https://sputnik-georgia.com/20220923/saskolo-ganatleba-kvelastvis-xelmisawvdomi-gaxdeba-270717819.html
სამინისტრო: სასკოლო განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება
სამინისტრო: სასკოლო განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება
Sputnik საქართველო
ახალი სისტემის დანერგვა ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ მრავალმხრივ საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და... 23.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-23T18:49+0400
2022-09-23T18:49+0400
2022-09-23T22:24+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250908778_0:0:3611:2032_1920x0_80_0_0_17d30c828acc97d30ea73ffeb23d3e15.jpg
საქართველო, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აპირებს გაზარდოს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.ამ მიზნით სამწლიანი პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ ფარგლებში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა. პროექტის მიზანი ქვეყანაში ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებაა.ინკლუზიური განათლება არის სწავლების ფორმა, რომელშიც თითოეულ ადამიანს, განურჩევლად მათი ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ენობრივი და სხვა მახასიათებლებისა, ეძლევა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობა.ღარიბაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განათლების სფეროში საქართველოს გეგმებზე ისაუბრა>>>ახალი სისტემის დანერგვა გულისხმობს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირებულ მრავალმხრივ საგანმანათლებლო მხარდაჭერას და სასწავლო გარემოში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.პროექტი „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის პარტნიორობით ხორციელდება.პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში დაგეგმილია ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ეროვნული სისტემის მაკოორდინირებელი სამმართველოს შექმნა, რომელიც სასკოლო საზოგადოებას ახალ მომსახურებებს შესთავაზებს.ახალი მოდელი გულისხმობს სხვადასხვა მომსახურების ერთ სივრცეში მობილიზებას, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს არსებული რესურსების კოორდინირებულად მართვას, ეფექტურ გამოყენებასა და კადრების კომპეტენციის გაძლიერებას.ამასთან, ახალი სისტემა უზრუნველყოფს რესურს-ცენტრების გაძლიერებას, საჯარო სკოლების კონსულტირების კომპონენტის გაუმჯობესებას, ეფექტიანი ოპერაციული გუნდების ფორმირებასა და, საჭიროებების შესაბამისად, ახალი მხარდამჭერი სერვისების განვითარებას.მაღალი ხარისხის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის მიმდინარე წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ბოლომდე პერიოდში ტრენინგები ჩატარდება. ეს იქნება ტრენინგები ლიდერობის განვითარებისა და კონსულტაციის შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250908778_352:0:3083:2048_1920x0_80_0_0_7776cff5b5ffa87310c4450818054f4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
სამინისტრო: სასკოლო განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება
18:49 23.09.2022 (განახლებულია: 22:24 23.09.2022) ახალი სისტემის დანერგვა ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ მრავალმხრივ საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და სასწავლო გარემოში ინკლუზიური განათლების პრაქტიკის ხარისხის გაუმჯობესებას.
საქართველო, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აპირებს გაზარდოს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ამ მიზნით სამწლიანი პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ ფარგლებში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა. პროექტის მიზანი ქვეყანაში ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებაა.
ინკლუზიური განათლება არის სწავლების ფორმა, რომელშიც თითოეულ ადამიანს, განურჩევლად მათი ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ენობრივი და სხვა მახასიათებლებისა, ეძლევა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობა.
ახალი სისტემის დანერგვა გულისხმობს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირებულ მრავალმხრივ საგანმანათლებლო მხარდაჭერას და სასწავლო გარემოში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
პროექტი „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის პარტნიორობით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში დაგეგმილია ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ეროვნული სისტემის მაკოორდინირებელი სამმართველოს შექმნა, რომელიც სასკოლო საზოგადოებას ახალ მომსახურებებს შესთავაზებს.
ახალი მოდელი გულისხმობს სხვადასხვა მომსახურების ერთ სივრცეში მობილიზებას, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს არსებული რესურსების კოორდინირებულად მართვას, ეფექტურ გამოყენებასა და კადრების კომპეტენციის გაძლიერებას.
ამასთან, ახალი სისტემა უზრუნველყოფს რესურს-ცენტრების გაძლიერებას, საჯარო სკოლების კონსულტირების კომპონენტის გაუმჯობესებას, ეფექტიანი ოპერაციული გუნდების ფორმირებასა და, საჭიროებების შესაბამისად, ახალი მხარდამჭერი სერვისების განვითარებას.
მაღალი ხარისხის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის მიმდინარე წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ბოლომდე პერიოდში ტრენინგები ჩატარდება. ეს იქნება ტრენინგები ლიდერობის განვითარებისა და კონსულტაციის შესახებ.