თეა წულუკიანი: იყალთოს აკადემია უმძიმეს მდგომარეობაშია

© photo: Sputnikთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
აკადემიაში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი 10 ოქტომბერს გამოცხადდება, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. იყალთოს აკადემია უმძიმეს მდგომარეობაშია და გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს, განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.
იყალთო XI-XII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია.

„ძეგლთა დაცვის წარმომადგენლები ვიყავით ადგილზე და აღმოჩნდა, რომ ძველი დროის გადმონაშთი ჟანგიანი ხარაჩოები ყრია და დაავიწყდა ვიღაცას, რომ იქ პროექტი იყო. მძიმე მდგომარეობაა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, აკადემიაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჩაატარებს.
„ძალიან სწრაფი ტემპით მომზადდა ტექნიკური დავალება და მიმდინარეობს ბაზრის კვლევა. სატენდერო ღირებულება 350 ათასი ლარია. თანხა გვაქვს, სხვა პროექტებიდან გამოვყავით. 10 ოქტომბერს გაიხსნება ტენდერი. თუ ტენდერი იქნება წარმატებული, ჩვენ იყალთოსთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას შევძლებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იყალთოს აკადემია ეს იყო უმაღლესი სასწავლებელი XI-XII საუკუნეების საქართველოში. ამას ადასტურებს მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომელიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსი. ნანგრევებში ჩანს კათედრის ფუძე, დამახასიათებელი თახჩა-ფანჯრები. შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიყო, გელათის აკადემიის შენობის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ იყალთოს აკადემიის შენობა ორსართულიანია.
უცნობი გელათი: საინტერესო ფაქტები ტაძრის ისტორიიდან >>
იყალთოს აკადემიის პირველი რექტორი იყო არსენ იყალთოელი, რომელიც აქ გელათიდან გადმოსულა. ქართული აკადემიებში, კერძოდ, იყალთოს აკადემიაშიც სწავლება ძირითადად ტრივიუმ-კვადრივიუმის ციკლის საგნებს ითვალისწინებდა. ისწავლებოდა აგრეთვე მჭედლობა, კერამიკა („მეკეცეობა“) და მევენახეობა-მეღვინეობა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0