https://sputnik-georgia.com/20220923/saqartvelosi-puri-iafdeba-270720376.html
საქართველოში პური იაფდება?
საქართველოში პური იაფდება?
Sputnik საქართველო
ნომერ პირველ პროდუქტზე ფასები ამჟამინდელ დონეზე წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მიიჩნევს ექსპერტი. 23.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-23T20:31+0400
2022-09-23T20:31+0400
2022-09-23T22:42+0400
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250617263_0:0:3121:1756_1920x0_80_0_0_49992351116262b020507290df6391b6.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ზოგიერთმა მწარმოებელმა პურის ფასი 0,1 ლარით შეამცირა, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.სოციალური პური ქვეყნის მოსახლეობას დაახლოებით 1 ლარი უჯდება. ექსპერტის თქმით, მაღაზიებში ფასნადები 30-40 თეთრია, ზოგიერთ სავაჭრო ობიექტში კი 50 თეთრიც.მისი თქმით, პურის ფასი ადგილობრივ და იმპორტირებულ ხორბალსა და ფქვილზეა დამოკიდებული.„შარშან ერთი ტონა ხორბალი მსოფლიო ბაზრებზე 500 დოლარი ღირდა, ახლა ორჯერ ნაკლები ღირს. კარგი მოსავალია როგორც დიდ მწარმოებელ ქვეყნებში, ისე ადგილზე“, – აღნიშნა დოლიძემ.ამჟამად ადგილობრივი წარმოების ერთი ტომარა ფქვილი 73 ლარი ღირს, იმპორტირებული – 71 ლარი. გასულ თვეში ღირდა 80 ლარი.როდის ამუშავდება საქართველოში მსხვილი წისქვილკომბინატები?>>საქართველოში ხორბლის ფქვილის მთავარი მომწოდებელი კვლავ რუსეთია – იანვარი–აგვისტოში ამ ქვეყნიდან 45 მლნ დოლარის 120 ათასი ტონა პროდუქცია შემოვიდა.პურის ფასის არსებითად დაწევა საწარმოებს არ შეუძლიათ, რადგან გაიზარდა ბუნებრივი აირის მოხმარების ხარჯი.ივლისში ორმა მსხვილმა გაზგამანაწილებელმა კომპანიამ კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი გაზარდა, კერძოდ, Tbilisi Energy-მ 1,1 ლარიდან 1,35 ლარამდე 1 კუბურ მეტრზე, ხოლო Socar Georgia Gas-მა – 1,15 ლარიდან 1,38 ლარამდე.პური შეიძლება გაიაფდეს - ექსპერტის განმარტება>>ადრე, 2000 წლამდე დანამატი თვითღირებულებაზე მხოლოდ 5% შეიძლება ყოფილიყო, ახლა, ლიბერალიზაციის შემდეგ, ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა და ერთიანი სტანდარტები აღარ არის პროდუქციის წონაზე და არც ღირებულებაზე“, – განაცხადა დოლიძემ.მისი პროგნოზით, პურზე ფასი ამჟამინდელ დონეზე წლის ბოლომდე შენარჩუნდება.2022 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 10,9% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი – 3%. ერთ წელიწადში ფასები პურსა და პურპროდუქტებზე 34,2%-ით გაიზარდა. პური ბოლოს მაისში გაძვირდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250617263_11:0:2740:2047_1920x0_80_0_0_afe6b0361598a75f11b4590b383c3816.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოში პური იაფდება?
20:31 23.09.2022 (განახლებულია: 22:42 23.09.2022) ნომერ პირველ პროდუქტზე ფასები ამჟამინდელ დონეზე წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მიიჩნევს ექსპერტი.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ზოგიერთმა მწარმოებელმა პურის ფასი 0,1 ლარით შეამცირა, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.
სოციალური პური ქვეყნის მოსახლეობას დაახლოებით 1 ლარი უჯდება. ექსპერტის თქმით, მაღაზიებში ფასნადები 30-40 თეთრია, ზოგიერთ სავაჭრო ობიექტში კი 50 თეთრიც.
„ბაზარზე გამოსულმა რამდენიმე ახალმა კომპანიამ მომხმარებლის მიზიდვის მიზნით ფასი დასწია. ჩვენ ვაკვირდებით, რომ მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება: თუ გუშინ იყო ორი საცხობი, დღეს ხუთი–ექვსია. მაგრამ ფასის შემცირება მასობრივად არ ხდება“, – განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, პურის ფასი ადგილობრივ და იმპორტირებულ ხორბალსა და ფქვილზეა დამოკიდებული.
„შარშან ერთი ტონა ხორბალი მსოფლიო ბაზრებზე 500 დოლარი ღირდა, ახლა ორჯერ ნაკლები ღირს. კარგი მოსავალია როგორც დიდ მწარმოებელ ქვეყნებში, ისე ადგილზე“, – აღნიშნა დოლიძემ.
ამჟამად ადგილობრივი წარმოების ერთი ტომარა ფქვილი 73 ლარი ღირს, იმპორტირებული – 71 ლარი. გასულ თვეში ღირდა 80 ლარი.
საქართველოში ხორბლის ფქვილის მთავარი მომწოდებელი კვლავ რუსეთია – იანვარი–აგვისტოში ამ ქვეყნიდან 45 მლნ დოლარის 120 ათასი ტონა პროდუქცია შემოვიდა.
პურის ფასის არსებითად დაწევა საწარმოებს არ შეუძლიათ, რადგან გაიზარდა ბუნებრივი აირის მოხმარების ხარჯი.
ივლისში ორმა მსხვილმა გაზგამანაწილებელმა კომპანიამ კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი გაზარდა, კერძოდ, Tbilisi Energy-მ 1,1 ლარიდან 1,35 ლარამდე 1 კუბურ მეტრზე, ხოლო Socar Georgia Gas-მა – 1,15 ლარიდან 1,38 ლარამდე.
ადრე, 2000 წლამდე დანამატი თვითღირებულებაზე მხოლოდ 5% შეიძლება ყოფილიყო, ახლა, ლიბერალიზაციის შემდეგ, ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა და ერთიანი სტანდარტები აღარ არის პროდუქციის წონაზე და არც ღირებულებაზე“, – განაცხადა დოლიძემ.
მისი პროგნოზით, პურზე ფასი ამჟამინდელ დონეზე წლის ბოლომდე შენარჩუნდება.
2022 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 10,9% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი – 3%. ერთ წელიწადში ფასები პურსა და პურპროდუქტებზე 34,2%-ით გაიზარდა. პური ბოლოს მაისში გაძვირდა.