https://sputnik-georgia.com/20220929/daraxvelize-larsis-gamsveb-punqtze-vitarebas-vakontrolebt-270884633.html
დარახველიძე: ლარსის გამშვებ პუნქტზე ვითარებას ვაკონტროლებთ
დარახველიძე: ლარსის გამშვებ პუნქტზე ვითარებას ვაკონტროლებთ
Sputnik საქართველო
რუსეთთან საზღვარზე იმყოფებიან პოლიციისა და სუსის ქვედანაყოფები. 29.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-29T19:30+0400
2022-09-29T19:30+0400
2023-08-23T09:04+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458313_184:236:1280:852_1920x0_80_0_0_e191e56b4a69ab80c00d042dba3bb618.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, ლარსის გამშვებ პუნქტზე ვითარებას ვაკონტროლებთ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.შსს-ს ბოლო მონაცემებით, 17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით 78 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 51 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა.დარახველიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული.საქართველო-რუსეთის საზღვარზე ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტია „დარიალი“ (რუსეთის მხრიდან - „ზემო ლარსი“). სამშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეები სწორედ ამ გამშვები პუნქტის გავლით შემოდიან.საქართველოში რუსეთიდან მოხვედრა ასევე შესაძლებელია თვითმფრინავით მესამე ქვეყნებიდან, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არსებობს.საქართველოში რუსეთიდან ათ დღეში 80 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა>>რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთში 21 სექტემბრიდან ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. ამის შემდეგ მალევე საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქართველოში შემოსვლის მსურველთა მრავალკილომეტრიანი ავტომობილების რიგი გაჩნდა.ამ ფონზე რუსეთთან საზღვრის დაკეტვის და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოსახლეობის ნაწილი. საქართველოს ხელისუფლება ამას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ქვეყანაში რუსეთიდან შემომსვლელთა ნაკადი, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458313_195:242:1008:852_1920x0_80_0_0_e4aab69bc97293addf42e64de5809f5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დარახველიძე: ლარსის გამშვებ პუნქტზე ვითარებას ვაკონტროლებთ
19:30 29.09.2022 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) რუსეთთან საზღვარზე იმყოფებიან პოლიციისა და სუსის ქვედანაყოფები.
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, ლარსის გამშვებ პუნქტზე ვითარებას ვაკონტროლებთ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
შსს-ს ბოლო მონაცემებით, 17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით 78 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 51 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა.
დარახველიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
„კერძოდ, ხდება თითოეული ადამიანის შესწავლა, აკმაყოფილებს თუ არა ის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე არის ინფორმაციები ამა თუ იმ პირის შესახებ, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას. მათ საზღვრის გადმოკვეთაზე, ბუნებრივია, უარს ეუბნებიან“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საქართველო-რუსეთის საზღვარზე ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტია „დარიალი“ (რუსეთის მხრიდან - „ზემო ლარსი“). სამშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეები სწორედ ამ გამშვები პუნქტის გავლით შემოდიან.
საქართველოში რუსეთიდან მოხვედრა ასევე შესაძლებელია თვითმფრინავით მესამე ქვეყნებიდან, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არსებობს.
რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთში 21 სექტემბრიდან ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. ამის შემდეგ მალევე საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქართველოში შემოსვლის მსურველთა მრავალკილომეტრიანი ავტომობილების რიგი გაჩნდა.
ამ ფონზე რუსეთთან საზღვრის დაკეტვის და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოსახლეობის ნაწილი. საქართველოს ხელისუფლება ამას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ქვეყანაში რუსეთიდან შემომსვლელთა ნაკადი, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.