https://sputnik-georgia.com/20220926/jarimebi-ukanono-garevawrobistvis-izrdeba-270793202.html
ჯარიმები უკანონო გარევაჭრობისთვის იზრდება
ჯარიმები უკანონო გარევაჭრობისთვის იზრდება
Sputnik საქართველო
შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დამრღვევს 1 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება. 26.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-26T23:11+0400
2022-09-26T23:11+0400
2022-09-26T23:11+0400
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24848/07/248480779_0:0:2800:1575_1920x0_80_0_0_e2506e591d82ffb62d7ea4946e6bcd3a.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში უნებართვო გარევაჭრობისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება.შესაბამისი შესწორებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების“ კოდექსში უკვე წარედგინა პარლამენტს განსახილველად და დასამტკიცებლად.ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე იწვევს ფიზიკური და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. თუ იგივე ქმედება დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, იწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.შესწორებები მოქმედ რეგულაციას არ ეხება, თუმცა ცვლილებებით დამატებით განისაზღვრება სანქციები აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის და ასევე აღნიშნული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენისთვის.თბილისის მერიამ უკანონო გარე ვაჭრობასთან ბრძოლა განაახლა - ვიდეო>>კერძოდ, შესწორებების თანახმად, უნებართვოდ გარე ვაჭრობის განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური ან იურიდიული პირი დაჯარიმდებიან 100-დან 200 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების ჩადენა სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით.თუ ამ ბოლო ქმედებას თან ახლავს შესაბამისი ორგანოს ან უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, მაშინ ეს ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24848/07/248480779_69:0:2800:2048_1920x0_80_0_0_3ba5a3f9014b9c1edd604858459c86de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ჯარიმები უკანონო გარევაჭრობისთვის იზრდება
შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დამრღვევს 1 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში უნებართვო გარევაჭრობისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება.
შესაბამისი შესწორებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების“ კოდექსში უკვე წარედგინა პარლამენტს განსახილველად და დასამტკიცებლად.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე იწვევს ფიზიკური და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. თუ იგივე ქმედება დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, იწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
შესწორებები მოქმედ რეგულაციას არ ეხება, თუმცა ცვლილებებით დამატებით განისაზღვრება სანქციები აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის და ასევე აღნიშნული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენისთვის.
კერძოდ, შესწორებების თანახმად, უნებართვოდ გარე ვაჭრობის განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური ან იურიდიული პირი დაჯარიმდებიან 100-დან 200 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების ჩადენა სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით.
თუ ამ ბოლო ქმედებას თან ახლავს შესაბამისი ორგანოს ან უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, მაშინ ეს ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.