დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 სექტემბერი

CC BY 2.0 / John Fowler / Stars over Butteვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 24 სექტემბერია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
შესანიშნავი დღეა მუშაობისა და თანხის გამომუშავებისთვის, აქტიური, ენერგიული ნაბიჯებისთვის, მაგრამ არის საფრთხე – გადაჭარბებით არ უნდა შეაფასოთ საკუთარი ძალები. პირადი ურთიერთობები შეიძლება ეჭვიანობის გამო გართულდეს, ამიტომ ეცადეთ, არ გამოიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები და ურთიერთობები სხვა დროს გამოარკვიოთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 სექტემბერი>>
ვერძი: დღეს კონფლიქტისკენ ისწრაფვით, ყოველ შემთხვევაში, გარშემომყოფებს ასეთი შთაბეჭდილება დარჩებათ. არ დაუშვებთ არავის ჩარევას თქვენს საქმეებში, სხვებს გააკრიტიკებთ, დაუკითხავად რჩევებს მისცემთ. თვითონ დარწმუნებული იქნებით, რომ ასე საქმის სასიკეთოდ იქცევით. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ურთიერთობებისას ზღვარს არ უნდა გადახვიდეთ.
ადამიანის ფსიქოლოგია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“
კურო: სიტუაცია თქვენგან სწრაფ ორიენტირებას მოითხოვს. უნდა შეძლოთ საკუთარი იდეების ისე მიწოდება, რომ ისინი გარშემომყოფებს მოეწონოთ. ინტუიცია სათანადო სიმაღლეზე გექნებათ და კარგ მინიშნებებს მოგცემთ. დიდია ალბათობა, რომ თქვენი მოქმედებები ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდება, თუნდაც ამისთვის ჩვეული სტილის დარღვევა მოგიწიოთ.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა ნებისმიერი წამოწყებისთვის, რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, დროთა განმავლობაში ის წარმატებას მოგიტანთ. თამამად დააწყვეთ გეგმები, წინ წაწიეთ რამე პროექტი, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს ირგვლივ მყოფების შურით სავსე კრიტიკაა. ნუ მოუსმენთ მათ, არ შეგეპაროთ საკუთარ თავში ეჭვი.
კირჩხიბი: ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. ხართ ენერგიით სავსე და ცხოვრების გამრავალფეროვნების ნებისმიერ შანსს ჩაეჭიდებით. შესაძლოა, რამე საბაბი მოიფიქროთ და სადმე წახვიდეთ, არც ისაა გამორიცხული, კამათში ჩაებათ, რომ ჩვეულ ყოფაში რაღაც სიახლე შეიტანოთ. მოკლედ, შანსს არ გაუშვებთ ხელიდან, რომ ცხოვრება გაამრავალფეროვნოთ.
მამაკაცი ღამით - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2020
ვინ არის თქვენი დამცველი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: შესანიშნავი შანსი მოგეცემათ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. დღის განმავლობაში ფულთან დაკავშირებული სიურპრიზი გელოდებათ: პრემია შრომისთვის, უკან დაბრუნებული ვალი, საჩუქარი ახლობლისგან და ბოლოს და ბოლოს, „ოქროს მთების“ დაპირება პერსპექტივაში. კარგი დღეა ასევე უფრო შემოსავლიანი სამსახურის მოძებნისთვის.
ქალწული: ამაღლებულ განწყობაზე ხართ. საქმეებიც თითქოს თავისთავად გვარდება. ერთნაირად კარგად გაუმკლავდებით მონოტონურ სამუშაოსაც და ისეთ პროექტებსაც, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულება ან ანალიზია საჭირო. გრძნობთ შინაგან ჰარმონიას, წონასწორობას. უამრავი რამის გაკეთება შეგიძლიათ თან ისე, რომ დაღლილობა არ იგრძნოთ.
სასწორი: მოულოდნელად მიიღებთ ჯილდოს თქვენი შრომისთვის. ეს შეიძლება იყოს მადლობა ხელმძღვანელობისგან, კარიერული წინსვლა ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან. შესაძლებელია სხვა სასიამოვნო ვარიანტებიც. ერთი სიტყვით, დღეს ფორტუნა გაგიღიმებთ. არაა გამორიცხული, რომ ეს ახალი ბედნიერი ხანის დასაწყისი იყოს თქვენს ცხოვრებაში.
აისი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2019
შეშლილი ყოფილები და მათი ვნებანი: სიგიჟიდან გულგრილობამდე – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: მარტივი დღე არ გელოდებათ. მოვლენები შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც გინდათ. შესაძლოა, რაღაც მომენტში ინიციატივა გაუშვათ ხელიდან და სიტუაცია ვეღარ გააკონტროლოთ. როგორც ჩანს, ეს ცუდი მომზადების ან არასაკმარისი ინფორმირებულობის ბრალია. სჯობს, ის საქმე გააკეთოთ, რომელშიც ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული.
მშვილდოსანი: კარგი დღეა იმ პროექტზე მუშაობისთვის, რომელსაც დიდი ხანია ამზადებდით. შესაძლოა, სულ მცირე რაღაც აკლია მას იმისთვის, რომ გამოაცოცხლოთ. შეიძლება ეს რაღაც ინფორმაცია იყოს, ასევე არაა გამორიცხული თანხის მიღება, აუცილებელი კონტაქტის დამყარება... გამოიყენეთ ეს შანსი, რომ პროექტი, ბოლოს და ბოლოს, ამუშავდეს.
თხის რქა: ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს შესაძლოა რაღაც ჭორებს წააწყდეთ, რომლებიც ნეგატიურად აისახება თქვენს კარიერაზე, სტატუსზე ან ცხოვრების დონეზე. ამასთან, შესაძლოა, არა მხოლოდ ამ ჭორების მსხვერპლი გახდეთ, არამედ დაზარალდეთ იმის გამო, რომ თვითონ გაავრცელეთ ხმები. ამიტომ სჯობს, დღეს ჩუმად იყოთ და სხვებს მოუსმინოთ.
ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
ზოდიაქო: ყველაზე ვნებიანი ნიშნები
მერწყული: დღეს ეჭვიანობა მოგეძალებათ როგორც სხვების წარმატებების, ისე საკუთარი თავის მიმართ იმედგაცრუების სახით. ეს შეიძლება რომელიმე კოლეგის რამე ნათქვამმა ან საქმეში ერთი ადგილის ტკეპნის გაცნობიერებამ გამოიწვიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ ირგვლივ მყოფებს, საკუთარ საქმეებს მიხედოთ და მომავლის წარმატებების გწამდეთ.
თევზები: დღეს თქვენი მამოძრავებელი ძალა ნებისმიერ საქმეში ჯანსაღი კონკურენცია გახდება. ის გიბიძგებთ, რომ იმოქმედოთ ჩვეულებრივზე უფრო ენერგიულად. შესაძლოა, აზარტის ტალღაზე მყოფმა გადადგათ ნაბიჯები, რომლებსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო არ გადადგამდით. თუ რამდენად გამართლებული იქნება ეს რისკი, ამას დრო გვაჩვენებს.
ყველა ახალი ამბავი
0