https://sputnik-georgia.com/20220925/irakli-raribasvilma-ebrael-xalxs-axali-weli-miuloca-270742028.html
ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ხალხს ახალი წელი მიულოცა
ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ხალხს ახალი წელი მიულოცა
Sputnik საქართველო
როშ ჰაშანა, ანუ ებრაული ახალი წელი ისრაელში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მისი ერთ-ერთი სიმბოლო თაფლიანი ვაშლია, რომელიც ამ დღეს ყველა ებრაელის ოჯახშია. 25.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-25T12:30+0400
2022-09-25T12:30+0400
2022-09-25T12:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
ისრაელი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411463_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_31ed4ced83a24b1e5abe1c6f4b71f1a2.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ხალხს ახალი წელი, როშ ჰაშანა მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა უნიკალური ისტორიული მოვლენაა, რომლითაც ორივე ხალხი ამაყობს.„ებრაული თემის ყოველდღიური შრომა ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლისათვის კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ძმობას. ვუერთდები თქვენს სადღესასწაულო განწყობას და მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – აღნიშნულია წერილში.როშ ჰაშანა სამყაროს შექმნის პატივსაცემად აღინიშნება. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც, როშ ჰაშანას დროს ღმერთი განსჯის ადამიანს გასული წლის ქმედებებისთვის, ჩაწერს ან არ ჩაწერს მის სახელს სიცოცხლის წიგნში და განსაზღვრავს მის ბედს დამდეგი წლისთვის. ამ დღეებში ყოველი ებრაელი ინანიებს მის შეცდომებსა და ცოდვებს.წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411463_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_92a2f9ed0cb125ac708f3c07f5202eab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , ისრაელი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , ისრაელი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ხალხს ახალი წელი მიულოცა
როშ ჰაშანა, ანუ ებრაული ახალი წელი ისრაელში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მისი ერთ-ერთი სიმბოლო თაფლიანი ვაშლია, რომელიც ამ დღეს ყველა ებრაელის ოჯახშია.
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ხალხს ახალი წელი, როშ ჰაშანა მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და მათ, ვინც ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში დაბრუნდით, ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში გულითადად გილოცავთ ახალ წელს – როშ ჰაშანას“, - ნათქვამია მილოცვის წერილში.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა უნიკალური ისტორიული მოვლენაა, რომლითაც ორივე ხალხი ამაყობს.
„ებრაული თემის ყოველდღიური შრომა ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლისათვის კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ძმობას. ვუერთდები თქვენს სადღესასწაულო განწყობას და მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – აღნიშნულია წერილში.
როშ ჰაშანა სამყაროს შექმნის პატივსაცემად აღინიშნება. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც, როშ ჰაშანას დროს ღმერთი განსჯის ადამიანს გასული წლის ქმედებებისთვის, ჩაწერს ან არ ჩაწერს მის სახელს სიცოცხლის წიგნში და განსაზღვრავს მის ბედს დამდეგი წლისთვის. ამ დღეებში ყოველი ებრაელი ინანიებს მის შეცდომებსა და ცოდვებს.