თბილისის მერიამ უკანონო გარე ვაჭრობასთან ბრძოლა განაახლა - ვიდეო

გამოწერა
თბილისის იერ-სახის გალამაზების მიზნით ქალაქის ქუჩებში იღებენ უკანონოდ განთავსებულ დახლებსა და სტენდებს. გარე მოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელებას სავაჭროდ გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე სთავაზობენ.
მანამდე გარე ვაჭრობა აიკრძალა მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მომდევნო იქნება მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორია, რომელიც დასუფთავდება და მოწესრიგდება ახლო მომავალში.
გარე ვაჭრობასთან ბრძოლის კამპანია კალაძის წინამორბედმა დავით ნარმანიამ წამოიწყო, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ გარე მოვაჭრეები ქუჩებს დაუბრუნდნენ. მოქმედი მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას მოახერხებს.
ყველა ახალი ამბავი
0