https://sputnik-georgia.com/20220919/deputati-sarjvelaze-opoziciaze-270548768.html
„ეს მავნებლობაა" - დეპუტატი ოპოზიციაზე
„ეს მავნებლობაა" - დეპუტატი ოპოზიციაზე
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, ასეთი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან უკვე არა მხოლოდ „დესტრუქციულობა ან უბრალოდ არასერიოზულობაა", არამედ „მავნებლობაა, პროცესის დაზიანების სურვილი". 19.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-19T13:07+0400
2022-09-19T13:07+0400
2022-09-19T18:41+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269146043_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_e625f31f902988df3afc1f9eafc4db0f.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების ნაწილის უარის უკან, რომ მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის პირობების შესრულებაში საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, პროცესის დაზიანების სურვილი დგას, განაცხადა დეპუტატმა მმართველი მარტია „ქართული ოცნებიდან" მიხეილ სარჯველაძემ.მმართველი პარტია 1 ივლისიდან მუშაობს ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით. პროცესში, სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხოლოდ ნაწილი მონაწილეობს. პარტიები „ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ლელო საქართველოსთვის", ასევე რიგი დამოუკიდებელი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცალკე მუშაობენ.დეპუტატის თქმით, მსგავსი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან არა უბრალოდ დესტრუქცია, არამედ პროცესის დაზიანების მცდელობაა.ოპოზიციონერები, რომლებმაც ხელისუფლების გეგმის მიხედვით მუშაობაზე უარი განაცხადეს, პარლამენტში საკუთარი კანონპროექტების ინიცირებას აპირებენ სექტემბრის ბოლომდე.„ვაპირებთ, რომ დავაინიციროთ ჩვენი კანონპროექტები... ჩვენ 12-ვე მიმართულებით მზად ვართ, გვაქვს სამოქმედო გეგმა გაწერილი – რომელ კანონპროექტს რომელ პერიოდში დავაინიცირებთ", – განაცხადა „ლელოს" წევრმა ლანა გალდავამ.ოპოზიციონერები ალტერნატიულ ფორმატში თითქმის მთელი ზაფხული მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის 12 პირობის რეალიზაცია და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება საქართველოს ისტორიული შანსი და მთავარი ამოცანაა.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269146043_213:0:1920:1280_1920x0_80_0_0_0c1158f5cf59f6532749752442ae9013.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
„ეს მავნებლობაა" - დეპუტატი ოპოზიციაზე
13:07 19.09.2022 (განახლებულია: 18:41 19.09.2022) დეპუტატის თქმით, ასეთი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან უკვე არა მხოლოდ „დესტრუქციულობა ან უბრალოდ არასერიოზულობაა", არამედ „მავნებლობაა, პროცესის დაზიანების სურვილი".
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების ნაწილის უარის უკან, რომ მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის პირობების შესრულებაში საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, პროცესის დაზიანების სურვილი დგას, განაცხადა დეპუტატმა მმართველი მარტია „ქართული ოცნებიდან" მიხეილ სარჯველაძემ.
მმართველი პარტია 1 ივლისიდან მუშაობს ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით. პროცესში, სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხოლოდ ნაწილი მონაწილეობს. პარტიები „ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ლელო საქართველოსთვის", ასევე რიგი დამოუკიდებელი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცალკე მუშაობენ.
დეპუტატის თქმით, მსგავსი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან არა უბრალოდ დესტრუქცია, არამედ პროცესის დაზიანების მცდელობაა.
„როდესაც ოპოზიცია ხარ და თითქოს გულშემატკივრობ ევროპიზაციას, მაგრამ ევროპიზაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის დეპოლარიზაცია, და ასეთ დროს პროცესს ემიჯნები და მხოლოდ ხელისუფლებას ტოვებ ამ პროცესში სამუშაოდ, რასაკვირველია, ეს მავნებლობაა, პროცესის დაზიანების წინასწარ გამიზნული სურვილი", – განაცხადა სარჯველაძემ გადაცემა „იმედის კვირაში".
ოპოზიციონერები, რომლებმაც ხელისუფლების გეგმის მიხედვით მუშაობაზე უარი განაცხადეს, პარლამენტში საკუთარი კანონპროექტების ინიცირებას აპირებენ სექტემბრის ბოლომდე.
„ვაპირებთ, რომ დავაინიციროთ ჩვენი კანონპროექტები... ჩვენ 12-ვე მიმართულებით მზად ვართ, გვაქვს სამოქმედო გეგმა გაწერილი – რომელ კანონპროექტს რომელ პერიოდში დავაინიცირებთ", –
განაცხადა „ლელოს" წევრმა ლანა გალდავამ.
ოპოზიციონერები ალტერნატიულ ფორმატში თითქმის მთელი ზაფხული მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის 12 პირობის რეალიზაცია და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება საქართველოს ისტორიული შანსი და მთავარი ამოცანაა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.