https://sputnik-georgia.com/20220831/rodis-amushavdeba-saqartveloshi-msxvili-wisqvilkombinatebi-269907541.html
როდის ამუშავდება საქართველოში მსხვილი წისქვილკომბინატები?
როდის ამუშავდება საქართველოში მსხვილი წისქვილკომბინატები?
Sputnik საქართველო
საქართველოს პურის ქარხნებს ყოველდღიური მოხმარების ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობად თვეში 7.000 ტონა პირველი ხარისხის ფქვილი სჭირდებათ. 31.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-31T10:00+0400
2022-08-31T10:00+0400
2022-08-31T16:34+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22945/47/229454716_0:247:2765:1802_1920x0_80_0_0_5e46ebc5c14bc2701ecceebc3ff61c33.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. თუ საექსპორტო ბაზრებზე ხორბლის ფასი შემცირებას გააგრძელებს, საქართველო განაახლებს ხორბლის შემოტანას ჩვეული მოცულობით და ქვეყანაში არსებული ყველა წისქვილკომბინატი შეძლებს ამუშავებას, განაცხადა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.ქართველი მეწისქვილეებისთვის რთული პერიოდი გასული წლის ზაფხულში დადგა, როდესაც რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა. შედეგად საქართველომ რუსეთიდან ხორბლის იმპორტი შეამცირა და გაზარდა ფქვილის იმპორტი, რომლის ექსპორტსაც რუსეთი არ ბეგრავს. შესაბამისად, გასულ წელს ხორბლის იმპორტის 30%-ზე მეტით შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ქვეყნის წისქვილების უმეტესობამ მუშაობა შეწყვიტა.მისი თქმით, ინფორმაცია ხორბლის ღირებულების კლების შესახებ დამაიმედებელია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამან ტენდენციის სახე მიიღოს.„ვიცით, რომ დიდი ძალისხმევითა და მსოფლიო თანამეგობრობის ჩართულობით უკრაინის დერეფანი ამუშავდა, რამაც გარკვეული დადებითი ტენდენციები გამოიწვია. მათ შორის, რუსეთში საკმაოდ დიდი მოსავალია და აქაც მცურავმა ბაჟმა შემცირება დაიწყო“, – განაცხადა სილაგავამ.მინისტრი: საქართველო ხორბლის წარმოებას გაზრდის>>>წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10-15%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. რუსეთზე მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იყო.ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართული წისქვილკომბინატებისთვის მომგებიანი აღარ იყო იმპორტირებული ხორბლის გადამუშავება და ფქვილის ადგილზე წარმოება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22945/47/229454716_16:0:2747:2048_1920x0_80_0_0_6e582b7caf763b7447573517c2e3fd4b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის ამუშავდება საქართველოში მსხვილი წისქვილკომბინატები?
10:00 31.08.2022 (განახლებულია: 16:34 31.08.2022) საქართველოს პურის ქარხნებს ყოველდღიური მოხმარების ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობად თვეში 7.000 ტონა პირველი ხარისხის ფქვილი სჭირდებათ.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. თუ საექსპორტო ბაზრებზე ხორბლის ფასი შემცირებას გააგრძელებს, საქართველო განაახლებს ხორბლის შემოტანას ჩვეული მოცულობით და ქვეყანაში არსებული ყველა წისქვილკომბინატი შეძლებს ამუშავებას, განაცხადა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
ქართველი მეწისქვილეებისთვის რთული პერიოდი გასული წლის ზაფხულში დადგა, როდესაც რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა. შედეგად საქართველომ რუსეთიდან ხორბლის იმპორტი შეამცირა და გაზარდა ფქვილის იმპორტი, რომლის ექსპორტსაც რუსეთი არ ბეგრავს. შესაბამისად, გასულ წელს ხორბლის იმპორტის 30%-ზე მეტით შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ქვეყნის წისქვილების უმეტესობამ მუშაობა შეწყვიტა.
„თუ ტენდენცია გაგრძელდება, მაშინ მცირე წისქვილკომბინატებთან ერთად წარმოებას განაახლებენ მსხვილი წისქვილკომბინატებიც. დღეს, სამწუხაროდ, ტენდენცია არის ისეთი, რომ ფქვილი შემოდის და დიდი წისქვილები, თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვერ მუშაობენ, რადგან დიდი რაოდენობით ხორბალი სჭირდებათ“, – განაცხადა სილაგავამ.
მისი თქმით, ინფორმაცია ხორბლის ღირებულების კლების შესახებ დამაიმედებელია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამან ტენდენციის სახე მიიღოს.
„ვიცით, რომ დიდი ძალისხმევითა და მსოფლიო თანამეგობრობის ჩართულობით უკრაინის დერეფანი ამუშავდა, რამაც გარკვეული დადებითი ტენდენციები გამოიწვია. მათ შორის, რუსეთში საკმაოდ დიდი მოსავალია და აქაც მცურავმა ბაჟმა შემცირება დაიწყო“, – განაცხადა სილაგავამ.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10-15%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. რუსეთზე მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იყო.
ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართული წისქვილკომბინატებისთვის მომგებიანი აღარ იყო იმპორტირებული ხორბლის გადამუშავება და ფქვილის ადგილზე წარმოება.