აღნიშნა მან.კეზერაშვილის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არ ეთანხმებიან პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.„დავით კეზერაშვილის მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოიფარგლება იმ დამოუკიდებელი ტელევიზიის მხარდაჭერით, რომლის შესახებაც ყველასთვის ცნობილია. შესაბამისად, მისი მონაწილეობა დემოკრატიის განვითარებასა და დაცვაში მხოლოდ ამით შემოიფარგლება“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.ამასთან, დეპუტატმა დაამატა, რომ კეზერაშვილი არ არის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.ამასობაში „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ კეზერაშვილი აფინანსებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, კერძოდ, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს.რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის თანაპარტიელებმა – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ გააკრიტიკეს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24612/07/246120725_243:0:2972:2047_1920x0_80_0_0_ad1764049396d89d186db2f648ab7efb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება
კეზერაშვილი ქართულ ოპოზიციას მოპარული ფულით აკონტროლებს - დეპუტატი
20:29 28.09.2022 (განახლებულია: 23:05 28.09.2022) პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს აფინანსებს.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი სახელმწიფოსგან მოპარულ ფულს ოპოზიციის გასაკონტროლებლად იყენებს, განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა.
ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. მელიამ დასძინა, რომ დღეს ხელისუფლების ოპონენტებს შორის არიან არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ „ოლიგარქის მსგავსი პერსონაჟებიც“.
„ჩვენ გვაქვს პირდაპირი მტკიცებულებები იმისა, რომ ადამიანი, რომელმაც სახელმწიფოს ფული მოპარა, რომლის წინააღმდეგაც არაერთი საქმეა აღძრული კორუფციაში ბრალდებით, ამ ფულს უკვე უკან აბრუნებს, უკანონოდ ატრიალებს ქართულ პოლიტიკაში და ამით ცდილობს აკონტროლოს ოპოზიციური ველი“, – განაცხადა ამილახვარმა.
თუ პირდაპირ ჩავწერთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში სახელსა და გვარს - დავით კეზერაშვილი, ამასთან დაკავშირებით კითხვები არავის გაუჩნდება, აღნიშნა მან.
კეზერაშვილის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არ ეთანხმებიან პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.
„დავით კეზერაშვილის მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოიფარგლება იმ დამოუკიდებელი ტელევიზიის მხარდაჭერით, რომლის შესახებაც ყველასთვის ცნობილია. შესაბამისად, მისი მონაწილეობა დემოკრატიის განვითარებასა და დაცვაში მხოლოდ ამით შემოიფარგლება“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა დაამატა, რომ კეზერაშვილი არ არის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.
ამასობაში „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ კეზერაშვილი აფინანსებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, კერძოდ, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს.
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის თანაპარტიელებმა – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ გააკრიტიკეს.