https://sputnik-georgia.com/20220926/ocneba-nacmozraobas-deoligarqizaciasi-daexmareba-270789505.html
„ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ დეოლიგარქიზაციაში დაეხმარება - დეპუტატი
„ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ დეოლიგარქიზაციაში დაეხმარება - დეპუტატი
Sputnik საქართველო
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ლიდერებს შორის კეზერაშვილის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა „ქართულ ოცნებაში“ შეაფასეს როგორც სერიოზული დაპირისპირება. 26.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-26T21:09+0400
2022-09-26T21:09+0400
2022-09-26T22:26+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1a/262393461_0:216:2304:1512_1920x0_80_0_0_f5c151cffab583dbe4890da77802f4a9.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ და გაათავისუფლებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის გავლენისგან, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული ვითარება ქვეყანაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ლიდერებს შორის კეზერაშვილის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა „ქართულ ოცნებაში“ შეაფასეს, როგორც სერიოზული დაპირისპირება, რომელიც საბოლოო ჯამში ოპოზიციურ პარტიაში განხეთქილებას გამოიწვევს.დეოლიგარქიზაცია არის ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. მმართველმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ აპირებს მცირედი შესწორებებით დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის დანერგვას.დავითულიანის თქმით, უკრაინის კანონში არის მკაფიო კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება განისაზღვროს, არის თუ არა ადამიანი ოლიგარქი, მათ შორისაა გარკვეული თანხის ფლობა, პარტიებისა და მასმედიის დაფინანსება.როგორც დავითულიანმა აღნიშნა, კეზერაშვილი არსებული ოთხი კრიტერიუმიდან სამს აკმაყოფილებს.„კეზერაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ხალხი ჰყავს ჩასმული და ნიკა მელიაც ამ დაფინანსებას სიამოვნებით იღებდა. ეგუებოდა კეზერაშვილის არაფორმალურ გავლენას, მაგრამ, როგორც ჩანს, დაპირისპირება მოუვიდათ და აღარ უნდა მასთან პარტიული თვალსაზრისით შემჩნეული იყოს. ამას მისი პარტიის ნაწილი ეწინააღმდეგება. რა ინტერესი აქვს კეზერაშვილს? – რაც მანამდე ჰქონდა, არაფორმალური გავლენებით დიდი ფული იშოვა. ალბათ იმედი აქვს, რომ ეს შესაძლებლობა მომავალშიც მიეცემა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.მმართველი პარტია: „ნაცმოძრაობა" პოლიტიკური რადარებიდან გაქრება>>როგორც მელიამ ამ დღეებში განაცხადა, დღეს ხელისუფლების ოპონენტებს შორის არიან არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ „მოოლიგარქო ტიპაჟები“. მან დასძინა, რომ რაც უფრო შორს იქნება კეზერაშვილი ოპოზიციისგან, მით უკეთესი იქნება მისთვისაც და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც.მელიას სიტყვები არ მოეწონათ მის თანაპარტიელებს, დეპუტატებს ლევან ხაბეიშვილსა და დავით კირკიტაძეს.რატომ თქვა უარი ოპოზიციამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის წარდგენაზე>>ხაბეიშვილი არის დეპუტატი, რომელსაც, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, კეზერაშვილი აფინანსებს. კობახიძის სიტყვებით, დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიამ ამ ფაქტის გამო უკმაყოფილება გამოხატა.ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულის“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი საქართველოში არ იმყოფება. ის სახელმწიფოს მხრიდან ძებნილია. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ კეზერაშვილი ოპოზიციონერებს თავის დროზე ნაძარცვი ფულით აფინანსებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1a/262393461_0:0:2304:1728_1920x0_80_0_0_3ba1f78f10211a9ea06db04425925336.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
„ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ დეოლიგარქიზაციაში დაეხმარება - დეპუტატი
21:09 26.09.2022 (განახლებულია: 22:26 26.09.2022) „ნაციონალურ მოძრაობაში“ ლიდერებს შორის კეზერაშვილის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა „ქართულ ოცნებაში“ შეაფასეს როგორც სერიოზული დაპირისპირება.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ და გაათავისუფლებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის გავლენისგან, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული ვითარება ქვეყანაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ლიდერებს შორის კეზერაშვილის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა „ქართულ ოცნებაში“ შეაფასეს, როგორც სერიოზული დაპირისპირება, რომელიც საბოლოო ჯამში ოპოზიციურ პარტიაში განხეთქილებას გამოიწვევს.
„თუ ვინმეს დეოლიგარქიზაცია სჭირდება, აღმოჩნდა, რომ ეს არის რადიკალური ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“. ამაში აუცილებლად დავეხმარებით, კანონს მივიღებთ და მათ დავით კეზერაშვილის არაფორმალური გავლენისგან გავათავისუფლებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბექა დავითულიანმა.
დეოლიგარქიზაცია არის ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. მმართველმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ აპირებს მცირედი შესწორებებით დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის დანერგვას.
დავითულიანის თქმით, უკრაინის კანონში არის მკაფიო კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება განისაზღვროს, არის თუ არა ადამიანი ოლიგარქი, მათ შორისაა გარკვეული თანხის ფლობა, პარტიებისა და მასმედიის დაფინანსება.
როგორც დავითულიანმა აღნიშნა, კეზერაშვილი არსებული ოთხი კრიტერიუმიდან სამს აკმაყოფილებს.
„კეზერაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ხალხი ჰყავს ჩასმული და ნიკა მელიაც ამ დაფინანსებას სიამოვნებით იღებდა. ეგუებოდა კეზერაშვილის არაფორმალურ გავლენას, მაგრამ, როგორც ჩანს, დაპირისპირება მოუვიდათ და აღარ უნდა მასთან პარტიული თვალსაზრისით შემჩნეული იყოს. ამას მისი პარტიის ნაწილი ეწინააღმდეგება. რა ინტერესი აქვს კეზერაშვილს? – რაც მანამდე ჰქონდა, არაფორმალური გავლენებით დიდი ფული იშოვა. ალბათ იმედი აქვს, რომ ეს შესაძლებლობა მომავალშიც მიეცემა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
როგორც მელიამ ამ დღეებში განაცხადა, დღეს ხელისუფლების ოპონენტებს შორის არიან არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ „მოოლიგარქო ტიპაჟები“. მან დასძინა, რომ რაც უფრო შორს იქნება კეზერაშვილი ოპოზიციისგან, მით უკეთესი იქნება მისთვისაც და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც.
მელიას სიტყვები არ მოეწონათ მის თანაპარტიელებს, დეპუტატებს ლევან ხაბეიშვილსა და დავით კირკიტაძეს.
ხაბეიშვილი არის დეპუტატი, რომელსაც, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, კეზერაშვილი აფინანსებს. კობახიძის სიტყვებით, დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიამ ამ ფაქტის გამო უკმაყოფილება გამოხატა.
ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულის“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი საქართველოში არ იმყოფება. ის სახელმწიფოს მხრიდან ძებნილია. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ კეზერაშვილი ოპოზიციონერებს თავის დროზე ნაძარცვი ფულით აფინანსებს.