https://sputnik-georgia.com/20220919/ratom-tqva-uari-opoziciam-deoligarqizaciis-kanonproeqtis-wardgenaze-270557108.html
რატომ თქვა უარი ოპოზიციამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის წარდგენაზე
რატომ თქვა უარი ოპოზიციამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის წარდგენაზე
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერები, რომლებმაც უარი განაცხადეს ევროკავშირის 12 პირობაზე მუშაობაზე ხელისუფლების გეგმის მიხედვით, პარლამენტში თავიანთი კანონპროექტების ინიცირებას... 19.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-19T17:21+0400
2022-09-19T17:21+0400
2022-09-19T22:13+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/18/250444090_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_aa606ac6154ac51a2ed17a86af605eb3.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციამ, როგორც ჩანს, გაფრთხილება მიიღო თავისი ფინანსური მფარველებისგან, არ შეიმუშაოს კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან" ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.ოპოზიციონერები, რომლებმაც უარი განაცხადეს ხელისუფლების გეგმის მიხედვით ევროკავშირის 12 პირობაზე მუშაობაზე, პარლამენტში თავიანთი კანონპროექტების ინიცირებას სექტემბრის ბოლომდე აპირებენ. უფრო ადრე პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს, სავარაუდოდ, ცალკე არ დაარეგისტრირებენ.ქართული ოპოზიცია და უკრაინის ხელისუფლება საქართველოში ერთადერთ ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს უწოდებს. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ექს-პრემიერი ივანიშვილი პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა.საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ივანიშვილის ჩარევას ქვეყნის მართვის პროცესში. უფრო მეტიც, ხელისუფლებაში ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის ანალოგიური კანონის მიღების შემთხვევაში კანონი თავად ოპოზიციის წარმომადგენლებზე იმოქმედებს.მათ შორის არიან პარტია „ლელოს" ლიდერი, „თიბისი" ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, ერთ-ერთი მდიდარი პოლიტიკოსი საქართველოში, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის" ლიდერი კახა ოქრიაშვილი, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულას" მფლობელი დავით კეზერაშვილი.„ეს მავნებლობაა" - დეპუტატი ოპოზიციაზე>>დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი პუნქტია ევროკავშირის 12 პირობიდან, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს. უფრო ადრე ეს სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს, საქართველოს კი თავის თავზე მუშაობა ურჩიეს.უფრო მეტიც, ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციაში ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე ნათქვამია: „ერთადერთი ოლიგარქი საქართველოში, რომელსაც კრემლთან პირადი და საქმიანი კავშირები აქვს".ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/18/250444090_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_b7d4951885d458e32e8171ee961ee8f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა
რატომ თქვა უარი ოპოზიციამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის წარდგენაზე
17:21 19.09.2022 (განახლებულია: 22:13 19.09.2022) ოპოზიციონერები, რომლებმაც უარი განაცხადეს ევროკავშირის 12 პირობაზე მუშაობაზე ხელისუფლების გეგმის მიხედვით, პარლამენტში თავიანთი კანონპროექტების ინიცირებას აპირებენ.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციამ, როგორც ჩანს, გაფრთხილება მიიღო თავისი ფინანსური მფარველებისგან, არ შეიმუშაოს კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან" ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.
ოპოზიციონერები, რომლებმაც უარი განაცხადეს ხელისუფლების გეგმის მიხედვით ევროკავშირის 12 პირობაზე მუშაობაზე, პარლამენტში თავიანთი კანონპროექტების ინიცირებას სექტემბრის ბოლომდე აპირებენ. უფრო ადრე პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს, სავარაუდოდ, ცალკე არ დაარეგისტრირებენ.
„ეს იმას ნიშნავს, რომ როცა უკრაინული მოდელი დაამუშავეს, მიხვდნენ, რომ კანონის ფარგლებში მათთან დაახლოებული თუ აფილირებული პირები მოხვდებიან, ისინი, ვინც მათ ფინანსურად მხარდაჭერას უცხადებენ. როგორც ჩანს, ამ ადამიანებისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ კანონპროექტი არ მოემზადებინათ. როგორც ჩანს, მათთვის უსიამოვნო აღმოჩნდა იმ კანონის რეგულირების ქვეშ მოქცევა, რომელიც მათ წარმოედგინათ", – განაცხადა ოხანაშვილმა.
ქართული ოპოზიცია და უკრაინის ხელისუფლება საქართველოში ერთადერთ ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს უწოდებს. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ექს-პრემიერი ივანიშვილი პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა.
საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ივანიშვილის ჩარევას ქვეყნის მართვის პროცესში. უფრო მეტიც, ხელისუფლებაში ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის ანალოგიური კანონის მიღების შემთხვევაში კანონი თავად ოპოზიციის წარმომადგენლებზე იმოქმედებს.
მათ შორის არიან პარტია „ლელოს" ლიდერი, „თიბისი" ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, ერთ-ერთი მდიდარი პოლიტიკოსი საქართველოში, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის" ლიდერი კახა ოქრიაშვილი, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულას" მფლობელი დავით კეზერაშვილი.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი პუნქტია ევროკავშირის 12 პირობიდან, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს. უფრო ადრე ეს სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს, საქართველოს კი თავის თავზე მუშაობა ურჩიეს.
უფრო მეტიც, ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციაში ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე ნათქვამია: „ერთადერთი ოლიგარქი საქართველოში, რომელსაც კრემლთან პირადი და საქმიანი კავშირები აქვს".