https://sputnik-georgia.com/20220926/deputati-nacmozraoba-politikuri-radarebidan-gaqreba-270783000.html
მმართველი პარტია: „ნაცმოძრაობა" პოლიტიკური რადარებიდან გაქრება
მმართველი პარტია: „ნაცმოძრაობა" პოლიტიკური რადარებიდან გაქრება
Sputnik საქართველო
როგორც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარეობს ბრძოლა ფინანსებისა და შიდა გავლენების მოსაპოვებლად. 26.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-26T17:50+0400
2022-09-26T17:50+0400
2022-09-26T21:10+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საზოგადოება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1a/263163828_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_dcf187ce71411d4fd27b4db888e9551c.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის ზღვარზეა და მომავალი არჩევნებისთვის გაქრება პოლიტიკური რადარებიდან, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა.ოპოზიციურ პარტიაში არსებული პრობლემები განსჯის თემა გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადების შემდეგ, რომელმაც თავდაცვის ექს-მინისტრს, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს ღიად უწოდა ოლიგარქი და აღნიშნა, რომ მისი ფიგურა საზიანოა დღევანდელი ოპოზიციისთვის.მელიას განცხადება არ მოეწონა პარტიის რამდენიმე ავტორიტეტულ წარმომადგენელს, მათ შორის, დეპუტატებს ლევან ხაბეიშვილსა და დავით კირკიტაძეს.ხოშტარია ოპოზიციას „ურთიერთობებში წესიერებისკენ“ მოუწოდებს>>>როგორც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარეობს ბრძოლა ფინანსებისა და შიდა გავლენების მოსაპოვებლად, რომელიც განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარტიის დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა, მისი თქმით, ქართული პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა.„ნაციონალურ მოძრაობის" შიგნით სერიოზული დაპირისპირების თაობაზე უფრო ადრე განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც. მისი თქმით, კეზერაშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს.მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, აღნიშნული ფაქტი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააპროტესტა. კეზერაშვილმა კი, თავის მხრივ, მელიას მიანიშნა, რომ იგი მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა პარტიის.კობახიძე არ გამორიცხავს, რომ კეზერაშვილი ცდილობს „ნაცმოძრაობის“ შიგნით მეტი ძალაუფლება მოიპოვოს.ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც. მან არასწორი უწოდა მელიას განცხადებას და აღნიშნა, რომ „გულწრფელად წუხს“. ამასთან, მან კეზერაშვილს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი უწოდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1a/263163828_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_c8d1e78b35f6bfa378f7908eb0f75cb0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
მმართველი პარტია: „ნაცმოძრაობა" პოლიტიკური რადარებიდან გაქრება
17:50 26.09.2022 (განახლებულია: 21:10 26.09.2022) როგორც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარეობს ბრძოლა ფინანსებისა და შიდა გავლენების მოსაპოვებლად.
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის ზღვარზეა და მომავალი არჩევნებისთვის გაქრება პოლიტიკური რადარებიდან, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა.
ოპოზიციურ პარტიაში არსებული პრობლემები განსჯის თემა გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადების შემდეგ, რომელმაც თავდაცვის ექს-მინისტრს, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს ღიად უწოდა ოლიგარქი და აღნიშნა, რომ მისი ფიგურა საზიანოა დღევანდელი ოპოზიციისთვის.
მელიას განცხადება არ მოეწონა პარტიის რამდენიმე ავტორიტეტულ წარმომადგენელს, მათ შორის, დეპუტატებს ლევან ხაბეიშვილსა და დავით კირკიტაძეს.
როგორც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარეობს ბრძოლა ფინანსებისა და შიდა გავლენების მოსაპოვებლად, რომელიც განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარტიის დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა, მისი თქმით, ქართული პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა.
„ეს პარტია არა მხოლოდ დაკავებულია სახელმწიფოსთან ბრძოლითა და სახელმწიფო ინსტიტუტების რყევით, არამედ უკვე პარტიის შიგნითაც რამდენიმე დაჯგუფებაა – სააკაშვილის, მელიასი თუ კეზერაშვილის. ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან და უკვე პარტიისთვის იბრძვიან. პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს „ნაცმოძრაობა“ დაშლის პირასაა. მომავალ არჩევნებზე პარტია პოლიტიკური რადარებიდან საერთოდ გაქრება“, – განაცხადა ამილახვარმა.
„ნაციონალურ მოძრაობის" შიგნით სერიოზული დაპირისპირების თაობაზე უფრო ადრე განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც. მისი თქმით, კეზერაშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს.
მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, აღნიშნული ფაქტი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააპროტესტა. კეზერაშვილმა კი, თავის მხრივ, მელიას მიანიშნა, რომ იგი მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა პარტიის.
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ კეზერაშვილი ცდილობს „ნაცმოძრაობის“ შიგნით მეტი ძალაუფლება მოიპოვოს.
ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც. მან არასწორი უწოდა მელიას განცხადებას და აღნიშნა, რომ „გულწრფელად წუხს“. ამასთან, მან კეზერაშვილს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი უწოდა.