https://sputnik-georgia.com/20220926/xoshtaria-opozicias-urtiertobebshi-wesierebisken-mouwodebs-270762118.html
ხოშტარია ოპოზიციას „ურთიერთობებში წესიერებისკენ“ მოუწოდებს
ხოშტარია ოპოზიციას „ურთიერთობებში წესიერებისკენ“ მოუწოდებს
Sputnik საქართველო
„ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული შიდა დაპირისპირება პოლიტიკურ სპექტრში განსჯის საგანი გახდა. 26.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-26T10:00+0400
2022-09-26T10:00+0400
2022-09-26T16:34+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846180_91:301:2400:1600_1920x0_80_0_0_2e825475d7a5fd891a2496be7029fdc8.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა და ოპოზიციას „ურთიერთობებში წესიერებისკენ“ მოუწოდა.გასულ კვირაში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ღიად გააკრიტიკა დავით კეზერაშვილი, მას ოლიგარქი უწოდა და აღნიშნა, რომ ექს-მინისტრის ფიგურა საზიანოა დღევანდელი ოპოზიციისთვის.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, უკვე ნახევარი წელია კეზერაშვილის და მისი მეუღლის ფინანსებით ხდება საქართველოში მყოფი უკრაინელი დევნილების დახმარება.უფრო ადრე, კონკრეტულად, აპრილში ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობას გეგმავს.რამდენიმე წლის წინ კი მელია ამტკიცებდა, რომ „ნაცმოძრაობაში“ ყოფნის პერიოდში კეზერაშვილმა „ძარცვითა და ყაჩაღობით მილიონები იშოვა“ და იგი „ვერცერთ შემთხვევაში ვერ აიღებს ასეთი ადამიანების საქციელზე პასუხისმგებლობას“.დავით კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტს მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში იკავებდა. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ექს-მინისტრმა საქართველო დატოვა. კეზერაშვილი ისრაელის მოქალაქეა, ცხოვრობს ლონდონში და ბიზნესით არის დაკავებული. რამდენიმე წელია ყოფილი თავდაცვის მინისტრი ტელეარხ „ფორმულას" აფინანსებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846180_307:287:2058:1600_1920x0_80_0_0_2d3a31cebd7d8ab7232fc61ec8bd39f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ხოშტარია ოპოზიციას „ურთიერთობებში წესიერებისკენ“ მოუწოდებს
10:00 26.09.2022 (განახლებულია: 16:34 26.09.2022) „ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული შიდა დაპირისპირება პოლიტიკურ სპექტრში განსჯის საგანი გახდა.
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა და ოპოზიციას „ურთიერთობებში წესიერებისკენ“ მოუწოდა.
გასულ კვირაში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ღიად გააკრიტიკა დავით კეზერაშვილი, მას ოლიგარქი უწოდა და აღნიშნა, რომ ექს-მინისტრის ფიგურა საზიანოა დღევანდელი ოპოზიციისთვის.
„მე ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ დავით კეზერაშვილთან. ასევე ვიქნები მათი პარტნიორი, ვინც ბიძინას წინააღმდეგ იქნება. არც კეზერაშვილი, არც სხვა არ იქნება ოლიგარქი, რადგან არავის ჭკუაზე არ ვივლი და ყველაფერს ჩემი ფასეულობებით გადავწყვეტ. მოკლედ, საქმეს მივხედოთ და ურთიერთობაში წესიერება შევინარჩუნოთ“, – დაწერა ხოშტარიამ სოციალურ ქსელში.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, უკვე ნახევარი წელია კეზერაშვილის და მისი მეუღლის ფინანსებით ხდება საქართველოში მყოფი უკრაინელი დევნილების დახმარება.
უფრო ადრე, კონკრეტულად, აპრილში ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობას გეგმავს.
რამდენიმე წლის წინ კი მელია ამტკიცებდა, რომ „ნაცმოძრაობაში“ ყოფნის პერიოდში კეზერაშვილმა „ძარცვითა და ყაჩაღობით მილიონები იშოვა“ და იგი „ვერცერთ შემთხვევაში ვერ აიღებს ასეთი ადამიანების საქციელზე პასუხისმგებლობას“.
დავით კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტს მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში იკავებდა. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ექს-მინისტრმა საქართველო დატოვა. კეზერაშვილი ისრაელის მოქალაქეა, ცხოვრობს ლონდონში და ბიზნესით არის დაკავებული. რამდენიმე წელია ყოფილი თავდაცვის მინისტრი ტელეარხ „ფორმულას" აფინანსებს.