ღარიბაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განათლების სფეროში საქართველოს გეგმებზე ისაუბრა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა წარმატებულ პროექტებზე განათლების სფეროში და სამომავლო გეგმებზე.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა და განათლების სფეროში ქვეყნის მიღწევებზე, ასევე დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
წელს განხილვა ეძღვნება განათლების გარდაქმნის თემას. 193 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურები პირადად იმყოფებიან გენერალური ასამბლეის დარბაზში და ამ თემებზე ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ.

„პატივი მაქვს მოგმართოთ გარდამქმნელი განათლების სამიტზე, რომელმაც შესანიშნავი პლატფორმა შექმნა განათლების, როგორც მშვიდობის, კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების უნივერსალური საფუძვლის, მნიშვნელობის დასადასტურებლად", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი, მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. სწორედ ამიტომ განათლება ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ განათლება თითოეული ინდივიდის პიროვნული ზრდისა და პროფესიული განვითარების საფუძველს ქმნის, რაც, თავის მხრივ, ერების განვითარების პირობაა.
„მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მივცეთ წვდომა სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე ყოველგვარი ბარიერების გარეშე, რათა ისინი აღიჭურვონ ცხოვრებისეული უნარებითა და კომპეტენციით, აგრეთვე კონკურენტუნარიანი და სტუდენტზე ორიენტირებული განათლების სისტემებით", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე
Гарибашвили рассказал на сессии ГА ООН о планах Грузии в сфере образования - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე
ინვესტიცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის, აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკა ეყრდნობა ხარისხს, თანასწორობასა და კარგ მართვას.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ამაყობს ეროვნული განაცხადების დებულებებით განათლების ტრანსფორმაციის შესახებ და ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად ქვეყნის მთავრობამ იკისრა ვალდებულება, განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ექვს პროცენტამდე.
საქართველოს მთავრობა გეგმავს გააორმაგოს ძალისხმევა სასწავლო გეგმების გასაუმჯობესებლად, თანამედროვე და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მასწავლებლებისა და პედაგოგების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირებისთვის, განაცხადა პრემიერმა.
© Сourtesy of Georgian Governmentღარიბაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განათლების სფეროში საქართველოს გეგმებზე ისაუბრა
Гарибашвили рассказал на сессии ГА ООН о планах Грузии в сфере образования - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
ღარიბაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განათლების სფეროში საქართველოს გეგმებზე ისაუბრა
„ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს ძალისხმევა საკვანძოა ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, რომელიც განათლებული, გამოცდილი, პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქეებისგან შედგება", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთი მომავალი ნაბიჯია 800 სკოლის მშენებლობა და განახლება 2026 წლისთვის. 2030 წლისთვის ყველა ქართული სკოლა იქნება მოდერნიზებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.
ღარიბაშვილმა თავის სიტყვაში ასევე აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება გაივლის ავტორიზაციის ახალ, მრავალმხრივ პროცესს, რომელიც ეფექტური განათლების პრაქტიკის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული.

„ნათელია, რომ პანდემიამ ლიდერები მთელ მსოფლიოში აიძულა გადაეხედათ განათლებისთვის და მობილიზებული ყოფილიყვნენ გაეროს პრინციპის დასაცავად, რომელიც გულისხმობს, რომ არავინ დარჩეს სისტემის მიღმა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირველ დღეებში ქვეყანამ განათლების სისტემას დისტანციური სწავლების რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა მისცა. ამისთვის განათლების ყველა საფეხურზე დაინერგა უფასო და ხელმისაწვდომი ონლაინ და სამაუწყებლო მექანიზმები სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის. კრიზისმა ინოვაციური გადაწყვეტილებების გაზრდა გვაიძულა, აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე კორონავირუსის პანდემიის დროს სატელევიზიო პროგრამების დანერგვის კუთხით. საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ძალისხმევით სასწავლო გეგმებზე დაფუძნებული სატელევიზიო პროგრამები დანერგა.
„სიამაყით გაცნობებთ, რომ საქართველოს ძალისხმევა და წარმატება დისტანციური სწავლების დანერგვაში აღიარებულ იქნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
© Сourtesy of Georgian Governmentღარიბაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განათლების სფეროში საქართველოს გეგმებზე ისაუბრა
Гарибашвили рассказал на сессии ГА ООН о планах Грузии в сфере образования - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
ღარიბაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განათლების სფეროში საქართველოს გეგმებზე ისაუბრა
პრემიერმა ასევე დასძინა, რომ მთავრობა ეცდება, ცენტრისგან მოშორებით, რეგიონებში განთავსებულ სკოლებში გადაჭრას სოციალურად დაუცველ ფენებში არსებული, შშმ პირებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული ციფრული პრობლემები.
ღარიბაშვილი ასევე შეეხო უკრაინიდან ლტოლვილი მოსახლეობის დახმარების თემას. მისი თქმით, ქართულ სკოლებში 1,5 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვია ჩარიცხული. სპეციალურად ამისთვის სკოლებში ჩარიცხვის გამარტივებული პროცედურები მოქმედებს და სწავლა უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს. უკრაინელ სტუდენტებს კი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე შეუძლიათ.
„ჩვენ მიზნად დავისახეთ სოციალური, კულტურული და ფინანსური ბარიერების შემცირება სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შეუფერხებლად უზრუნველსაყოფად, სამეცნიერო კვლევის შესაძლებლობებსაც მივცემთ ახალგაზრდა თაობას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
© Сourtesy of Georgian Governmentღარიბაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განათლების სფეროში საქართველოს გეგმებზე ისაუბრა
Гарибашвили рассказал на сессии ГА ООН о планах Грузии в сфере образования - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
ღარიბაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განათლების სფეროში საქართველოს გეგმებზე ისაუბრა
გარდა ამისა, საქართველოს განათლების სისტემა ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნის უნარებისა და კომპეტენციების ფართო სპექტრის განვითარებას ყველა დონეზე, აღნიშნა პრემიერმა და დაამატა, რომ საქართველო იღებს ვალდებულებას, განახორციელოს ეფექტიანი მექანიზმები მასწავლებლის პროფესიის ხარისხისა და მიმზიდველობის გასაუმჯობესებლად.
საქართველო ასევე გადადგამს ინკლუზიური, უსაფრთხო და ჯანსაღი სასკოლო გარემოს უზრუნველყოფისკენ მიმართულ ნაბიჯებს – მოსწავლეებს ექნებათ კვების, მედიცინის, ფსიქოსოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა.

„საქართველო ამაყობს, რომ უერთდება დღეს აქ ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც იკისრეს ვალდებულება თავიანთი თემები განათლების გზით გააძლიერონ. ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო კონსოლიდაციით, ჩვენ მივაღწევთ განათლებისა და ჰუმანურობის დასახულ მიზნებს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის 19-26 სექტემბერს იმართება, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები და ასევე მაღალი დონის სხვა ეროვნული წარმომადგენლები იკრიბებიან, რათა წარმოადგინონ თავიანთი პრიორიტეტები და განიხილონ ძირითადი გლობალური საკითხები, როგორიცაა სიტუაცია უკრაინაში, ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან, სასურსათო უსაფრთხოება, განათლების ხელმისაწვდომობა და გენდერული თანასწორობა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0