https://sputnik-georgia.com/20220718/ministri-saqartvelo-xorblis-warmoebas-gazrdis-268623262.html
მინისტრი: საქართველო ხორბლის წარმოებას გაზრდის
მინისტრი: საქართველო ხორბლის წარმოებას გაზრდის
Sputnik საქართველო
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს, აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. 18.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-18T16:38+0400
2022-07-18T16:38+0400
2022-07-18T21:15+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0e/267445657_0:81:3073:1809_1920x0_80_0_0_c6477aefbeb1e82be557c1f95f4cc2cd.jpg
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. აშშ საქართველოს ხორბლის წარმოების გაზრდის ღონისძიებების დაგეგმვაში დაეხმარება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას.დღეისათვის საქართველოს ხორბლით თვითუზრუნველყოფის დონე 15%-ია. ხელისუფლება უახლოეს წლებში აღნიშნული მაჩვენებლის 50%-მდე გაზრდას გეგმავს.ვიზიტის ფარგლებში შამუგიამ შეხვედრა გამართა გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენელთან კერი პაულერთან.„სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დეპარტამენტი მზად არის დაიწყოს ხორბლის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ღრმა კვლევა, შესწავლა, რის შედეგადაც გვექნება ინფორმაცია, თუ რა საჭიროებები არსებობს კონკრეტულად ამ მიმართულებით და დავგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები“, – განაცხადა შამუგიამ.საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. რუსეთზე მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0e/267445657_72:0:2803:2048_1920x0_80_0_0_d41eedf78b2167538c7cdd99e99c5304.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
მინისტრი: საქართველო ხორბლის წარმოებას გაზრდის
16:38 18.07.2022 (განახლებულია: 21:15 18.07.2022) წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს, აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. აშშ საქართველოს ხორბლის წარმოების გაზრდის ღონისძიებების დაგეგმვაში დაეხმარება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას.
დღეისათვის საქართველოს ხორბლით თვითუზრუნველყოფის დონე 15%-ია. ხელისუფლება უახლოეს წლებში აღნიშნული მაჩვენებლის 50%-მდე გაზრდას გეგმავს.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მარცვლეულის, კერძოდ, ხორბლის წარმოების გაზრდა და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორის აშშ-ის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა შამუგიამ.
ვიზიტის ფარგლებში შამუგიამ შეხვედრა გამართა გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენელთან კერი პაულერთან.
„სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დეპარტამენტი მზად არის დაიწყოს ხორბლის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ღრმა კვლევა, შესწავლა, რის შედეგადაც გვექნება ინფორმაცია, თუ რა საჭიროებები არსებობს კონკრეტულად ამ მიმართულებით და დავგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები“, – განაცხადა შამუგიამ.
საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. რუსეთზე მარცვლეულის იმპორტის 70% მოდის.